ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

მამუკა მდინარაძე – არ მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის, რომლებიც, ერთი მხრივ, აპროტესტებენ ვიღაცის ძალიან ცუდ შინაარსიან საუბარს, მაგრამ, მეორე მხრივ, ფიზიკურ ძალადობაზე ხმას არ იღებენ

ბოლო დღეებში მოსმენილი ჩანაწერები იყო უკიდურესად მძიმე მოსასმენი, ეს შალვა რამიშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე, ყველამ უნდა აგოს პასუხი თითოეულ ფრაზაზე, თავის ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არ სჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის, რომლებიც, ერთი მხრივ, აპროტესტებენ ვიღაცის ძალიან ცუდ შინაარსიან საუბარს, მაგრამ, მეორე მხრივ, ფიზიკურ ძალადობაზე ხმას არ იღებენ.

„რაც შეეხება იმას, რასთან გვაქვს საქმე. პირდაპირ გეტყვით, შეიძლება, ვაწყენინო კიდეც ადამიანებს, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ. მაგალითად, ბოლო დღეებში მოსმენილი ჩანაწერები იყო უკიდურესად მძიმე მოსასმენი. ეს შალვა რამიშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე, ყველამ, თითოეულ ფრაზაზე, თავის ნათქვამსა თუ ნამოქმედარზე უნდა აგოს პასუხი. როგორც ვიცი, არც არავინ ერიდება ამას. წინა დღეებში მთელი კამპანია ააგეს, მაგალითად, ჩემს ერთ ფრაზასთან, დაჯერება-არდაჯერებასთან დაკავშირებით. თუ დაჯერებაზეა, მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც, ერთი მხრივ, აპროტესტებენ, არ მოსწონთ ვიღაცის ძალიან ცუდი შინაარსის საუბარი, მაგრამ, მეორე მხრივ, თქვენი კოლეგის მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე ხმას არ იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ უნდა დავგმოთ ქალთა მიმართ ძალადობა თუ სხვაგვარი ნებისმიერი დისკრიმინაციული მოქმედება, ეს არის აპრიორში უაპელაციო თემა. ამავე დროს, მე არ მჯერა იმ ადამიანების გულწრფელობის, რომლებიც, ერთი მხრივ, რაღაც ძალიან ცუდ შინაარსიან საუბარს აპროტესტებენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ფიზიკურ ძალადობას საერთოდ არ ეხებიან „პოსტივის“ ჟურნალისტის, თქვენი კოლეგის მიმართ. არ ეხებიან, არ აპროტესტებენ „იმედის“ ჟურნალისტის, ბაკურაძის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. აქედან გამომდინარე, თუკი ურწმუნოება შეიძლება, რაღაც საკითხის მიმართ ადამიანში, პოლიტიკოსში, მათ შორის ჩემში გაჩნდეს, ეს ცალმხრივი, შერჩევითი მიდგომები არის ძალიან ცუდი რამ. ამავდროულად, ყველა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ უაპელაციო თემაა. ვინ გაბედავს საერთოდ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაცია და ასე შემდეგ, უბრალოდ რაღაცნაირად გაამართლოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი – საქართველომ ვალდებულება აიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად

საქართველომ ვალდებულება აიღო და ასრულებს კიდეც იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად, რათა თავი სანქციებს აარიდოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, დიდი ხანია, ქვეყანამ ეს ვალდებულებები აიღო.  „დღის წესრიგში ყულევის დასანქცირების თემა პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე იდგა, რადგან კარგად იციან, რომ აქ არანაირ რეალობას არ წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში დასანქცირებული გემი შემოდის და რაღაც მანიპულაციები ტარდება. გონებაჩლუნგი ან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ გეგონოს, რაღაც ფარულად და ჩუმად ხდებოდეს ისე, რომ ამას საერთაშორისო მონიტორინგი ვერ ამჩნევდეს. ეს გამორიცხულია, ამას ვინც არ უნდა ეცადოს. პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებისთვის ის ადამიანები იბრძვიან, ვისაც ჩვენ უსამშობლოებს ვუწოდებთ. მათი მიზანია, როგორმე, დასავლეთმა სანქციები დაგვიწესოს. სხვების მიზანია, იქნებ, ირანმა საქართველოში ბომბები ჩამოაგდოს. კიდევ სხვები იბრძვიან, იქნებ, საქართველო იმ საომარ მოქმედებებში ჩაერთოს, რომელიც უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარეობს. ეს ჯგუფები გაერთიანებული არიან, რომ იქნებ, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს. ამას ბრიუსელიდანაც მხარს უჭერენ. ყულევის საკითხი შესანიშნავი მაგალითია, გავითვალისწინოთ, როგორი მტრები ჰყავს საქართველოს და ვინ არიან ეს მტრები ქვეყნის შიგნით და მის გარეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი შარაშიძე – ყულევის პორტი სასანქციო სიაში იყო, ეს ადასტურებს, რომ საფუძვლები არსებობდა, საქართველო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის არიდების ადგილი არ უნდა გახდეს

კარგია, რომ ყულევის პორტი სასანქციო სიაში არ არის, მაგრამ ვაღიაროთ ისიც, რომ ამ სიაში არსებობა მიუთითებს, რომ ამის საფუძველი არსებობდა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისივე თქმით, ფაქტი, რომ ყულევი სასანქციო სიაში იყო და საქართველოს მიმართ მოთხოვნები უმკაცრესია, იმას ადასტურებს, რომ ამის საფუძვლები არსებობდა.„სამწუხაროდ, სასანქციო სიაში იყო. შესაბამისად, „ოცნების“ კამპანია, რომ ევროკავშირს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა სასანქციო პაკეტში პორტის შეყვანის, ცრუ კამპანიაა. რატომ იყო სიაში? გარკვეული საფუძველი იყო, რომ ამ სიაში ყოფილიყო. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არ გახდეს რუსეთის სანქციების გვერდის ავლის პლატფორმა. კარგია, რომ ყულევის პორტი სასანქციო სიაში არ არის, მაგრამ ვაღიაროთ ისიც, რომ ამ სიაში არსებობა მიუთითებს, რომ ამის საფუძველი არსებობდა. პირდაპირი გაფრთხილებაა და შეგვიძლია, ეს ბოლო გაფრთხილებად მივიღოთ, რომ საქართველომ სანქციების საკითხი უნდა გააკონტროლოს. ფაქტი, რომ სასანქციო სიაში იყო და საქართველოს მიმართ მოთხოვნები უმკაცრესია, იმას ადასტურებს, რომ ამის საფუძვლები არსებობდა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის არიდების ადგილი არ გახდეს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

ესპანეთმა ისრაელიდან ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო

ესპანეთმა ისრაელიდან თავისი ელჩი გაიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.როგორც მედია იუწყება, ესპანეთის მთავრობამ ისრაელში თავისი ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროს ცნობით, თელ ავივში ესპანეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული უხელმძღვანელებს.

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა

გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა. სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ფაშინიანის თქმით, სომხეთი ითხოვს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს და ამის მოლოდინი აქვს.„სომხეთში ბევრი ადამიანი კითხულობს, როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი. ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია. ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და, უპირველეს ყოვლისა, ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები. როდესაც ეს მოხდება, არსებობს ორი გზა – ან ევროკავშირი მიგვიღებს, როგორც სრულუფლებიან წევრს, ან – არა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მესმის, ევროკავშირის გაფართოება, ახალი წევრის მიღება მარტივი საკითხი არ არის, ეს ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილებების საკითხია. ევროკავშირი თუ მიიღებს სომხეთს, როგორც სრულუფლებიან წევრს, ეს შესანიშნავი იქნება. ეს ასე თუ არ მოხდება, ჩვენ მაინც მივიღებთ სარგებელს, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. თუმცა, გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა. ჩვენ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა. ჩვენ მოველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, ისევე როგორც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ცნობილია თელავში დაღუპული ორსულის ვინაობა – რა დეტალებია ცნობილი

თელავში 8 თვის ორსული გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით, 44 წლის, მაკა ასაბაშვილი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბის შედეგად დაიღუპა.სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ვერც ნაყოფის გადარჩენა.„ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა თრომბი მაინც განვითარდა და დაიღუპა. როგორც ვიცი, სახლში იყო და შეტევა მაგ დროს განვითარდა“, - ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.კლინიკაში, სადაც ორსული სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ბოლო სიახლეები