სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

მამუკა მდინარაძე -ცხელი შემოდგომა არ შედგა, ახლა ცდილობენ რომ გააცხელონ ზამთარი, დარწმუნებულები ვართ, არც ეს გამოუვათ, თვითონაც დარწმუნებულები არიან”

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ რადიკალურ ოპოზიციის დაანონსებული ცხელი შემოდგომა არ შედგა და ახლა ცდილობენ, გააცხელონ ზამთარი- ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ “რუსთავი2-ზე” გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში  განაცხადა.

მდინარაძის თქმით, 3 დეკემბერს დაგეგმილი აქციის ერთადერთი და მთავარი მოტივია, გამოიკვეთოს თუ ვინ უფრო რადიკალური იქნება პარტიაში.

“ამ აქციიდან ველოდებით თავის გამოჩენას ერთი ფლანგის მიერ – მეტი არაფერი არ არის ამ აქციის მიზანი. ხატიამ ძალიან კარგად იცის, რომ ვინ უფრო რადიკალურია და ამ ნიშნით ვინ უფრო მეტად მოაწონებს თავს თავის ამომრჩეველს აი, ამაზე  იქნება ბრძოლა. ამიტომ, შეიძლება სცადონ სიგიჟეების გაკეთება.

ფუნქცია ამ აქციას არ აქვს, გათვლილია მხოლოდ ნაცმოძრაობის იმ ამომრჩეველზე, რომელიც ითხოვს მათი მხრიდან უფრო მეტ  რადიკალიზმს. გარედან ის ე.წ. ტროიკა ხომ ჰყავთ მიშაში შემცილებლები- შიგნით ერთმანეთს ეცილებიან ვინ უფრო მეტ რადიკალურია და ამისი გამოჩენის მიზანი აქვთ აქციას. აგერ ზამთარი დგება, ცხელი შემოდგომა არ შედგა ახლა ცდილობენ, რომ გააცხელონ ზამთარი და დარწმუნებულები ვართ, რომ არც ეს გამოუვათ- თვითონაც დარწმუნებულები არიან, მაგრამ მაინც აკეთებენ,”-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

გაფრთხილება მათ, ვინც სამგზავრო ბარათით სარგებლობს – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და ამით თაღლითური სქემის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.„ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი სუხიტაშვილი-იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა… ეს “მხარეები” აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება…

,,საუბედუროდ ამ ქვეყანაში, სიკვდილით სასჯის მომხრე ბევრია (მათთვის სასურველია წამებით მოხდეს ეს), უბრალოდ ბერ ბედავენ ამის თქმას რადგან არ იციან "ვისიანი"აღასრულებს ამას...იმის გამო რომ მკვდარი არ გალანძღოთთქო ჩემზე დაიწყეს ბოღმის ნთხევა...ეს "მხარეები" აპირებენ ერთად, ამ ქვეყანაში ცხოვრებას? ძალიან მეეჭვება...''-წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს

უკრაინა მოკავშირეებთან ერთად მომდევნო ათი დღის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე იმუშავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.„რამდენიმე სწრაფი პუნქტი – როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო კვირაში ან 10 დღეში“, – განუცხადა ზელენსკიმ Axios-ს.Axios-სი ასევე წერს, რომ ზელენსკის ამ განცხადევის მიზეზია, ტრამპის მოწოდება, რომ ომი არსებულ საბრძოლო ხაზებზე შეჩერდეს.უკრაინის ლიდერმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ რუსეთზე ნაწილობრივი ზეწოლის ფარგლებში შეერთებული შტატების ადმინისტრაციას სთხოვს არა მხოლოდ „ტომაჰავკების“ რაკეტებს, არამედ „მსგავს საშუალებებს”, რომლებიც არ საჭიროებენ ხანგრძლივ სწავლებას გამოყენებისთვის.

კახა კალაძე : ,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო”

,,ძნელია სამძიმრის სიტყვები დაწერო კაცზე, რომელიც გამორჩეული მეგობარი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი და ერთგული ადამიანი იყო პირადად ჩემთვის და “ქართული ოცნების” დიდ ოჯახისთვის. ლაშა ბასლანძის სახით ქვეყანამ დაკარგა პატრიოტი კაცი, საზოგადოებამ კი სიმართლისთვის მებრძოლი, უკომპრომისო მოქალაქე. სამძიმარს ვუცხადებ ლაშას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს!''-წერს კახა კალაძე.

ბოლო სიახლეები