ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025

მარიამ ქვრივიშვილი – პრემიერმა კერძო სექტორს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გეგმები, ვიმსჯელეთ საერთო სამუშაო პროცესებზე, რომ ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესის წარმოამდგენლებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემდგომი გეგმები, მათ შორის, დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ქვრივიშვილის შეფასებით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო, იმსჯელეს საერთო სამუშაო პროცესზეც.

„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან სექტორებს. პრემიერ-მინისტრმა მათ გააცნო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემდგომი გეგმები, ხედვები, ისევე, როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურული გეგმური პროექტები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ და ექნებათ ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების გზაზე.

ამავდროულად, ჩვენ ვიმსჯელეთ საერთო სამუშაო პროცესებზე, რომ ჩვენ ვიქნებით და ვართ ღია კერძო სექტორთან თანამშრომლობის, კომუნიკაციის კუთხით. დარწმუნებული ვართ, საერთო ძალისხმევით, ერთობლივად შევძლებთ, ახალ პროექტებს ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ადრეული დემენციის 5 ნიშანი

დემენციის 5 ნიშანი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ:1. აპათია აპათია არის გულგრილობის მდგომარეობა. გულგრილობა, ინტერესის დაკარგვა იმის მიმართ, რაც ხდება გარშემო. ადამიანი კარგავს მოტივაციას, უინტერესო ხდება მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და ადრე საყვარელი ჰობიებით დაკავება. მას უკვე აღარ აინტერესებდა ის თემები, რომლებიც აქამდე აღელვებდა. თითქოს საერთოდ არ აქვს გრძნობები და აღარაფერი აწუხებს.2. ემოციური დისრეგულაცია ადამიანმა დაიწყო არაადეკვატური რეაგირება ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე. ის ზედმეტად ღელავს და აწუხებს სრულიად რუტინული საკითხები, მისი ემოციური მდგომარეობა არასტაბილურია, შეიძლება გახდეს ძალიან მტირალა, ან მიდრეკილი იყოს ბრაზიანობისკენ - საგნების სროლა, აგრესიის გამოხატვა საკუთარი თავის და სხვა ადამიანების მიმართ, თვითმკვლელობით მუქარა.3. თვითკონტროლის ნაკლებობა ადამიანი ცუდად აკონტროლებს თავის ქცევას და იმპულსებს. ხასიათი იცვლება – ადამიანი შეიძლება გახდეს გაღიზიანებული, შეუწყნარებელი, კაპრიზული, გაუწონასწორებელი, აგრესიული, კონფლიქტური, ადვილად აღელდეს. შეიძლება გამოჩნდეს სიჯიუტე - ადამიანს არ სურს განიხილოს სხვა თვალსაზრისი და დაჟინებით, მიუხედავად ყოველგვარი არგუმენტისა, ავითარებს თავის ხაზს.ზოგჯერ დემენციის ადრეული ნიშანი შეიძლება იყოს სექსუალური გარყვნილება, სექსუალური მოთხოვნილებების წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა.ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანებს უვითარდებათ აკვიატებული, განმეორებადი (კომპულსიური) ქცევა, რომელიც საშიშია საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის - ადამიანი მოულოდნელად ეჩვევა ფულის გამო აზარტულ თამაშს, ან იწყებს ქურდობას მაღაზიებიდან, ან იწყებს მოწევას და ბევრს სვამს.4. სოციალურად მიუღებელი ქცევისადმი მიდრეკილებაადამიანი კარგავს იდეას სოციალური ნორმების შესახებ, რომელსაც მანამდე მისდევდა და ვეღარ გებულობს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ითქვას საზოგადოებაში და რა არ შეიძლება. ის აღარ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მისი სიტყვები და ქმედებები სხვა ადამიანებზე, კარგავს თანაგრძნობის უნარს, შეუძლია უხეშად, ღიად ისაუბროს ძალიან პირადულ საკითხებზე ხმამაღლა, ისაუბროს უცნობებთან ისე, თითქოს ისინი დიდი ხანია ნაცნობი ადამიანები იყვნენ და ა.შ.5. არანორმალური აზრები და განსჯა ადამიანს შეიძლება ეჭვი შეეპაროს სხვა ადამიანების განზრახვებში, იფიქროს, რომ მათ სურთ ზიანი მიაყენონ მას ან მოიპარონ მისი ნივთები. მან შეიძლება ესმოდეს ხმები, ისაუბროს წარმოსახვით ადამიანებთან და იმოქმედოს ისე, თითქოს ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ.მართალია, ყველა ამ გამოვლინებას ინდივიდუალურად შეიძლება ჰქონდეს სხვა მიზეზები, გარდა დემენციის დაწყებისა - ეს შეიძლება იყოს გარკვეული მედიკამენტების ან წამლების მიღება, ინფექციები ან სხვა სამედიცინო პრობლემები, მძიმე სტრესი ან ინტერპერსონალური კონფლიქტები, ან ფსიქიკური დაავადების რეციდივი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია მიმართოთ ექიმს.

სალომე ზურაბიშვილი – ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ყველა და ერთობა, შეიძლება რაღაცა სიტყვებს არ ვემხრობოდე – ასევე, არ ვეთანხმები მათ, ვინც იღებს მონაწილეობას ამ...

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ ეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს.ზურაბიშვილის თქმით, 4 ოქტომბერს არა არჩევნები, არამედ არჩევნების სიმულაციაა, რაც შემოგდებული თემა იყო.“ვიტყოდი, რომ ასევე, ის, რაც მოხდა ამ არჩევნების ირგვლივ, რასაც მე არ ვისურვებდი, მე ვთვლიდი, რომ საერთოდ არჩევნები და ეს ნათქვამი მაქვს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ჩვენი თემა არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო შემოგდებული თემა და ამაზე არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის დაყოფა. მე არ ვეთანხმები მათ, ვინც იღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში. არ მგონია, რომ ბოიკოტიც ყოფილიყო საჭირო, არ არსებობს ეს არჩევნები, ეს არის არაფერი. ეს არის არჩევნების სიმულაცია. რატომღაც ოპოზიციური პარტიები შევიდნენ ამ თემაში. ერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთად დგომა, ეს არის ის, რაც გაგვიძლიერებს ამერიკის ყურადღებას და მხარდაჭერას. რაც გაგვიძლიერებს ევროკავშირის ყურადღებას და მხარდაჭერას. ერთად ვიდგეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვის დროს.მანამდე, სალომე ზურაბიშვილს წამყვანმა ჰკითხა, იქნება თუ არა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე, რაზეც ზურაბიშვილმა თქვა, რომ იქნება ყველგან, სადაც არის ერთობა, თუმცა არ ეთანხმება გარკვეულ სიტყვებს.„მე ვიქნები ყველგან, სადაც იქნება ყველა და ერთობა. შეიძლება მე რაღაცა სიტყვებს არ ვემხრობოდე, რადგან არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას არანაირი საბაბი იმისთვის, რომ თავისი დესტაბილიზაციის სცენარები დაატრიალოს“, - განაცხადა მან.

„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და სეტყვა“ – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი – ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ხდებოდა ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც დანაშაულებზე თვალის დახუჭვა აირჩიეს

ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და შესანარჩუნებლად, მათ შორის წამება, კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ხდებოდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც რეჟიმის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა აირჩიეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„საქართველო საბოლოოდ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის მტკივნეული წარსულის სამართლებრივი შეფასების კონსოლიდაციისკენ, რაც უკავშირდება 2003–2012 წლებში საქართველოს ავტოკრატიული მმართველობის დრამატულ ცხრა წელიწადს, რომელსაც ორკესტირებდა და ხელმძღვანელობდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ჯგუფი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) სახელითაა ცნობილი. მათი დამანგრეველი საქმიანობა 2012 წლის შემდეგაც გაგრძელდა, როდესაც მათ ოფიციალურად დაკარგეს ძალაუფლება და მეტასტაზირდნენ დღევანდელ პოლიტიკურ ბრძოლებში.ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და შესანარჩუნებლად, მათ შორის წამება, კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ხდებოდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც რეჟიმის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა აირჩიეს. საკმარისია ითქვას, რომ ევროპის სახალხო პარტია (EPP) დღესაც არა მხოლოდ დიქტატორ სააკაშვილს აღიარებს გმირად, არამედ ენმ-ც თავის პოლიტიკურ ოჯახის წევრ პარტიად ჰყავს“, – წერს პაპუაშვილი.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ სააკაშვილი წახალისებული იყო სწორედ ამ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ცდილობენ მისი კანონიერი პატიმრობიდან დახსნას, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთში ზოგიერთისთვის ადამიანის უფლებებსა და სამართლის უზენაესობაზე საუბარი მხოლოდ საბაბია პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად და ამ ღირებულებებს მათთვის დამოუკიდებელი მნიშვნელობა თითქმის არ გააჩნია.„უკრაინის მოქმედი ხელისუფლება სააკაშვილის დიქტატურის არქიტექტორებს მნიშვნელოვან პოზიციებზე ტოვებს – ზურაბ ადეიშვილი გენერალური პროკურატურაშია, გია ლორთქიფანიძე – კონტრდაზვერვის სამსახურში, ეკა ტყეშელაშვილი და ლევან დუჩიძე – წამყვან დონორ ორგანიზაციებში. რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა – ნონა წოწორია – დღესაც მოლდოვაში მოსამართლეთა „ვეტინგის“ პროცესში მონაწილეობს. მხოლოდ ეს უკანასკნელი ფაქტიც საკმარისია იმის გასაგებად, რომ  „ვეტინგის“ სისტემის მიზანია არა ჭეშმარიტად თავისუფალი სასამართლო სისტემის შექმნა, არამედ სააკაშვილის მორჩილი მართლმსაჯულების მსგავსი კონსტრუქციის ჩამოყალიბება“, – აცხადებს პაპუაშვილი.როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა მხოლოდ სამაგიდო კვლევა არ ყოფილა; ჩატარდა 44 საჯარო მოსმენა, ჩვენება მისცა 139-მა მოწმემ და კომისიას წარედგინა 778 განცხადება.„საჯარო მოსმენებზე სრულიად ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ტრაგიკული ისტორიები მკვლელობებზე, წამებაზე, ბიზნესის რეკეტზე, რომელიც დასავლეთის ჩუმი თანხმობით მიმდინარეობდა.სხვა საკითხია 2012 წლის შემდგომი პერიოდი, როდესაც სააკაშვილის ხელმძღვანელობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მუდმივ მცდელობას მიმართავდა, რამაც ენმ ქართულ პოლიტიკაში ექსტრემისტულ სუბიექტად აქცია.ქვემოთ მოცემული დადგენილება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული თავის დახურვისა და კონსოლიდირებულ დემოკრატიაში გადასვლისკენ, რასაც ხალხის რეალური მხარდაჭერა აქვს, ეროვნული ინტერესების, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე“, – წერს პაპუაშვილი.

ეუთო/ოდირ-ი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის განცხადებაში.„არჩევნებზე გამჭვირვალე და სანდო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ხელს უშლის შინაარსიან დაკვირვებას და ODIHR-ს არ ექნება არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განთავსების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ოდირ-ის დირექტორმა, მარია თელალიანმა.ორგანიზაციის განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტებში ოდირ-მა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების სანდო და ყოვლისმომცველი დაკვირვება.  მათივე ცნობით, წარსულში, ოდირ-მა საქართველოდან დროულად მიიღო მოწვევები 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, რამაც ორგანიზაციას საშუალება მისცა, არჩევნებისთვის ეფექტურად მომზადებულიყო.„როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ოდირ-ი არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომელსაც არ აკვირდება, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს თავისი მანდატით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობაში, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაში“, – ნათქვამია განცხადებაში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის წერილით მიმართვის შესახებ განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.

ბოლო სიახლეები