კვირა, ივლისი 13, 2025

მამუკა მდინარაძე: “ეზიზღებათ” ყველაფერი რუსული და ხოშტარიას პარტიას წარმოადგენენ… ბრიუსელში წერილებს იწერებიან, საქართველო და ქართველები დასაჯეთო… ჯაშუშებს დაუძახებ და “საშინლად სწყინთ”…

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მისამართით სოციალურ ქსელში წერს:

“ეზიზღებათ” ყველაფერი რუსული და ხოშტარიას პარტიას წარმოადგენენ…

ევროპაზე და დემოკრატიაზე ლაპარაკობენ და სააკაშვილის პარტიას წარმოადგენენ…

თაღლითებს და მევახშეებს “ებრძვიან” და ხაზარაძის პარტიას წარმოადგენენ…

მოღალატეობაში ბრალს დებენ ადამიანებს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ…

ვერ ბედავენ მათივე კოლეგაზე უმძიმეს თავდასხმას ამორალური უწოდონ და ჟურნალისტები ქვიათ…

ერთიანი საქართველოს იდეის კვალდაკვალ აფხაზს და ოსს მტერს ეძახიან…

ევროინტეგრაციის იდეის კვალდაკვალ ოჯახური ღირებულებების კანონი თუ არ გავაუქმეთ, ევროპა არ მიგვიღებსო, პროპაგანდირებენ…

ბრიუსელში წერილებს იწერებიან, საქართველო და ქართველები დასაჯეთო…

ჯაშუშებს დაუძახებ და “საშინლად სწყინთ”…

არჩევნებს აგებენ და 300 ათასი ხმა გაგვიყალბესო…

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს

გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილთან დაკავშირებით გავრცელდა.მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის“.„ევროპული სახელმწიფოების უმრავლესობა „დიფ სთეითის“ პრინციპული გავლენის ქვეშ მოქმედებს. უკონტროლო მიგრაცია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა, სახელმწიფო და რელიგიური ინსტიტუტების დაკნინება სწრაფი ტემპით აკარგვინებს ევროპას იდენტობას. არასასურველი პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო გამარჯვების არაღიარება და არჩევნების გაუქმება, ოპონენტების პოლიტიკური დევნა, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა ევროპისთვის დღეს ნორმად არის ქცეული. ამ ფონზე, არც ევროპარლამენტის აბსურდული რეზოლუციები, არც 18 ევროპელი ჩინოვნიკის დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, არც მათი სანქციები და ქართველ ხალხზე სხვა თავდასხმები არავის უკვირს.ჩვენ ვერავის დავესხმებით თავს, მაგრამ ვერც იმას დავპირდებით ვინმეს, რომ ქვეყანას, მის სუვერენიტეტსა და იდენტობას და ქართველი ხალხის ინტერესებს არ დავიცავთ. ამ ბრძოლაში ვერავითარ კომპრომისს ვერ დავუშვებთ. ამავდროულად, გამოვხატავთ სრულ მზაობას, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი თანამშრომლობის სურვილი აქვს. მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც ჭირდება საქართველო“, – წერია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ავრცელებს.

ლონდონის აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა

დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლონდონის საუთენდის აეროპორტში, აფრენიდან მალევე, მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.აღმოსავლეთ ინგლისის სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ ადგილზე ოთხი ეკიპაჟი იმყოფება.„ამ დროისთვის, ვმუშაობთ ყველა გადაუდებელ სამსახურთან ერთად და ეს მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება.გთხოვთ, საზოგადოებას, მაქსიმალურად თავი აარიდოთ აღნიშნულ ტერიტორიას, ვიდრე სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა ესექსის პოლიციის წარმომადგენელმა

პირველად ისტორიაში, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს – ხვიჩა კვარაცხელიას “პსჟ” ლონდონის “ჩელსისთან” დაპირისპირებისთვის ემზადება

პირველად ისტორიაში, ქართველი ფეხბურთელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ" ლონდონის "ჩელსისთან" დაპირისპირებისთვის ემზადება.კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და ამჯერად ახალი მიზანი აქვს - მსოფლიო საკლუბო თასის აღმართვა. გუნდებს წინ რთული თამაში ელით. "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, თამაშამდე ტრადიციულად პრესკონფერენციაზე ისაუბრა."პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელები "ჩელსის" მოთამაშეებს ძლიერ მეტოქეებად მიიჩნევენ. პარიზელები მოედანზე გამარჯვებისთვის გადიან. სურვილი კი ყველას ერთი აქვს - კონკურენტის დამარცხება და თასის მოპოვება."პსჟ"-ს გზა თითქმის იდეალური იყო. ფრანგებმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, მადრიდის "რეალი" დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხეს. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას საოცნებო გუნდთან გოლი არ გაუტანია, ფრანგული მედია მოედანზე ქართველი ფეხბურთელის თამაშს განსაკუთრებულად გამოეხმაურა და მაღალი ქულაც დაუწერა.მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, "პსჟ" ლონდონის "ჩელსის" ხვალ, 13 ივლისს, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ისტ რუზერფორდში, "მეტლაიფ სტედიუმზე" დაუპირისპირდება.

მიხეილ სააკაშვილი – „ვარდების რევოლუციას“ ორი-სამი წელი ვამზადებდით, დღეს მთავარია, არ გავიმეოროთ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები, არ შემოვიფარგლოთ პასიური პროტესტით და ნახევარი ნაბიჯებით

ხშირად მესმის, რომ სიტუაცია ისეა დაძაბული, რეჟიმი იმდენად არის ჩამოშლის პირას, რომ აუცილებლად რაღაც მოხდება და ყველაფერი შეიცვლება, მინდა, ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, „ვარდების რევოლუციას“  2-3 წელიწადი ვამზადებდით, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, მთავარია, საქართველოში ოპოზიციამ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები არ გაიმეოროს და არ შემოიფარგლოს პასიური პროტესტით და ნახევარი ნაბიჯებით.„ხშირად მესმის, რომ სიტუაცია ისეა დაძაბული, რეჟიმი იმდენად არის ჩამოშლის პირას, რომ აუცილებლად რაღაც მოხდება და ყველაფერი შეიცვლება.მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. „ვარდების რევოლუციას“ ჩვენ ვამზადებდით 2-3 წელიწადი. მე მოვინახულე სერბეთი, სადაც შევხვდი და მრავალი საათი ვესაუბრე მილოშევიჩის წინააღმდეგ წარმატებული ორგანიზაციის „ოტპორის“ ლიდერებს, არაერთხელ ვიყავი კიევში „უკრაინა კუჩმას გარეშე“ საპროტესტო ტალღის აქტივისტებთან სასაუბროდ.„ვარდების რევოლუციის“ ტაქტიკა დაფუძნებული იყო ხელისუფლების მოქმედებების ზუსტ პროგნოზირებაზე და ჩვენი ადეკვატური პასუხების დაგეგმვაზე. უფრო მეტიც, ჩვენს პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რომელიც აიძულებდა შევარდნაძეს შეცდომები დაეშვა.ახლა ივანიშვილი არის ძალიან პროგნოზირებადი, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბევრი ყოველ ჯერზე გაკვირვებულია რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯებით. არადა საკმარისია შეხედო იგივე ბელარუსს და მიხვდე, თუ რა იქნება აქაური რუსული რეჟიმის შემდგომი ქმედება. მთავარია, ჩვენ არ გავიმეოროთ ბელარუსის ოპოზიციის შეცდომები და არ შემოვიფარგლოთ პასიური პროტესტით და ნახევარ ნაბიჯებით.თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენმა ახალგაზრდებმა და ჟურნალისტებმა აჩვენებს ნამდვილი გმირობის მაგალითები. მხოლოდ მწყობრი კოორდინირებული ტაქტიკა მოგვიტანს საბოლოო გამარჯვებას. რა თქმა უნდა, აუცილებლად გამოჩნდება „შავი გედებიც“, მაგრამ ჩვენ მათ ვერ დაველოდებით. შეიძლება, ამასობაში საქართველო დავკარგოთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„დედიკომ თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ…“ – რა ვიდეოს აქვეყნებს პატარა  შოშიების მამიკო 

ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი ტყუპების, უსაყვარლესი დანიელის და დაჩის კადრებს თავის გამომწერებს უზიარებს.ცხელიშვილი ემოციურად წერს, რომ სწორედ იმ ჰამაკზე ქანაობენ უდედოდ დარჩენილი ტყუპები, სადაც მათი დედა ხშირად იჯდა ხოლმე:„დედიკოსაც ჰქონდა აქ ჰამაკი, თავის ადგილიც და სიცოცხლეც თქვენ დაგიტოვათ“, – წერს გიგა ცხელიშვილი. 

ბოლო სიახლეები