ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

მამუკა ბახტაძემ ახალი საგადასახადო ინიციატივა თელავში წარადგინა

თელავში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო.

„საქართველოს რეგიონებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩვენ დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი საგადასახადო ინიციატივა თელავში გავაცანით. ჩვენ მათგან მოვისმინეთ დამატებითი რეკომენდაციები, როგორ შეიძლება კიდევ უფრო დავხვეწოთ ახალი საგადასახადო რეფორმა. რა თქმა უნდა, კახეთისთვის აღნიშნულ ინიაციატივას ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, როგორც მოგეხსენებათ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა მნიშვნელოვნად წაახალისა მეღვინეობა, ამის გარდა ვხედავთ ტურისტების გაზრდილ ნაკადს და შესაბამისად კახეთს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ აქ მცირე და საშუალო ბიზნესი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას, რომელიც შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს.

ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით.

ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში. პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საგადასახადო კოდექსში მომზადებულ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას. საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალექსანდრე ვუჩიჩი – ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ნავთობის ფასები ყველას გაანადგურებს

ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ნავთობის ფასები ყველას გაანადგურებს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა.სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ნავთობის ფასების უკონტროლოდ ზრდა, არ შეიძლება, იყოს დაშვებული.სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამინდელ დაძაბულობას, შესაძლოა, სერიოზული გავლენა ჰქონდეს ნავთობისა და გაზის ფასებზე.„ჩემი მიდგომაა, რომ სუბსიდირების მექანიზმებს მომდევნო თვის განმავლობაში განვსაზღვრავთ, რადგან ფასების უკონტროლოდ ზრდის დაშვება არ შეგვიძლია. გაზის ფასები გაიზარდა, გაზი აღარ არის, კატარმა ონკანი გადაკეტა. ჩვენ ძალიან რთულ ფაზაში შევდივართ. ასე თუ გაგრძელდა, ეს ევროპაში ყველასთვის ჯოჯოხეთი იქნება. ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ნავთობის ფასები ყველას გაგვანადგურებს“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

გენერალი დენ კეინი – ირანში საჰაერო უპირატესობის დამყარების შემდეგ, აშშ ახლა დაიწყებს გაფართოებას ქვეყნის შიგნით

ირანში საჰაერო უპირატესობის დამყარების შემდეგ, აშშ „ახლა დაიწყებს გაფართოებას ქვეყნის შიგნით“, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა.ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის ძალები უფრო ღრმად შეიჭრებიან ირანის ტერიტორიაზე და სამხედროებს მანევრირების დამატებით თავისუფლებას შეუქმნიან.კეინმა განაცხადა, რომ ირანის მიერ რაკეტების გაშვების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა აშშ-ისრაელის მიერ ქვეყანაზე თავდასხმების დაწყების შემდეგ.დენ კეინის თქმით, რაკეტებისა და დრონების აქტივობის შემცირებამ აშშ-ის ძალებს საშუალება მისცა, გაეფართოებინა ოპერატიული უპირატესობა.„ამ პროგრესმა ცენტრალურ სარდლობას საშუალება მისცა, დაემყარებინა ლოკალიზებული საჰაერო უპირატესობა ირანის სანაპიროს სამხრეთ ფლანგზე და გაერღვია მათი თავდაცვითი სისტემა სიზუსტითა და ცეცხლსასროლი ძალით“, – განაცხადა დენ კეინმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს.თურქეთის დიპლომატიური უწყების ცნობით, საქმე ეხება ბალისტიკურ რაკეტასთან დაკავშირებულ ინციდენტს, როდესაც ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს.თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულის გამო ირანის ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემს.

„ევრონიუსი“ – ირანის დაზვერვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით

ირანის დაზვერვის სამინისტროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით. ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ შეთავაზება ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით გაკეთდა.არც თეთრ სახლს და არც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადება არ გაუვრცელებია.მანამდე, ირანის ელჩმა გაერო-ში ვაშინგტონთან მოლაპარაკებები გამორიცხა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს საუბარი სურდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

Reuters – შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა

შრი-ლანკას სანაპიროსთან ირანული სამხედრო გემი აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ჩაიძირა , - ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის წყაროების ცნობით, ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა.მანამდე, შრი-ლანკის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენა შეძლეს.ბოლო ინფორმაციით, ეკიპაჟის 148 წევრი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ბოლო სიახლეები