ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე მივაღწევთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. ეს მარტივი არ იქნება, შეგუებული ვართ და ქართველი ხალხიც ამას შეეგუა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველი პარტია საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წვერად გახდის, როგორც ამას ქვეყნის წარსული, კულტურა და ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპა ითვალისწინებს.
„ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი სვლა არ იქნება მარტივი, მაგრამ, ღირსეულად, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას და ხალხს გავხდით ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრებად, როგორც ამას ჩვენი ისტორიული წარსული, ჩვენი კულტურა, მენტალობა და ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის აღქმა გვკარნახობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.