ერთი სიტყვა ძალიან ბევრ რამეს ცვლის კონსტიტუციაში და ეკლესიის წარმომადგენლებმა ძალიან სერიოზული ინიციატივა დააყენეს იმის შესახებ, რომ „თანამედროვეობაში“ ჩაიწეროს. მარტო ამ სიტყვისთვის ღირს, იმიტომ, რომ ისტორია და მხოლოდ წარსული კი არ არის, რეტრო პერსპექტივაში კი არ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, არამედ თანამედროვეობაში და როდესაც ადამიანი, ქართველი, საქართველოს მოქალაქე წაიკითხავს კონსტიტუციას, მან უნდა იცოდეს, რომ არა მხოლოდ წარსულში, ისტორიული მოცემულობა კი არ არის, არამედ ეს არის თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “ღამის კურიერში” ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ გახდა საჭირო კონსტიტუციაში ცვლილება ეკლესიის გასაძლიერებლად, მაშინ როცა კონსტიტუციაში უკვე წერია „აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში“.