სამშაბათი, მარტი 10, 2026

მარიამ ქვრივიშვილი – სარგებელი, რასაც საქართველო „იგლ ჰილსის“ პროექტებიდან მიიღებს, არის 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მლრდ ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და საშუალოდ 700 მლნ ლარის ყოველწლიური შემოსავალი ბიუჯეტში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკაზე „იგლ ჰილსის“ პროექტის გავლენაზე საუბრისას, ყურადღება სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილა. მისი თქმით, ყველა ინვესტიციას საქართველოს ეკონომიკაში თავისი ღირებულება აქვს.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მუდმივად ვზრუნავთ, რომ შემოსული ინვესტიცია ქვეყნის საკეთილდღეოდ განხორციელდეს. ჩვენ ვზრუნავთ, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ამისთვის ბევრს ვაკეთებთ კერძო სექტორთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან  მჭიდრო თანამშრომლობით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა აქცენტი „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის სამ ძირითად მახასიათებელზე გააკეთა.

„პირველია პირდაპირი კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც შეგვიძლია, დღეს შევაფასოთ, როგორც 11 მლრდ ლარი. მეორეა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ შეგვიძლია, კონკრეტული მონაცემებით ვისაუბროთ, რომ მშენებლობის პროცესში 24 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება გონიოსა და დედაქალაქში. მას მერე, რაც პროექტი ოპერირებაში გაეშვება, უკვე მუდმივი 8 000 სამუშაო ადგილი გაჩნდება, მათ შორის, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ღირსეული დასაქმების ადგილები ნახონ. და მესამე, რა სარგებელს მიიღებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი – ბიუჯეტში შემოსავალი ორი არხით შევა. დაახლოებით 500 მლნ ლარს ბიუჯეტი უშუალოდ გადასახადების სახით მიიღებს. ამასთან, სახელმწიფო არის პროექტის თანაპარტნიორი – სახელმწიფო ერთობლივ საწარმოში 33 პროცენტის წილის მფლობელია და შესაბამისად, სახელმწიფო ყოველწლიურად ასეთი ღირებული პროექტიდან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში მიიღებს 33 პროცენტის ეკვივალენტის შემოსავალს. ათი წლის განმავლობაში ეს არის ორი მლრდ ლარი, რაც საშუალოდ წელიწადში 200 მლნ ლარი გამოდის“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შედეგად, როგორც მინისტრმა განაცხადა, საწყის ეტაპზე სარგებელი, რასაც საქართველო „იგლ ჰილსის“ პროექტებიდან მიიღებს, ესაა 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, 11 მლრდ ლარის პირდაპირი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე და საშუალოდ 700 მლნ ლარის ყოველწლიური შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

6 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას მძიმე დიაგნოზი - ენცეფალიტი დაუდგინდა. მისი მდგომარეობა სერიოზულია და ექიმების რეკომენდაციით, საჭიროა მისი სასწრაფოდ გადაყვანა თურქეთში, სადაც უნდა გაგრძელდეს მკურნალობა. ამ დროისთვის ოჯახს სჭირდება 13 000 დოლარის შეგროვება, რათა შეძლონ ბავშვის გადაყვანა და მკურნალობის დაწყება.დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:"კრედო ბანკი": GE28CD0360000021630087 - მიმღები თ.მ (პირადი 08001033853)"თიბისი ბანკი": GE07TB7678745064300026 - მიმღები თ.მ პირადი ნომერი (08001033853)"საქართველოს ბანკი": GE30BG0000000528950970 - მიმღები თ.მ პირადი(08001033853)

ეტიბარ ემინოვი – საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად...

საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, – ამის შესახებ აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე განაცხადა.მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას.„სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება“, – აღნიშნა ეტიბარ ემინოვმა.

სტივ უიტკოფი – ტრამპი წარმატებით აგვარებს სხვადასხვა საკითხს, რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით მეტი დრო დასჭირდა, მაგრამ ვხედავთ ნიშნებს, რომ ორივე მხარე დაიღალა, იმედი მაქვს, გარდამტეხი მომენტის...

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ არ არსებობს საერთო გეგმა, რომელიც მიმდინარე ომს დაასრულებს.მისივე თქმით, ირანი რეგიონის ქვეყნებს განურჩევლად ესხმის თავს.„განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ იმით, რომ, როგორც ჩანს, არ არსებობს საერთო გეგმა, როგორ მივიყვანოთ ეს ომი სწრაფ და დამაჯერებელ დასასრულამდე. ამასობაში, ჩვენ სახიფათო ესკალაციის მომსწრე ვართ. ირანი განურჩევლად ესხმის თავს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ჩვენს ახლო პარტნიორებსა და მოკავშირეებს. ჩვენ ამას უმკაცრესად ვგმობთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ გერმანიასა და ევროპას დაუსრულებელი ომი არ სურთ.„ჩვენ დაუსრულებელი ომის მიმართ ინტერესი არ გვაქვს. ასევე, არ გვაქვს ინტერესი ირანის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოებრიობის ან ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის დარღვევის მიმართ. ისეთი სცენარი, როგორიც ლიბიაში, ერაყში ან რეგიონის სხვა ქვეყნებში ვნახეთ, ყველას დაგვაზარალებს. ეს გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ენერგომომარაგებაზე და შესაძლოა, მიგრაციასთან დაკავშირებულ ვითარებაზეც“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.ამასთან, მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით ისარგებლოს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში უპირატესობა მოიპოვოს.„ჩვენ ვიცით, რომ კრემლი ყურადღებით აკვირდება, სად ხსნის შესაძლებლობებს ირანთან ომი. ირანის გარშემო დრამატული მოვლენები იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ. ისინი განუყოფლად არის დაკავშირებული რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დამპყრობელ ომთან. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პარტნიორებს თავიანთი ძალები გაჰყავთ ნატო-ს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგებიდან, ჩვენ ადგილზე ვრჩებით. ტვირთის გადანაწილება მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვს უკრაინისა და ევროპის დასუსტების შესაძლებლობას მივცემთ“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში გიორგი ლაცაბიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძალოსნობაში აკაკი ჯინჭარაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, გიორგი ლაცაბიძე კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.შეჯიბრება საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, რომელშიც 27 ქვეყნის 300-მდე პარაათლეტი და დელეგატი მონაწილეობს.ევროპის ჩემპიონატი 11 მარტს დასრულდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნაზე დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა

ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, რომ აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.მისივე განცხადებით, ყველასთვის სწორი სტრატეგიაა, რუსეთს ეკონომიკური მხარდაჭერა არ გაუწიონ.„როგორ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა, თუ ის აგრესორია? ეს ნიშნავს, რომ ამის გაკეთება არა მხოლოდ მათ შეუძლიათ. პრინციპში, ეს არც ისე პოზიტიური მაგალითია სხვებისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები