პარასკევი, მარტი 28, 2025

მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა ჩვენს წინაშე დღეს გამოცხადებაზე, შესაბამისად, უკვე ვიმსჯელეთ და მისი არგამოცხადების შესახებ საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში – თეა წულუკიანი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. ბადრი ჯაფარიძეს კი კომისია სთავაზობს, პარლამენტში 16-საათამდე მივიდეს და შეკითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა გააკეთა.

კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი, სისხლის სამართლის დანაშაულია.

საგამოძიებო კომისიამ, დღეს, ნავთობკომპანია “მაგნატის” ჩამორთმევის საქმე განიხილა.

მოუსმინეს დაზარალებულ ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს და მის ადვოკატს, რომლებმაც ბიზნესის წართმევის სქემაზე ისაუბრეს და დაასახელეს კონკრეტული გვარები, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.

“ბატონმა მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა ჩვენს წინაშე დღეს გამოცხადებაზე. ამას მან “ფეისბუკ” პოსტიც მიუძღვნა. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ და მისი არგამოცხადების შესახებ საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ყველა, კომისიის წინაშე არგამოცხადება, კომისიის რომელიმე სხვა მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამისთვის გათვალისწინებულია ისეთი სასჯელი, როგორიც არის 1 წლამდე პატიმრობაც კი, მხოლოდ იმის გამო, რომ უარს იტყვის კომისიის სხდომაზე მოსვლაზე.

ბატონი ბადრი ჯაფარიძისთვის შეთავაზებაა, რომ 16:00 საათამდე დღეს გამოცხადდეს და მოგცეს განმარტება შპს “მაგნატის” საქმეზე. მით უფრო, რომ ბატონი ბადრი ჯაფარიძე ყოფილა ის ადამიანი, ვისაც მას შემდეგ, რაც ჯემალ ლეონიძემ დატოვა საპატიმრო და უკვე განიავებული დახვდა თავისი მრავალმილიონიანი ქონება, უთქვამს, რომ კეზერაშვილი თურმე არის ღმერთი, რომელმაც “თიბისი” ბანკი გადაარჩინა, რადგან სხვადასხვა ქონებები სწორედ “თიბისისგან” შეიძინა. ეს ქონება ყოველთვის იყო ხოლმე კერძო პირისგან წამოღებული და უდანაშაულო ადამიანისთვის წართმეული. ასეთ პირობებში, აუცილებელია, რომ ბატონი ბადრი ჯაფარიძე მობრძანდეს და გასცეს კითხვებს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკვე სხვა გზა გვექნება სამწუხაროდ და იძულებულები ვიქნებით, რომ სხდომის დასასრულს მისი საქმეც, ხაზარაძის საქმის მსგავსად გადავაგზავნოთ პროკურატურაში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ვანო ბეჟაშვილი – ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს. ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და ვამაყობ იმით, რომ...

„სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, სადაც მაცვია სამსახურებრივი ფორმა, ფოტოსურათს დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს და რომ ეს განპირობებულია ჩემი უკმაყოფილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შინაარსის ტექსტი მე არ მეკუთვნის და ის ჩემ ფოტოსურათზე მიზანმიმართულად არის განთავსებული“- წერს სოციალურ ქსელში ვანო ბეჟაშვილი.როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, ის განაგრძობს მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში. ამასთან, მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.„სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩემი ფოტოსურათი, სადაც მაცვია სამსახურებრივი ფორმა, ფოტოსურათს დართული აქვს ტექსტი, რომ თითქოს ვტოვებ საპატრულო პოლიციის რიგებს და რომ ეს განპირობებულია ჩემი უკმაყოფილებით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული შინაარსის ტექსტი მე არ მეკუთვნის და ის, ჩემ ფოტოსურათზე მიზანმიმართულად არის განთავსებული. ვაცხადებ, რომ განვაგრძობ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში და ვამაყობ იმით, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანასა და ხალხს. ასევე ვთხოვ, სხვადასხვა მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.“- წერს ვანო ბეჟაშვილი. 

შალვა პაპუაშვილი – აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია, საზოგადოება თვალყურს ადევნებს ჩვენებებს, ვნახეთ, რამდენად მოღალატეობრივი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები

აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია, საზოგადოება თვალყურს ადევნებს ჩვენებებს. საერთო ჯამში, ვნახეთ, რამდენად მოღალატეობრივი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია, შესწავლილი და შეფასებული იქნეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის განგრძობითი დანაშაული“.„რამდენიმე დღეა, აქტიურად მუშაობს საგამოძიებო კომისია. ჩვენი საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს ჩვენებებს, რომლებსაც საგამოძიებო კომისიას აძლევენ სხვადასხვა მოქალაქე. ამ დღეებშიც რაც ვნახეთ, უკვე ჩანს ის მძიმე სურათი, რომელიც სპორადულად, ფრაგმენტულად ვიცოდით, ზოგს, შესაძლოა, მეხსიერებაშიც აღარ ჰქონდა და ამით განიახლა საკუთარი მეხსიერებაც, აღვიდგინეთ, თუ რა რეჟიმში ცხოვრობდა საქართველო 2012 წლამდე. რეჟიმში, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან, რომელსაც უგებდნენ წითელ ხალიჩებს, აცხადებდნენ დემოკრატიის შუქურად. ვხედავთ, სინამდვილეში, რა ანატომია ჰქონდა ამ რეჟიმს, რომელიც დაკავებული იყო ბიზნესის რეკეტით. მოვისმინეთ ისტორიები, როგორ იყენებდნენ როგორც პენიტენციურ დაწესებულებას, ისე საბანკო სისტემას, რათა ეიძულებინათ ბიზნესმენები, დაეთმოთ საკუთარი ბიზნესები სხვათა სასარგებლოდ. ასევე ამ დღეებში ვისმენთ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, თუ როგორი ქაოსური იყო მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებები. ვნახეთ პოლიტიკის ჩარევა სამხედრო გადაწყვეტილებებში, საერთო ჯამში, ვნახეთ, რამდენად მოღალატეობრივი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მაშინდელი მოქმედებები.მოვისმინეთ ისტორიები, რაც მანამდეც გვსმენია, რამდენად უყურებდნენ ისინი ომს, როგორც პიარს და არა როგორც ველს, როდესაც მნიშვნელოვანია სწორი სამხედრო გადაწყვეტილებების მიღება. მოვისმინეთ კოდორთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, უბრძოლველად მიატოვეს ხეობა, რომლის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფაქტობრივ და სამართლებრივ სივრცეში ყოფნა წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით იყო უზრუნველყოფილი. ეს ისტორიები კიდევ გაგრძელდება. ასე რომ, ამანაც გამოაჩინა, მათ შორის, იგივე ძალა შემდეგ სხვადასხვა კონფიგურაციით როგორ აგრძელებდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას. ვხედავდით, ვისმენთ ისტორიებს, მაშინ საბანკო სექტორში მყოფი ხაზარაძე როგორ არეკეტებდა ბიზნესებს, როგორ იყენებდნენ მას სწორედ რეკეტისთვის. დღეს იგივე ხალხი არის პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი ქოლგის ქვეშ. ამიტომ მნიშვნელოვანია, შესწავლილი და შეფასებული იქნეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის განგრძობითი დანაშაული მათი ხელისუფლებაში ყოფნისა და ხელისუფლებაში არყოფნის დროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გია ვოლსკი – გამოკითხულთა ჩვენებებმა დაგვანახა, რომ საქართველოს მიმართ ბოროტება იქნა ჩადენილი, დღეს კი პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები ცდილობენ, დესტაბილიზაციის პროცესი შეუქცევადი გახადონ

გამოკითხულთა ჩვენებებმა დაგვანახა, რომ საქართველოს მიმართ დიდი ბოროტება იქნა ჩადენილი, დღეს კი პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები ცდილობენ, დესტაბილიზაციის პროცესი შეუქცევადი გახადონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, საქართველო, ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით, ამ დრომდე მძიმე მემკვიდრეობით მოვიდა.„ქვეყნის 20% ოკუპირებულია და კვლავ დგას გამოწვევა, რომ მსოფლიოში დატრიალებული ცეცხლი, შეიძლება, საქართველოში შემოვიდეს. ამასთან დაკავშირებით მობილიზებულია ადამიანების რაზმი, რომლებიც თავს პოლიტიკურ სუბიექტებს უწოდებენ, ცდილობენ, ეს გასაჭირი საქართველოს თავს დააწიონ. ასეთ ვითარებაში საგამოძიებო კომისიის მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.არცერთი სიტყვა მოშორებული ფაქტებიდან არ უნდა ითქვას, გამოკითხულთა ჩვენებებმა დაგვანახა, რომ დიდი ბოროტება იქნა საქართველოს მიმართ ჩადენილი, ძალიან მძიმე მემკვიდრეობით მოვედით, ოკუპირებული ტერიტორიები მაქვს მხედველობაში. დღეს კიდე ყველა ცდილობს, პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები ცდილობენ, რომ როგორმე დესტაბილიზაციის პროცესი გახადონ შეუქცევადი. წარმოუდგენელი სურათი გამოიკვეთა, მაშინ ბერკეტები ჰქონდათ ამისი და დღეს ეს ბერკეტები არ გააჩნიათ, მაგრამ სამაგიეროდ ათეულობით მილიონი დოლარით არიან დაფინანსებულნი, რათა საქართველო კვლავ ვიღაცის სტრატეგიულ გეგმას, ამოცანას დაუქვემდებარონ. ეს არის სამწუხარო ფაქტი და ამ სამწუხარო ფაქტს უნდა უპასუხო პროფესიონალური, მაღალი დონის შეფასებით. დარწმუნებული ვარ, ეს შეფასებები იქნება დადებული ამ კომისიის მიერ“, – განაცხადა ვოლსკიმ.ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ კითხვებს პასუხობდა.

ნიკოლოზ სამხარაძე – სენატში „მეგობარი აქტი“ სხვა კანონპროექტებთან ერთად განიხილეს და ცალკე არ უყარეს კენჭი, კომიტეტზე გააძვრინეს, რადგან, ცალკე განხილვის შემთხვევაში, მიღების ალბათობა არ...

სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მეგობარი აქტი“ სხვა კანონპროექტებთან ერთად პაკეტურად განიხილეს და მას კენჭი ცალკე არ უყარეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს აქტი კომიტეტზე გააძვრინეს, რადგან ცალკე განხილვის შემთხვევაში მისი მიღების ალბათობა არ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.სამხარაძის თქმით, „მეგობარი აქტი“ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, გაუმჯობესების თვალსაზრისით, არ დაეხმარება.„ეს ჯერ კანონპროექტია. მსგავსი უამრავი კანონპროექტი გვინახავს. ვიდრე ის კანონის სახეს არ მიიღებს, მანამდე ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. რაც შეეხება ინიციატივას, ეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს არ დაეხმარება, არ იმუშავებს და არ იქნება კარგი იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.ნიკოლოზ სამხარაძე „მეგობარი აქტის“ თაობაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც მათ აღნიშნეს, რომ კომიტეტის მიერ აქტის მხარდაჭერით „ქართული ოცნება“ საერთაშორისო არენაზე პოლიტიკურად უკვე აიკრძალა.„რაც პოლიტიკაში მოვედი, ოპოზიცია საუბრობს, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო არენაზე გაუქმებულია. ამას უკვე რვა წელია, ვისმენთ. არ მგონია, ოპოზიციის განცხადებებს ვინმე სერიოზულად მოეკიდოს. ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკაზე სერიოზული გეგმები აქვს და ქვეყნის ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რას იტყვის ოპოზიცია“, – განაცხადა სამხარაძემ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ელენე ხოშტარია დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა პოლიტიკოსი ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.პარლამენტთან აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებელად შეკრიბნენ.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ბოლო სიახლეები