ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024

მამუკა მდინარაძე – პირველი მერცხლები არა და პირველი პუფები გამოჩნდნენ, გახარიებმა პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიანო, შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში

რამდენი დაწერს 25-ში განცხადებას მანდატის დატოვებაზე, ერთად დავთვალოთ, არ გაგვიჭირდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი წერს.

„პირველი მერცხლები არა და, პირველი პუფები გამოჩნდნენ.

გახარიებმა, – პატრონებს დაველაპარაკებით და რასაც გვეტყვიან (როცა ამბობენ პარტნიორებს, გულისხმობენ პატრონებს)…

შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში.

რამდენი დაწერს 25-ში განცხადებას მანდატის დატოვებაზე, ერთად დავთვალოთ, არ გაგვიჭირდება“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილე სამართალდამცველს ფიზიკურად დაუპირისპირდა

დაპირისპირება იყო რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სამართალდამცველს ხელი გაარტყა. დღევანდელ აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობის დროსაც.

VIDEO: „მამიკომ პირველად აგიყვანათ ხელში, თქვენ თვალწინ გაიზრდებიან ეს ბავშვები…“ – გარდაცვლილი მშობიარის მეუღლე ახალ კადრებს აქვეყნებს

გარდაცვლილი მშობიარე ქალის, შორენა ონიანის ქმარი გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში ტყუპი შვილის კადრებს აქვეყნებს - მამამ ახალშობილების ნახვა და მათი ხელში აყვანა შეძლო. „მამიკომ პირველად აგიყვანათ ხელში... დედასაც აეყვანეთ... როგორ მენანება შორე... თქვენ თვალწინ გაიზრდებიან ეს ბავშვები, ყველას აინტერესებს, ბევრი დაგვიდგა გვერდით,“ - წერს ახალბედა მამა. ნახეთ ემოციური კადრები ↓  

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სამართალდამცველებს მოუწოდებდა, გაეხსნათ გზა და გაეტარებინათ ავტომობილი, რომელზეც, მისი თქმით, ღამის გასათევად ინვენტარი იყო განთავსებული. სამართალდამცველები აცხადებდნენ, რომ რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იყო შეზღუდული, რადგანაც ადგილზე ფეხით გადაადგილდებიან მოქალაქეები. ფიზიკური დაპირისპირების დროს მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ. დაპირისპირების შედეგად აქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა და ავტომობილის გატარება მაინც მოახერხეს. აქციის მონაწილეებისა და ლიდერების ნაწილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიისკენ მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს

აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, კარვები გაშალეს. პროტესტმა პარლამენტის წინ უკვე გადაინაცვლა. თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან მისასვლელად. პოლიციამ მოედანზე შეზღუდა ავტომობილებით გადაადგილება მათ შორის აქციის მონაწილეებისთვისაც და უთხრა, რომ შეეძლოთ ამ ადგილიდან ფეხით გაეგრძელებინათ გზა. პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვას უკმაყოფილება მოყვა. შელაპარაკების და სკანდირების შემდეგ აქციის მონაწილეები ფეხით დაიძრნენ - ისინი საქართველოს პარლამენტთან აპირებენ ღამის გათევას. საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული არიან პოლიციელები. საპროტესტო აქცია რუსთაველზე იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, დღის 12 საათზეა დაგეგმილი.

ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს – დავით მათიკაშვილი

ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი. „როდესაც შსს-ს აქვს მის არსენალში კანონმდებლობით მინიჭებული სხვადასხვა საშუალებები ასეთ სიტუაციებში (აქციების) შეუძლიათ, რომ გამოიყენონ უფრო მძიმე საშუალებები იმისთვის, რომ აღადგინონ წესრიგი. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი ამას არ აკეთებენ და ცდილობენ მაქსიმალურად რბილად, მაქსიმალურად ბევრი გაფრთხილებით, ადამიანების არა დაშლით, არამედ განრიდებით იმ კონკრეტული ეპიცენტრიდან მოახდინონ სიტუაციის დამშვიდება“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ბოლო სიახლეები