შაბათი, დეკემბერი 28, 2024

მამუკა მდინარაძე: სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ქართველებმა, სომხებმა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ სამშობლოს – საქართველოს, ღირსებას ვერავინ წაართმევს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დიმიტრი ხუნდაძე – ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი – საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური

დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ ჰპატიობენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქიცირება არის სამშობლოს სიყვარულისთვის პოლიტიკური დევნა. „აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი – საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური. დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ ჰპატიობენ. სწორედ ამიტომ ზღუდავენ, მაგრამ სამშობლოს ბედით ვაჭრობა მისთვის დამახასიათებელი არ არის და ვერც ეს გამოიღებს მათთვის სასურველ შედეგს! როგორც ჩანს „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები კარგად არ იცნობენ ქართულ გენს და საქართველოს ისტორიას, რომელსაც წარსულში ბევრად რთული პერიოდები გაუვლია და მისი ასაკი სამიათას წელს ითვლის!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სუსი: საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, საქართველო, ტერორისტული გამოწვევების კონტექსტში, უსაფრთხო ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მერვე სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წევრი უწყებების პირველმა პირებმა. შეხვედრა კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ისაუბრა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ კონტრტერორისტულ ვითარებაზე და ამ მიმართულებით კომისიის წევრი უწყებების მხრიდან მუდმივი კოორდინაციისა და ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის საქართველოს ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით  საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევასა და წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობაზე. გრიგოლ ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშში საქართველოს კონტრტერორისტული შესაძლებლობების თაობაზე ასახულ პოზიტიურ შეფასებებს და აღნიშნა „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში („გლობალური ტერორიზმის ინდექსი“), რომელშიც ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას საქართველო, ტერორისტული გამოწვევების კონტექსტში, უსაფრთხო ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს. კომისიის სხდომაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყანაში არსებულ კონტრტერორისტულ გარემოსა და სამსახურის მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, მათ შორის, 2024 წლის განმავლობაში ჩატარებული მნიშვნელოვანი კონტრტერორისტული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას. უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მისი მიზანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება და პრევენცია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.

თინა ბოკუჩავა: გავაგრძელებთ მუშაობას ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილი ბიზნესის დასასანქცირებლად

აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც ერთი თვეა, ქუჩაში დაუღალავად დგანან და იბრძვიან ქვეყნის თავისუფლებისათვის. აშშ-მა ივანიშვილის სანქცირებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რუსულ ინტერესს და საქართველოში კლავს თავისუფლებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასანქცირებს ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გუშინ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ივანიშვილის სანქცირების შესახებ, რაც უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის დამსახურებაა და იმ ადამიანების, რომლებიც ზუსტად ერთი თვეა, დგანან რუსთაველზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ეს ასევე არის იმ დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის შედეგი, რასაც პოლიტიკური პარტიები დიდი ხნის განმავლობაში ვეწევით. დიდია სამოქალაქო ორგანიზაციების როლი და მადლობა მათ გაწეული შრომისთვის. გუშინ საბოლოოდ ჩამოინგრა ივანიშვილის პროპაგანდა პრეზიდენტი ტრამპის პირობებში აშშ-თან მისი რეჟიმის ურთიერთობების აღდგენის, როდესაც სწორედ რესპუბლიკელი და დონალდ ტრამპთან დაახლოებული ამერიკელი კანონმდებლების მოწოდებების ფონზე მოხდა საბოლოოდ სანქცირების გადაწყვეტილების მიღება. საგულისხმოა, რომ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა გამოიყენა ე.წ. OFAC-ის სანქციების მექანიზმი, საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი და არა გლობალური მაგნიტსკის აქტი, რაც ივანიშვილის რეჟიმის სხვა წევრების შემთხვევაში იქნა გამოყენებული. OFAC-ის ეს სანქციები (კონკრეტულად კი 14024 აღმასრულებელი ბრძანება) რუსეთის მავნე გავლენების ხელშეწყობას გულისხმობს და სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის განცხადებაში სწორედ ესაა ხაზგასმული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასანქცირებს ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გუშინდელი სანქციების გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ივანიშვილი ემსახურება რუსულ ინტერესებს და რუსულ სარგებელს და ისაა რუსული გავლენის აგენტი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ევრო-ატლანტიკურ მომავალს. სწორედ ესაა სანქციების საფუძველი, რომელიც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დააწესა ე.წ. OFAC-ის მექანიზმის ანუ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის გამოყენებით. დასანქცირდა ივანიშვილის აქტივები ამერიკაში. მას აეკრძალა ნებისმიერი აქტივის ლეგალურად გაყიდვა, იქნება ეს უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები თუ ფერწერული ტილოები. შავ ბაზარზე მათი გაყიდვის შემთხვევაში, კი მათი ღირებულება საბაზრო ღირებულების 10%-აც კი არ შეადგენს. ანუ ივანიშვილის ქონება სანქციების შედეგად ტოტალურად გაუფასურდა. ივანიშვილი ვერ განახორციელებს ვერცერთ ფინანსურ ტრანზაქციას ამერიკულ დოლარში. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო გადარიცხვა საქართველოდან წარმოებს ამერიკული ბანკების (ძირითადად კი სითიბანკის გავლით), რომელიც ავტომატურად დაბლოკავს ასეთ ტრანზაქციას. OFAC-ის სანქციები მოიცავს მეორად ეფექტს ანუ იურისდიქციას, რაც გულისხმობს, რომ შესაძლოა, დასანქცირდეს ნებისმიერი მესამე პირი ან ორგანიზაცია, რომელიც შევა ფინანსურ ურთიერთობაში ივანიშვილთან. თუ მაგალითად, ნებისმიერი ქართული ბანკის გამოყენებით ის გადარიცხავს ფულს, ბანკიც დგება სანქციების რისკის ქვეშ. ეროვნული ბანკის ან ნებისმიერი კომერციული ბანკის მხრიდან სასანქციო რეჟიმის დარღვევა უდიდეს დარტყმას მიაყენებს ქართულ საბანკო სისტემას, რასაც კატასტროფული შედეგები ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ივანიშვილს ასევე დაებლოკა წვდომა სინგაპურს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისაღებ ასეულობით მილიონ დოლარზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ. მისი თქმით, ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაქცია სრულ ფინანსურ იზოლაციაში. „რამდენი ქეშიც არ უნდა შემოეპარებინა ოფშორებიდან საგანგებოდ მიღებული ოფშორების კანონის შედეგად, მას უკიდურესად გაუჭირდება ამგვარი იზოლაციის პირობებში ხანგრძლივად ოპერირება. ასევე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მისი ოჯახის წევრების დასანქცირებაზე, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლოს მათ გამოყენებით სანქციებისთვის თავის არიდება. და ბოლოს, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილი ბიზნესის დასასანქცირებლად. ეს არის სწორედ ის მომენტი, როცა თუ პატრიოტული შეგრძნებები არა – თვითგადარჩენის ინსტინქტით მაინც ბიზნესი სრულად უნდა გაემიჯნოს სანქცირებულ პარიად ქცეულ ივანიშვილს. მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ზუსტად ერთი თვეა, დგას რუსთაველზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ეს უპირველეს ყოვლისა, თქვენი დამსახურებაა. მადლობა ასევე სამოქალაქო სექტორს, რომელიც პოლიტიკური პარტიების პარალელურად, ასევე დაუღალავად მუშაობდა ივანიშვილის სანქცირების საკითხზე. ჩვენმა საერთო შრომამ და ძალისხმევამ შედეგი გამოიღო”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვატო შაქარიშვილი – ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა განადგურებისთვის გაწირა, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა, სანქციებით დასაჯეს

ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა ომში გახვია, ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ხოლო ივანიშვილი, რომელმაც საქართველო გამანადგურებელი ომისგან დაიცვა, სანქციებით დასაჯეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი შეფასებით, ასეთია ევრო-ამერიკული სტანდარტი. „ზელენსკი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა ომში გახვია და განადგურებისთვის გაწირა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არაფრის ფასად არ გაწირა საკუთარი ქვეყანა და გამანადგურებელი ომისგან დაიცვა, სანქციებით დასაჯეს. ასეთია ევრო-ამერიკული სტანდარტი“, – წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

თოვის გამო, მოძრაობა აიკრძალა – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები