აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართლაც ცდილობს ქვეყნის გადარჩენას ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, თუმცა მისი ზოგიერთი მეთოდი მისაღებია, ზოგი კი – არა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის გადარჩენის დღის წესრიგით მოვიდა ხელისუფლებაში და აშშ-ის ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქვეყანას ნამდვილად სჭირდებოდა გადარჩენა.
„მის მიერ გამოყენებული მეთოდები განსხვავებულია. ზოგი ჩვენთვის გასაგებია, მისაღებიც კი. ზოგი არა და ეს ფაქტია, მაგრამ ის თავისი ქვეყნის გადასარჩენად მუშაობს – ამას აცხადებს. გადაარჩენს ისე, როგორც ესმის და იცის, მათ შორის ისე, როგორც მისი ამომრჩევლები აძლევენ მას უფლებამოსილებას. ეს ნამდვილად ასეა, ეს სიმართლეა“, – განაცხადა ზახაროვამ.

