სამშაბათი, ნოემბერი 5, 2024

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მტკიცებულებებს არა პროკურატურას, არამედ მაგისტრატ მოსამართლეს წარუდგენს

პროკურატურაში არ მივალ, ეს დაკითხვა მოხდება მაგისტრანტ მოსამართლესთან, წარვადგენ იმ მტკიცებულებებს, რომლებითაც დასტურდება მასიური გაყალბება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს პროკურატურის მეშვეობით ადამიანებში შიშის დანერგვას.

„არჩევნები სასტიკად იქნა მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის რუსული სპეცოპერაციით. ახლა უნდათ, საბჭოთა პროკურატურის მეშვეობით თითქოს რაღაც შიში დანერგონ ადამიანებში. მინდა, მათ პირდაპირ განვუცხადო, არჩევნები, რომელიც იქნა მიტაცებული და რომელშიც სამართალდამცავი ორგანოებიც იყვნენ ჩარეულები, არამარტო ადამიანები, ზოგს კაპიტანი ეწოდება და ზოგს რაღაც სხვა სახელი, ყველა ამ ადამიანს მოეთხოვება კანონით ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა. ეს დრო დადგება აუცილებლად.

რაც შეეხება დღევანდელ ზარს, რომელიც მივიღე პროკურატურაში დაბარებაზე მოწმის სახით, ბუნებრივია, მე პროკურატურაში არ მივალ, ეს დაკითხვა მოხდება მაგისტრანტ მოსამართლესთან და წარვადგენ იმ მტკიცებულებებს, რომლებითაც დასტურდება მასიური გაყალბება ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ, მოვუწოდებ ყველას, რომ ყველა ტრიბუნა გამოვიყენოთ ეს იქნება ქუჩა, აქცია, იქნება დიპლომატებთან შეხვედრა, დოკუმენტაციის შეგროვება, გმირი მოსამართლეების გამოჩენა და მათი მხარდაჭერა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს მახინჯი სისტემა, ეს რუსული ხელისუფლება დავამარცხოთ საქართველოში“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამარ ჩერგოლეიშვილი: გვარამია მიშას ემალება? ეაფერისტება რისხვის ასარიდებლად, რომ თვითონ ბარიკადების აგება უნდა და არ ემორჩილებიან?

ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გვარამია მიშას ემალება? ეაფერისტება რისხვის ასარიდებლად, რომ თვითონ ბარიკადების აგება უნდა და არ ემორჩილებიან?“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ანრი ოხანაშვილი: ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა, როცა ყველას არწმუნებდნენ, რომ ფარულობა აბსოლუტურად დაცულია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში ცესკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს აზიარებს, რომელიც აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა, მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია. „ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა. მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია. ბევრს გახსოვთ, დღენიადაგ მათგან გვესმოდა, რომ ვერავინ გაიგებს, თუ ვინ ვის მისცა ხმა. მსგავსი ჟანრის აბსურდი ხომ გახსოვთ, მსჯავრდადებულმა სააკაშვილმა მინიმუმ ორი ქვეყნის საზღვარი უკანონოდ კი არ გადმოკვეთა, არამედ თავის დადგენილ საზღვრებში შემოვიდაო. ამიტომ, “კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს”! იხილეთ ცესკოს მიერ გავრცელებული ვიდეო“, - წერს ანრი ოხანაშვილი.

გიორგი კახიანი – არჩევნებში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არცერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო

ხმის ფარულობა საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, თუმცა არჩევნებში ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არცერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო. ამის თაობაზე არჩევნების დღეს არცერთი საჩივარი არ დაწერილა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ოპოზიცია დარწმუნდა, რომ მათ არჩევნები წააგეს, ბიულეტენების გადათვლის დროს აღმოაჩინეს, თითქოს, ბიულეტენის მეორე მხარეს ფლომასტერი გამოჟონილი იყო და ხმის ფარულობის დარღვევაზე საუბარი სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს. „ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა. ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, ამ მომენტში მას არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს. მე არცერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ არ მსმენია. მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა იყო და როგორც გაირკვა, იქაც ამომრჩეველს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აკვირდებოდა. არჩევნები არ არსებობს, სადაც ხარვეზი არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ასეთ ხარვეზებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. პირველ რიგში, მოსამართლეს ერთი ფაქტი მაინც უნდა დაედგინა, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაში იმყოფებოდა და რომელიმე პარტიას ხმას აძლევდა, მის გადაწყვეტილებას ვინმე აკვირდებოდა. მოსამართლეს ასეთი ფაქტების თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია. ვნახოთ, ხმის ფარულობის თაობაზე როგორ მტკიცებულებას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო. მოსამართლის ოჯახის წევრი აქტიური ოპოზიციონერია. დასაფიქრებელია და შესაბამისს მიკვლევას საჭიროებს, თუ დადასტურდა, რომ ალეკო ელისაშვილმა წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. მძიმე დარღვევაა, თუ ვინმემ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე“, – განაცხადა კახიანმა.კახიკახკაკ

პაატა კვიჟინაძე: მოვუწოდებ ოპოზიციას, ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის აღიაროს დამარცხება და მოემზადოს შემდეგი არჩევნებისთვის, ჩვენ ყველა შემთხვევაში მივყვებით კანონმდებლობას

მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი  არჩევნების ჩატარებისთვის. ერთი და იგივე მეორდება, ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ თავიანთი შეცდომების გამოსწორებაზე იმუშაონ გაყალბებას გაჰყვირიან. - წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის დელეგატი, პაატა კვიჟინაძე, სოციალურ ქსელში. მისი გამცხადებით, ხალხის ნების გარეშე, შეუძლებელია არჩევნებში გამარჯვება. კვიჟინაძე აღნიშნავა იმასაც, რომ არჩევმებამდე ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, აქებდა ელექტრონულ არჩევნებს, ერთ დღეში კი მათ პოზიცია შეცვალეს და ამბობენ, რომ ყველა  არჩევნები ყალბია თუ ისინი არ გაიმარჯვებენ. “მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს, განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი  არჩევნების ჩატარებისთვის. ერთი და იგივე მეორდება, ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ თავიანთი შეცდომების გამოსწორებაზე იმუშაონ გაყალბებას გაჰყვირიან. თუ ხალხის ნება არ არის, შეუძლებელია არჩევნებში გამარჯვება, ასე იყო ყოველთვის, როდესაც კომუნისტები დამარცხდნენ ეროვნულ მოძრაობასთან. (მე მაშინ შტაბის უფროსი ვიყავი საჩხერეში). იგივე იყო შევარდნაძე და იგივე იყო სააკაშვილი. მიუხედავად წარმოუდგენელი დაშინების, შანტაჟისა და დიდი ფულის ხარჯვისა, მაინც დამარცხდნენ. ყველას გვახსოვს 2012 წელი. როდესაც რეალური ეროვნული ოპოზიცია გამოჩნდება, ქართველების ინტერესების დამცველი „ქართული ოცნებაც“ ჩანაცვლდება. ეს ნორმალურია, რასაც ხშირად ამბობს თავად პარტიის საპატიო თავმჯდომარეც. ამ ეტაპზე ასეთი არ არსებობს. არცერთ პარტიას 10 %_ზე მეტი რეიტინგი არ აქვს. ოპოზიციასთან კამათს აზრი არ აქვს , შემიძლია ვთქვა ერთი,  კანდიდატ ქვეყნებში, უკრაინაში არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა. მოლდოვაში -ჩატარდა უამრავი დარღვევებით, მათ შორის ისეთები, რაც საქართველოში წარმოუდგენელია. მაგალითად: წამყვანი კანდიდატის ჩახსნა, ოპოზიციური მედია საშუალებების შეზღუდვა-გაუქმება, ბარიერების შექმნა დნესტრისპირეთში. სხვადასხვა მიდგომა სხვადასხვა საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით. ასევე თუ ავიღებთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანას ა.შ.შ-ს ერთი დღით ადრე მოსახლეობის მესამედზე მეტმა წინასწარ მისცა ხმა, უმეტესად ფოსტით. აღარ ვსაუბრობ სხვა მოვლენებზე. წარმოიდგინეთ რა ამბავი იქნებოდა ეს რომ ჩვენთან მომხდარიყო!. საქართველოში არჩევნების წინ ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, მათ შორის პრეზიდენტი, აქებდა ელექტრონულ არჩევნებს და ამბობდა, რომ გაყალბება შეუძლებელია (ამის კადრები ბლომად არის ინტერნეტ სივრცეში). ერთ დღეში შეიცვალნენ და რეალურად  ამბობენ, რომ ყველა  არჩევნები ყალბია თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთო, ამიტომ რაც არ უნდა გაკეთდეს ისინი არ დაეთანხმებიან, თავად თუ არ გაიმარჯვეს. ოპოზიციამ თავისი  კომისიის წევრები, დამკვირვებლები, წარმომადგენლები მაინც შეიცოდონ, მათ ხომ საუკეთესოებს არჩევდნენ და ყველა უბანზე ათეულობით იყვნენ წარმოდგენილი. გამოდის, რომ მათ ან გაყიდეს ან ვერ გაიგეს რა მოხდა. მოვუწოდებ ოპოზიციას, ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის აღიაროს დამარცხება და მოემზადოს შემდეგი არჩევნებისთვის. ჩვენ ყველა შემთხვევაში მივყვებით კანონმდებლობას. დაველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას, შემდეგ მოხდება პარლამენტის შეკრება, მთავრობის დამტკიცება და ბიუჯეტის მიღება. რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას წარმოაჩენენ თითქოს ეს კარგია, სინამდვილეში იძულებითი გზაა, როდესაც ვერ აყალიბებ მყარ უმრავლესობას, როგორ შეიძლება რამოდენიმე პარტია , რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ ეკონომიკაზე, პოლიტიკაზე და სოციალურ საკითხებზე, ერთად კარგად მუშაობდნენ. ზოგადად კოალიციური მთავრობა საზღვარგარეთიდან ადვილი სამართავია და გართულებულია გადაწყვეტილებების მიღება. მსოფლიო დონის გადაწყვეტილებებს ვინც იღებს - ამერიკის შეერთებული შტატები, კოალიციური მთავრობა არ არსებობს. კოალიცია გაამართლებდა იმ შემთხვევაში თუ დაახლოებით ერთი პოზიციის პარტიები ერთიანდებიან. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს და ვულოცავ საქართველოში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.” - წერს პაატა კვიჟინაძე.კვიჟინკვიჟინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანიამ -„ჰანიველ ცემენტი“, ვაკანსიები შესთავაზა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტები კომპანიის - „ჰანიველ ცემენტი“ (ჰაიდელბერგცემენტი) ცემენტის ქარხნის მენეჯერს გიორგი გურასპაშვილს, კომპანიის რეკრუტინგისა და ტალანტების მოზიდვის მენეჯერს ჩარიტა ჩავლეიშვილი და ხარისხისა და კვლევა-განვითარების მენეჯერს თეონა რობაქიძეს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის - „ჰანიველ ცემენტი“, წარმომადგენლებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიანთი ორგანიზაციების სპეციფიკის, პრიორიტეტული ბიზნესმიმართულებების, ძირითადი ტექნიკური საჭიროებების, მოკლე თუ გრძელვადიანი სტაჟირებების, სამომავლო დასაქმების პერსპეტივების, მენტორინგის სისტემის, სასწავლო მექანიზმებისა და კარიერის განვითარების შესახებ. გარდა ამისა, დეტალურად ესაუბრნენ აქტიური ვაკანსიების შესახებ და გააცნეს მათ შეთავაზებულ პოზიციებზე დასაქმების რეალური შესაძლებლობი. სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძობს დამსაქმებლებთან - საქართველოში მოქმედ სხვადასხვა პროფილის კომპანიებთან სტუდენტების ინტერაქციური შეხვედრების ციკლის ორგანიზებას, სტაჟირების, ასევე, სამომავლო დასაქმების მიზნით. „სტუდენტების დასაქმება კომპანიაში შესაძლებელი გახდება სტაჟირების გავლის შემდეგ. ის სტუდენტები, რომლებიც მაქსიმალურად გამოავლენენ თავიანთ უნარებსა და ცოდნას, წარმატებით დასაქმდებიან „ჰანიველ ცემენტში“, და მომავალშიც მიეცემათ კარიერული განვითარების შესაძლებლობა. უნივერსიტეტის მთავარი მიზანია, მუდმივად ვიყოთ კოლაბორაციაში დამსაქმებელთან, შევახვედროთ სტუდენტებს, გავუადვილოთ დასაქმების პროცესი ახალგაზრდებს, და რაც ყველაზე მთავარია, ვიყოთ ხიდი ახალგაზრდა თაობასა და დამსაქმებელს შორის, რათა სტუდენტებმა უნივერსიტეტის მხრიდან ცალსახად იგრძნონ ძლიერი მხარდაჭერა და ზრუნვა მათი კარიერული განვითარებისთვის, ხოლო დამსაქმებელმა თვალნათლივ დაინახოს, რომ უნივერსიტეტთან აქტიური კოლაბორაციის შედეგად, გაცილებით მარტივად მოიძიებს ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებს”, - აცხადებს ნატო ქათამაძე. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა თეონა რობაქიძემ აღნიშნა: „ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი დასაქმების პროგრამა თქვენთვის. ჩვენი თრეინი პროგრამის მიზანია, მოტივირებული, ყოჩაღი და მოცემული სფეროთი დაინტერესებული თქვენთაგანი მოვიზიდოთ, დავაინტერესოთ და განვავითაროთ როგორც ერთ-ერთი მიმართულების მენეჯერი“. სტუ-ის ინფორმაციით, „ჰანიველ ცემენტმა“ სტუდენტებს წარმოების მიმართულებით ცვლის უფროსის, ტექნოლოგის, ელექტრიკოსის, მექანიკოსის, ლოჯისტიკის, ქარხნის მენეჯერის თანაშემწის, საერთო ჯამში 13 ვაკანსია შესთავაზეს.

ბოლო სიახლეები