კვირა, მაისი 11, 2025

მამუკა მდინარაძე: 2003-ში ადამიანებს ეგონათ, რომ დემოკრატია იქნებოდა ხელისუფლების პრიორიტეტი. ადამიანის ღირსება საერთოდ გააქრეს და ამ ქვეყანაში ამის მოტანის 20 წლისთავს აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით შეკრებას აპირებს“.

მდინარაძის თქმით, [ნაციონალურმა მოძრაობამ] ადამიანის ღირსება საერთოდ გააქრეს და ამის 20 წლისთავს აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.

„ლევან ხაბეიშვილის გეგმების შეფასება ჩემს ძალებს აღემატება. იმდენად დიდია ის ადამიანი რომ მე არ შემიძლია. შეიძლება ვისაუბრო ჩვეულებრივ პოლიტიკოსებზე დანარჩენზე, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, მაგრამ რისი 20 წელი უნდა აღნიშნო. 2003 -ში ადამიანებს ეგონათ, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები იქნებოდა ხელისუფლების პრიორიტეტები. ადამიანის უფლებების მოკვლა განიზრახეს და შეასრულეს კიდეც. გააქრეს ადამიანი და მისი ღირსება, პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით გააუპატიურეს ადამიანი და მისი ღირსება. ეს გააკეთეს მათ. დახოცეს ხალხი. ტერიტორიები ჩააბარეს ოკუპანტ ქვეყანას, წინასწარ, ერთი წლით ადრე ტერიტორიები მოუხაზეს ისე ჩააბარეს, ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს. ცხინვალზე თავდასხმა დააბრალეს ჯარისკაცებს გაუფრთხილებლად და ამით გადავიდაო, ხელი მოუწერეს, ესკალაცია ახალ საომარ ფაზაშიო და კასეტური ბომბები და ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს. ადამიანის ღირსება საერთოდ გააქრეს და ამის წლისთავს, ამ ქვეყანაში ამის მოტანის 20 წლისთავს აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი და სიმბოლურია, რომ ლევან ხაბეიშვილი აკეთებს ამას“.-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები