სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025

მარიამ ქვრივიშვილი – 2024 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა

2024 წლის პირველ ნახევარში, იანვარ-ივნისის მდგომარეობით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა და 1,898.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ორი კვარტლის ჭრილში ისტორიული მაქსიმუმია და 2019 წლის შესაბამის დონეს 30.4%-ით აჭარბებს.

„ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია კვლავ აგრძელებს, იყოს დივერსიფიცირებული. შემოსავლების ზრდაში ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი. ჩვენს ქვეყანაში იზრდება ავიაკომპანიების რაოდენობა და ფრენის სიხშირეები. ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ მარკეტინგული კამპანიების წარმოებას, რაც ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზებას საერთაშორისო არეალზე. ასევე, იზრდება ტურისტული ნაკადები. ამდენად, ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი მიმდინარე წელთან დაკავშირებით –  დარწმუნებულები ვართ, რომ წლის ბოლოს საქართველოს ტურიზმის სექტორი ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე, ტურიზმის სექტორის მდგრადობასა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მცირე და საშუალო მეწარმეების კეთილდღეობაზე.

2024 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (გაიზარდა 30.7 მლნ აშშ დოლარით და 246.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ისრაელიდან (გაიზარდა 27.2 მლნ აშშ დოლარით, 175.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), თურქეთიდან (გაიზარდა 23.1 მლნ აშშ დოლარით, 287 მლნ აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 17.6 მლნ აშშ დოლარით, 78.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 10.5 მლნ აშშ დოლარით, 32.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა)“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა გიბრალტარი სტუმრად დაამარხა

ევოპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. მან გიბრალტარში 1:0 მოიგო.გოლი 53-ე წუთზე დოლტმურზიევმა გაიტანა.მატჩის ბოლოს მსაჯმა ფეხბურთელებს ხუთი წითელი ბარათი უჩვენა: საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გააძევეს დოლტმურზიევი, ძნელაძე და ხუციშვილი, გიბრალტარიდან – ჩარვეტო და გარო.

მარტა ბარამიძე სიცოცხლისთვის იბრძვის – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ფოტოგრაფი, გიორგი ცაავა სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს. „ჩემო მეგობრებო, ჩვენი დახმარება სჭირდება ძალიან კარგ, კეთილ და შრომისმოყვარე ადამიანს, მარტა ბარამიძეს.ის იბრძვის სიცოცხლისთვის და იმსახურებს იცოცხლოს. ვისაც რა საშუალება გაქვთ, გეხვეწებით, 1 ლარიც მნიშვნელოვანია! მადლობა წინასწარ და ბოდიში, რომ შეგაწუხეთ.საქართველოს ბანკი: #GE88BG0000000184031700 თიბისი ბანკი: #GE08TB7102445061100081ამ პოსტის გაზიარებაც ძალიან დაგვეხმარება“ - წერს ფოტოგრაფი გიორგი ცაავა სოციალურ ქსელში.

თბილისი-გორის მაგისტრალზე მიკროავტობუსი იწვის

თბილისი - გორის მაგისტრალზე მიკროავტობუსი იწვის.როგორც „პრაიმტიამს“ აცნობეს, მომხდარის შესახებ არავინ დაშავებულა.„ტიფლისნიუსი“ დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს - არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა.„შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:„სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის და რძის ნაწარმის კონტროლს პირველადი წარმოებიდან რეალიზაციამდე. მოწმდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი). სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად იღებენ რძის და რძის ნაწარმის ნიმუშებს. რძის შემკრებ პუნქტებსა და გადამმუშავებელი საწარმოებში ლაბორატორიულად მოწმდება ნედლი რძე, რომლისაგანაც მზადდება სხვადასხვა დასახელების რძის ნაწარმი. შემოწმების და კვლევების შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში ავრცელებს.აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა, ბრუცელოზი, ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენები (ანტიბიოტიკები), აფლატოქსინი, ტყვია და სხვა.ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია არარეგისტრირებული წარმოებების გამოვლენა და კანონმდებლობის ფარგლებში მოქცევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან 20-მდე მეწარმემ სააგენტოს მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა.სააგენტო რეგულარულად მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ჩართულობა. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე-15-01.“

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, დღეს, ორი მიწისძვრა მოხდა. ერთ-ერთის ეპიცენტრი გურია, სოფელი ვანისქედია. ბიძგების სიმძლავრემ 2,0 მაგნიტუდა შეადგინა.მანამდე, ასევე, 2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ქვემო ქართლში, ეპიცენტრი სოფელი სამებაა.

ბოლო სიახლეები