შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი სოციალურ ქსელ X-ზე ეუთო-ს თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის პოსტს აზიარებს.
მარია სტენერგარდი იზიარებს ელინა ვალტონენის პოზიციას, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
„მნიშვნელოვანი შეხსენება ჩემი კოლეგა ელინა ვალტონენისგან. საქართველომ, როგორც ეუთო-ს წევრმა სახელმწიფომ, აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მისმა მოსახლეობამ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა შეძლოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ღია დებატებისა და თავისუფალი პრესის გზით. შვედეთი საქართველოს ხელისუფლებას ამ ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.