მაინც ვიმედოვნებდი, რომ ბანერთან დაკავშირებულ გაუგებრობას ახსნა-განმარტებას მოუძებნიდით ან ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც მამუკა ხაზარაძე წერს, რწმუნდება, რომ შეგნებული თავდასხმა იყო, თუ ასე არაა, „გვითხარით, რომ ვცდები და ახსენით“.
ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული დღევანდელი ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია, აწარმოებს ჩემი და „ლელოს“ წინააღმდეგ. მაინც ვიმედოვნებდი, რომ ამ გაუგებრობას ახსნა-განმარტებას მოუძებნიდით ან ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით. ახლა ვრწმუნდები, რომ შეგნებულად დაგვესხით თავს. თუ ასე არაა, გვითხარით, რომ ვცდები და ახსენით!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, „გახარია news საქრთველოსთვის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ბანერი, სადაც ეწერა: „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“.