კვირა, მაისი 11, 2025

მამუკა გამყრელიძე: „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ საზოგადოებას თავისუფლების შეგრძნება გაუჩნდა, ეს უდავოა

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომ ყველაფერი საშინლად შეიცვალა რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა. რაღაცები გაუმჯობესდა, საზოგადოებას გაუჩნდა თავისუფლების შეგრძნება, თავისუფლად ვსუნთქავთ. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ტელეფონს ვშლიდი, ყველა ასე იყო, სამეგობრო, ჩანერგილი იყო შიში, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტოქშოუში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩემთვის მიუღებელია ერთადერთი – დემოკრატიული პროცესის არგაგრძელება, მე ვთვლი, რომ აუცილებლად წინ უნდა წავიდეთ. ხელისუფლების ყოველი ახალი ცვლილება რაღაც სიკეთით უნდა მთავრდებოდეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რომ ყველაფერი საშინლად შეიცვალა რაც „ნაციონალები“ წავიდნენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოვიდა. რაღაცები გაუმჯობესდა, მაგალითად, საზოგადოებას გაუჩნდა თავისუფლების შეგრძნება, ეს უდავოა. თავისუფლად ვსუნთქავთ, მართლა ასეა. მე არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგალითად, ტელეფონს ვშლიდი, ყველა ასე იყო, სამეგობრო, ჩანერგილი იყო შიში. სიმართლე გითხრათ დიდი საფრთხის შეგრძნებით არ გამოვირჩევი, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი ვარ, მაგრამ იყო ასეთი პრობლემა, იყო წნეხი პრესაზეც, მე მქონდა ახლო კავშირი მედიასთან და შესაბამისად, ეს ძალიან კარგად ვიცი, ჩვენიანია, არ არის ჩვენიანი, ეს იყო, ამის უარყოფა არ შეიძლება, ეს ახლა ნამდვილად აღარ არის, განსხვავებული აზრის გამოთქმა ბევრად უფრო მარტივია“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები