პარასკევი, იანვარი 3, 2025

მამუკა მდინარაძე – ჩვენ, უახლოეს პერიოდში ველოდებით არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას

ჩვენ, უახლოეს პერიოდში ველოდებით არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას საკუთარ ოჯახში, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

“იცით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყველა საერთაშოროსო ბერკეტი იქნა გამოყენებული, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო. ჩვენ უახლოეს პერიოდში ველოდებით ტატუნაშვილის გადმოსვენებას საკუთარ ოჯახში. ამაში ჩარეული იყო სახელმწიფოს ყველა შესბამისი ორგანო, საპატრიარქოც”, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება რეზოლუციებს, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ფრაქციის, ან პარტიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან გვექნება საქმე.

“აქ არის ქვეყნის ინტერესი, საერთო ინტერესი და როდესაც საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარდაცვლილ ადამიანს შეეხება, ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემას, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, ამიტომ ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელებთ და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ოპონენტების შენიშვნებიც გავითვალისწინოთ და საერთო დოკუმენტიც კი შედგეს, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები