პარასკევი, მაისი 9, 2025

მამუკა მდინარაძე: ყოფილი „ნაცები“ პრაქტიკულად არ არსებობენ

რადიკალურ ოპოზიციაში უკვე დარწმუნებით იციან, რომ ხუთიანის ფაქტორი ვერ ასცდება 20 პროცენტს და ცდილობენ, „ნაცებისგან“ გამიჯვნით მოიპოვონ ნდობა ამომრჩევლის 20 პროცენტზე, რომელიც გადაუწყვეტელ ნაწილს წარმოადგენს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ნადირობა მიდის, ეს მარტივი და მდაბიო პიარია თავად „ნაცმოძრაობისგან“, იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი „ნაცები“ პრაქტიკულად არ არსებობენ. როგორ შეიძლება, მელია, გვარამია, ხაზარაძე და ა.შ. ისე გაემიჯნონ „ნაცებს“, რომ ჩვენ, საზოგადოებამ, დანარჩენმა ადამიანებმა ჩავთვალოთ, რომ ეს დღეს „ნაცი“ აღარ არის და არ ასრულებს მათ მიზნებს.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ რადიკალური ფრთა, რომელსაც მაქსიმუმ 20 პროცენტი აქვს, ცდილობს, „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნით მოიპოვოს ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მხარდაჭერა, რომელიც ასევე 20 პროცენტს შეადგენს.

მისივე თქმით, აღნიშნული სამიზნე ჯგუფის ხმების მოსაზიდად, სხვა პარტიების მსგავსად, „ქართული ოცნებაც“ მუშაობს.

„იქიდან გამომდინარე, რომ მათ რადიკალურ ფრთას აქვს დაახლოებით 20 პროცენტამდე რეიტინგი, 17-18 პროცენტში არიან დღეის მდგომარეობით, ესეც მაქსიმუმ, დანარჩენ 20 პროცენტზე, რომელიც შუაშია და გადაუწყვეტელ ნაწილს წარმოადგენს, ამ ხმებზე მიდის ნადირობა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რადგან იქ პოტენციალი არ აქვთ და იმ 20 პროცენტს ვერაფრით ასცდებიან „ნაცები“ და ე.წ. „5-იანის ფაქტორი“ ვერ ასცდება ამ 20 პროცენტს, უკვე დარწმუნებით იციან, ცდილობენ, რომ 20 პროცენტის ზევით, მათგან გამიჯვნით მოიპოვონ ნდობა. იმ 20 პროცენტს ყველა ემუშავება, მათ შორის, გაგიმხელთ და „ქართული ოცნებაც“, ბუნებრივი ამბავია, რადგან 20 პროცენტი გადაუწყვეტელი არის ის სამიზნე ჯგუფი, რომელსაც ყველა პარტია ემუშავება, რომ დარჩნენ იმად, რაც არიან და არ ითამაშონ „არა-ნაცის“ როლი, ამ შემთხვევაში, თავის ბოლო რადიკალურ ამომრჩეველს, უკაცრავად ყველასთან, მათ ასე მოვიხსენიებ, რადგან რადიკალებს უჭერენ მხარს, თავიანთი ამომრჩევლისგან დამატებით, ვერავის მხარდაჭერას მიიღებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები