სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

მარიამ ქვრივიშვილი: გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგიის შემუშავების პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება

„რა თქმა უნდა, ქვეყანას სჭირდება ავიაციის დარგის განვითარების კონკრეტული ხედვა და გეგმა. მე არ ვიტყოდი, რომ ის არ არის, რა თქმა უნდა, ადგილზეა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დოკუმენტი, რომელიც იქნება გაცხადებული როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგიის შემუშავების პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა იქნება უმნიშვნელოვანესი. როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის პროცესი, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს კერძო სექტორის ხედვები და საბოლოო ჯამში, მიღწეულ იქნას, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდეს, რადგან ეს საერთო ინტერესებია. „არ წარმომიდგენია, სახელმწიფომ შეიმუშაოს ნებისმიერი ინდუსტრიის გრძელვადიანი, ან თუნდაც მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის შემუშავების ნაწილი არ იყოს კერძო სექტორი“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის გრძელვადიანი საავიაციო სტრატეგია არის ერთგვარი გარანტია ამ ინდუსტრიაში პოტენციური ინვესტორებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რადგან ეს არის მკაფიო და ნათელი გზა, თუ რისკენ ისწრაფვის ქვეყანა კონკრეტული ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

„ჩვენ დიდი მზაობა გვაქვს, რომ მოხდეს საავიაციო პოლიტიკის, გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ამ პროცესში დიდია კერძო სექტორის როლი. მათ შორის ჩვენ შიგნით გვაქვს მსჯელობა, რომ ამ პროექტის ფარგლებში ცალკე ასევე შემუშავდეს აეროპორტების განვითარების გრძელვადიანი ხედვა და ჩვენ უკვე გვაქვს საუბრები სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათი დახმარებით ამ პროექტზე მუშაობა სწრაფად დავიწყოთ. ავიაციაზე საუბრისას უნდა გვესმოდეს, რომ ავიაცია არცერთი, მათ შორის არც ჩვენი ქვეყნისთვის არ არის ცალკე მდგომი სექტორი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ, რომ უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც მოემსახურება გრძელვადიან გეგმას და აღსრულება მოხდება სტრატეგიის ფარგლებში, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაზე და რა თქმა უნდა, თავად ტრანსპორტის სექტორზე. და ეს იქნება პირდაპირ გადმოთარგმნილი იმ შემოსავლებში, რასაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე მიიღებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ სექტორების განვითარების ახალ იდეებში იგულისხმება ასევე სტრუქტურული ცვლილებები, თავად უწყებების გაძლიერება. „იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ უფრო მეტად ქმედითუნარიანი და ჩვენი შედეგები იყოს დათვლადი, ხელშესახები და რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან კოორდინირებული“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეგვიპტეში 4 400 წლის მზის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, აბუსირის ნეკროპოლისში მზის ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 4 400 წელია. არქეოლოგებმა იპოვეს ტაძრის შესასვლელი, იატაკი, სვეტები და რელიგიური დღესასწაულების კალენდარი.სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტაძარი ფარაონ ნიუსერას მმართველობის დროს აშენდა, რომელიც ტახტს ძველი წელთაღრიცხვით 2420-2389 წლებში იკავებდა. მათივე შეფასებით, ტაძრის ფართობი 1000 კვადრატულ მეტრს აღემატებოდა.წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც ტაძარი სამეფო კულტის ადგილად აღარ გამოიყენებოდა, ის პატარა დასახლებად გადაკეთდა. ამის წყალობით, მეცნიერები შეძლებენ შეისწავლონ მემფისის რეგიონის ყოველდღიური ცხოვრება იმ პერიოდში, რომელიც ხშირად ცუდად დოკუმენტირებულად ითვლება.

ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად

საკანონმდებლო ცვლილებით, პირი ერთჯერადად გათავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, რომელსაც აღნიშნული სამართალდარევა 2025 წლის 10 დეკემბრამდე აქვს ჩადენილი .კერძოდ, უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობას აძლევს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღიდგინოს.შესაბამისი ცვლილებები ბიუროს გუშინდელ სხდომაზე წარედგინა.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 116-ე ან/და 123-ე მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა იგი მაინც მიიჩნევა სახდელდადებულად.პროექტში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გასათავისუფლებლად პირს არ მოეთხოვება შესაბამისი ორგანოსთვის ან თანამდებობის პირისთვის მიმართვა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება აღსრულდეს 2026 წლის პირველ თებერვლამდე.პროექტით განსაზღვრულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნებას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან − გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე პირს აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.გარდამავალი დებულებით ასევე განისაზღვრება, რომ ის პირი, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან/და 1152 მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას გულისხმობს.ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, პირი მიმართავს მომსახურების სააგენტოს შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენის მიზნით. ამ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა დასაშვები იქნება, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის წარდგენის საფუძველზე, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.გარდა ამისა, გარდამავალი დებულებით განისაზღვრება, რომ იმ პირს, რომელსაც 2025 წლის 10 დეკემბრამდე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, 2026 წლის პირველი იანვრიდან აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მართვის მოწმობას ხელახლა მიენიჭება 100 ქულა.მართვის უფლების აღდგენისა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭებისთვის პირს არ მოეთხოვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოსთვის ან/და თანამდებობის პირისთვის მიმართვა.კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე შესაბამისმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა 2026 წლის პირველი იანვრისთვის უნდა უზრუნველყოს მართვის უფლების აღდგენა და მართვის მოწმობაზე 100 ქულის მინიჭება.კანონპროექტში მოყვანილია სტატისტიკაც, თუ რამდენ ადამიანს აქვს შეჩერებული მართვის უფლება.„არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დღეის მდგომარეობით შეჩერებულია სულ 35 445 მართვის მოწმობა, მათ შორის: ალკოჰოლური თრობის საფუძვლით – 18 310; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის — 1 134; ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის – 3 504; ქულების ამოწურვისთვის – 781; სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით — 327; სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო — 11 389“, – ნათქვამია პროექტში.

ცვლილება შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურებში

ცვლილება შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურებში„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და  მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის ახალი საფასურების დადგენას. ამასთან,  გარკვეულ სერვისებზე საფასური შემოღებულ იქნა იმ შემთხვევაში, როდესაც პირი შესაბამისი მომსახურების გაწევის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენს მომსახურების გაწევის ადგილზე ვიზიტით.წარმოდგენილი ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილი ემსახურება შემოსავლების სამსახურში განცხადებების ელექტრონული ფორმით წარდგენისა და დისტანციური სერვისებით სარგებლობის წახალისებას. სერვისების ელექტრონული ფორმით გამოყენება საშუალებას აძლევს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მქონე პირს, მაქსიმალურად მარტივად და მოქნილად ისარგებლოს სასურველი სერვისით. აღსანიშნავია, რომ  განცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად  ნებისმიერ დროს.  შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისთვის აღნიშნული ცვლილებით დადგენილი საფასურები ამოქმედდება მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან. სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ბოლო სიახლეები