შაბათი, მარტი 7, 2026

მარიამ ქვრივიშვილი – აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განვიხილეთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.

ქვრივიშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, ასევე ქვეყნის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკაზე ეკონომიკური განვითარების კუთხით, ამავდროულად, პრეზიდენტს გავაცანით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარების სამთავრობო პოლიტიკა, მათ შორის, უმთავრესად, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი მსხვილი და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის კიდევ მეტად გაძლიერებას სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი და ასე შემდეგ.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ასევე ისაუბრეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრებთან, სადაც მხარეებმა სიღრმისეულად განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

„ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანთან სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის გაძლიერებას და, რა თქმა უნდა, საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს 8-10 მარტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს 8-10 მარტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა.ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ცნობით, დელეგაციას ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონს სამპიეტრო უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია); პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო); დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე კრისტინ ბლოუერი (დიდი ბრიტანეთი) და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ და გაცვალონ მოსაზრებები ქართველ თანამოსაუბრეებთან ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებსა და დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.„პარლამენტარები შეხვდებიან პოლიტიკური აქტორების ფართო სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი თანამშრომლობა საქართველოსთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირანის ელჩი საქართველოში ისრაელის საელჩოს პასუხობს: ნეთანიაჰუ წლების განმავლობაში გაიძახოდა, ირანელი ხალხის მეგობარი ვარო, მაგრამ ირანზე ორჯერ განახორციელა თავდასხმა-ირანელებმა ებრაელები ტყვეობიდან იხსნეს, თორა ხელახლა...

,,ნეთანიაჰუ წლების განმავლობაში გაიძახოდა, რომ ისრაელი ირანელი ხალხის მეგობარია, თუმცა მან ორჯერ პირდაპირი თავდასხმა განახორციელა ირანზე, აშშ-სა და სხვა მოკავშირეების მხარდაჭერით. დღეს ასევე ამბობენ, რომ ქართველი ხალხის მეგობრები არიან. მართლა?! სწორედ ირანელებმა იხსნეს ებრაელები ტყვეობისაგან. გთხოვთ, თორა ხელახლა გადაიკითხოთ''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოიკითხებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოში მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გუბაზ სანიკიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი კანდელაკი.ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს.„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი დაიბარა, რომლებიც საკუთარი სურვილით სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან“, – განმარტეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.სუს-ში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და, მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.როგორც სუს-ში აღნიშნეს, უწყება სწავლობს განცხადებების შინაარსს და დაწყებულია გამოძიება.„ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, ასევე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ, გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ“, – აცხადებენ სუს-ში.

გიორგი ვაშაძე – გვსურს, ხელი გავუწოდოთ აბსოლუტურად ყველა ადამიანს და ქვეყანაში მოქმედ ბოროტების მანქანას ერთიანი ძალებით, სიკეთით დავუპირისპირდეთ

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანხმობა შედგეს იმ ადამიანებთან, რომლებიც წელიწადზე მეტია, უწყვეტად იდგნენ და მონაწილეობას იღებდნენ პროტესტში, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრამდე განაცხადა.მისივე თქმით, ქვეყანაში მოქმედ ბოროტების მანქანა სიკეთის ძალით უნდა დამარცხდეს.„ამ ხალხთან ბევრი საერთო გვაქვს, ვიცავთ ჩვენ ქვეყანას, გვინდა, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში უსამართლობა და აღდგეს სამართლიანობა. გვსურს, ხელი გავუწოდოთ აბსოლუტურად ყველა ადამიანს და იმ ბოროტების მანქანას, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს, ერთიანი ძალებით დავუპირისპირდეთ. დავუპირისპირდეთ არა ბოროტებით, არამედ სიკეთით, რადგან ბოროტებას მხოლოდ სიკეთე ამარცხებს და ეს არის ჩვენი შინაგანი განწყობა. დღეს, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯია ამ ტიპის შეხვედრის, მოვისმენთ მოსაზრებებს, მოვისმენთ მათ პოზიციებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, თანხმობა შედგეს იმ ადამიანებთან, ვინც დღეს ამ შეხვედრაზე არიან; იმ ადამიანებთან, ვინც წელიწადზე მეტია, უწყვეტად იდგნენ და მონაწილეობას იღებდნენ იმ პროტესტში, რომლის საბოლოო მიზანიც არის ერთიანი, ძლიერი, ევროკავშირის წევრი საქართველო“, – განაცხადა ვაშაძემ.

როდესაც ქვეყანაში რუსეთუმეობის თემამ ვერ იმუშავა, რადიკალები ირანიზაციაზე გადაერთვნენ – დიმიტრი ხუნდაძე

რადიკალური ოპოზიციის განცხადებებსა და პოლიტიკურ შეფასებებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს წარმოადგენს. „ეს არის მუდმივად უბედურების მაძიებელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება - ამ უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური სარგებელი ნახონ,“ — აღნიშნა დეპუტატმა და განმარტა, რომ ოპოზიციის ნაწილი ცდილობს სხვადასხვა ბრალდებების გავრცელებას, რათა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ზიანი მიაყენოს.„ეს არის მუდმივად უბედურების მაძიებელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება — ამ უბედურებაზე საკუთარი პოლიტიკური სარგებელი ნახონ. ამისთვის მზად არიან ქვეყანა ომისთვისაც კი გასწირონ. გიორგი კანდელაკი იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელიც ღიად აჟღერებდა, რომ ომი სურდა. დიახ, მათ ომი სურთ და სწორედ ამიტომ ხაზავენ სხვადასხვა „სამიზნეებს“ — თითქოს საქართველოში ტერორისტული სკოლები ფუნქციონირებს, თითქოს ბაქო–ჯეიჰანის მილსადენი სარგებლიანი იქნება თუ დაიბომბება და თითქოს ქვეყანაში ირანიზაციის პროცესი მიმდინარეობს. როდესაც რუსეთუმეობის თემამ ქვეყანაში ვერ იმუშავა, ახლა ირანიზაციაზე გადაერთვნენ. ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ეს არის პირდაპირი მტრობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ,"—განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ბოლო სიახლეები