ორშაბათი, აპრილი 7, 2025

მამარდაშვილმა ვინისიუსს პენალტი აუღო – „ვალენსიამ“ „რეალი“ მადრიდში დაამარცხა

გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა მადრიდის „რეალთან“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, პენალტი მოიგერია და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, „ვალენსიამ“ კი მადრიდში უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა – 2:1.

ლა ლიგის 30-ე ტურის დაპირისპირებაში გიორგი მამარდაშვილმა თავი პირველი ტაიმის დასაწყისში გამოიჩინა – მე-13 წუთზე „ვალენსიის“ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ქართველმა მეკარემ ვინისიუს ჟუნიორის დარტყმული ბურთი მოიგერია.

ამ ეპიზოდიდან ორ წუთში „ვალენსიის“ ცენტრალურმა მცველმა, მუხტარ დიახაბიმ მადრიდელებს გაუტანა და თავისი გუნდი დააწინაურა.

პირველ ტაიმში გიორგიმ კიდევ ორჯერ გადაარჩინა გუნდი – ჯერ კილიან მბაპეს დარტყმის შემდეგ გამოავლინა შესანიშნავი რეაქცია, ტაიმის ბოლოს კი ფრანის შეტევას გადაეღობა და ვითარება განმუხტა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მადრიდის „რეალმა“ წონასწორობა აღადგინა – 50-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ვინისიუს ჟუნიორმა კარში გადაგზავნა. მამარდაშვილმა მეორე ტაიმშიც რამდენჯერმე ფადაარჩინა გუნდი. არბიტრის მიერ დამატებულ დროში კი „ვალენსიამ“ გაიტანა – თავი უგო დურომ (90+6) გამოიჩინა და „ვალენსიას“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

30 ტურის შემდეგ „ვალენსიამ“ 34 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზეა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ზურაბიშვილი დასაქმებულია ომის აქტივისტთა ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოს უმზადებდა სცენარს – „მერე რა“, დაიხოცება ხალხი, მთლიანად ვერ დაგიპყრობენ და თქვენ გვერდით სამყარო...

სალომე ზურაბიშვილი დასაქმებულია ომის აქტივისტთა ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოს უმზადებდა სცენარს – „მერე რა“, დაიხოცება ხალხი, მთლიანად ვერ დაგიპყრობენ და თქვენ გვერდით სამყარო იდგებაო. როგორ უდგანან გვერდში, ამასაც კარგად ხედავს ის ერი, რომელიც ომის ასეთი აქტივისტების იმედადაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის „მაკკეინის ინსტიტუტში“ დასაქმებული ადამიანი, მათგან ფულს იღებს.„„მაკკეინის ინსტიტუტი“ ომის აქტივისტების ინსტიტუტია, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ეწინააღმდეგება. თბილისში ყოფნისას, „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუს დროს კითხვაზე, – არსებობს მოსაზრება და შიშები, რომ შეიძლება, სანქციების დაწესებამ და სხვა ნაბიჯებმა რუსეთთან ესკალაცია გამოიწვიოს და ეს, შეიძლება, სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს, – ქალბატონი სალომეს უფროსმა უპასუხა, „მერე რაო“. ვიღაცას დახოცავენ, „მერე რაო“, მთლიანად ვერ დაგიპყრობენო.ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა გაიხსენა სიტყვები, რომლებიც მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან ერთ-ერთმა უცხოელმა მაღალჩინოსანმა თქვა: „მერე რაო“, მთლიანად ვერ დაგიპყრობენო. როგორც „მაკკეინის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა თქვა, პარტიზანულ ომს გამართავთ და ტყეში გახვალთო. აქაც ჩანს, ამ სცენარების დამწერი ვინ იყო. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილი დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც ომის აქტივისტების ორგანიზაციაა და საქართველოს „მერე რა“ სცენარს უმზადებდა – „მერე რა“, დაიხოცება ხალხი, მთლიანად ვერ დაგიპყრობენ და თქვენ გვერდით სამყარო იდგებაო. როგორ უდგანან გვერდში, სამწუხაროდ, ამასაც კარგად ხედავს ის ერი, რომელიც ომის ასეთი აქტივისტების იმედად არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის ინსტიტუტი ფუნქციონირებდეს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრეზიდენტი

ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 20 წელია, ქვეყანას არ ღირსებია ღირსეული პრეზიდენტი და ახლა არის სრულიად განსხვავებული ვითარება.„სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ფუნქციონირებდეს სწორად, კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და იყოს ჯანსაღი ურთიერთობები პრეზიდენტსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის. დღეს გვაქვს ასეთი ვითარება და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ღონისძიების „შეხვედრა დემოკრატიისთვის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ღონისძიების „შეხვედრა დემოკრატიისთვის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.„უპირველეს ყოვლისა, მადლობა საფრანგეთს, რომ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის გლობალური ბრძოლის ავანგარდში დგას.თქვენ ახლახან მოისმინეთ ხმა უკრაინიდან. საქართველოს ხმა დიდად არ განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ არ ვართ ამ შემზარავ ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო გამოცდილება და უკრაინას, ისევე, როგორც საქართველოს, შეუძლია, ძალიან ვრცლად მოგიყვეთ, რა არის რუსეთი სინამდვილეში, რისი დავიწყების სურვილიც დროდადრო ჩნდება. ჩნდება იმის დაჯერების სურვილი, რომ ის ნორმალური სახელმწიფოა, ნორმალურია მეზობლებთან, ნორმალურია საკუთარ მოსახლეობასთან … და ისევ არა!უკრაინასაც და საქართველოსაც ბევრი მსგავსი გამოცდილება აქვთ – რუსული აგრესია, საქართველოში 2008 წელს და რადგან ამასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი რეაქცია, მას მოჰყვა 2014 წელს აგრესია ყირიმში და 2022 წლის აგრესია, რომელიც დღემდე გრძელდება.უკრაინაში რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია. პირიქით, ვლადიმერ პუტინმა კიევის აღება სამ დღეში ვერ შეძლო. მან ვერაფერს მიაღწია, ვერც სამხედრო წარმატებებს. რუსეთის პრესტიჟი დისკვალიფიცირებულია, სტრატეგიული მიზნები მიუღწეველი. მუდმივად იცვლებიან სამხედრო ლიდერები, განიცდის მატერიალურ დანაკარგებს, (რადგან ადამიანური დანაკარგები დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს რუსეთისათვის), ეკონომიკურ დანაკარგს, დაუდგა კორეელების შემოყვანის აუცილებლობა, ეს არ არის გამარჯვება. რუსეთს არ აქვს რა გამარჯვება და ხედავს, რომ დღეს ევროპა იაზრებს, რომ ისიც უნდა გადაიარაღდეს თავის დასაცავად და რომ მშვიდობა საკუთარი დამსახურებითა და დაცვით მოიპოვება. რუსეთი დღეს ეძებს ახალ სტრატეგიას, რომლის ზოგიერთი ელემენტი თქვენ უკვე ნახეთ – ნაკლები დანახარჯი, ნაკლები პირდაპირი შეტევა.და კიდევ ერთხელ, დღეს, ისევე, როგორც 2008 წელს, საქართველო საცდელი ადგილია და სწორედ ეს გზავნილი მინდა, გადმოგცეთ – საქართველო იყო ის ადგილი, სადაც რუსეთმა ყველაზე დახვეწილი საარჩევნო მანიპულაცია განახორციელა; სადაც რუსეთმა თავისი მარიონეტების, ოლიგარქების მეშვეობით მიაღწია სახელმწიფოს თითქმის სრულ უზურპაციას; სადაც მან მოახერხა თავისი პროპაგანდის გავრცელება (ალბათ ერთ-ერთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად იცნობდა რუსეთს და რომელმაც ეს პირდაპირ განიცადა) და მიუხედავად ყველაფრისა, პროპაგანდამ მეტ-ნაკლებად იმუშავა. ეს არის რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგია. ის, რომელმაც უნდა შეცვალოს უფრო ძვირი სამხედრო სტრატეგია. და მე მოვედი გასაფრთხილებლად, რომ ეს ჰიბრიდული სტრატეგია ყველას ემუქრება. ჩვენ ამას დღეს განვიცდით, როგორც საქართველოს ტრაგედიას.თუმცა, საქართველოს ახალგაზრდობა 140 დღეა ქუჩაში დგას და არ ტოვებს ქუჩას სწორედ ისე, როგორც არ ტოვებენ სანგრებს ჩვენი უკრაინელი მეგობრები და უკრაინელი ახალგაზრდები.ჩვენც ჩვენებურად ვუწევთ და გავუწევთ წინააღმდეგობას. და მე ამ ხალხის პრეზიდენტი ვიქნები ბოლომდე მაგრამ ეს გამოწვევა ყველას გამოწვევაა. ეს გამოწვევაა ყველა დემოკრატიისთვის. ეს გამოწვევაა საბჭოთა რუსეთის ყოფილი სივრცის ყველა განვითარებადი დემოკრატიისთვის – მოლდოვის, უკრაინისა და მრავალი სხვისთვის, ვინც ახლოსაა. ჩვენ ვნახეთ რუმინეთზე განხორციელებული მცდელობები. ჩვენ ვნახეთ მცდელობები მოლდოვაზე. და ის, რაც გვესმის უკრაინაში დემოკრატიული არჩევნების აუცილებლობის შესახებ, ამას ამბობს ბატონი პუტინი, არის სურვილი, რომ ომის შემდეგ იქ (უკრაინაში) ეს ახალი ჰიბრიდული სტრატეგია განხორციელდეს. ამას უნდა დავუპირისპირდეთ!ეს გეოპოლიტიკური გამოწვევაა, რადგან საქართველოს დაკარგვა, (რაც არ და ვერ მოხდება), ვერ იქნება უმნიშვნელო. ეს არის შავი ზღვა, ეს არის კავკასია, ეს არის ევროპული სომხეთის ბედი, ეს არის გზა ცენტრალური აზიისაკენ. ეს არის რეგიონი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის.ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ჰყავდეს ქვეყანა, რომელსაც მან კანდიდატის სტატუსი ერთი წლის წინ მიანიჭა, ერთ წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. ევროკავშირი უნდა აღიჭურვოს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რათა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა და შეძლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს ერთი-ორი ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ტოტალიტარიზმის ამ გზაზე მოძრაობენ.ტოტალიტარიზმის ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ იგი ყველგან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ევროპული ინსტიტუტები, ეს არის ევროპული გადაიარაღება, მაგრამ ეს ასევე არის მორალური გადაიარაღება, ეს არის პოლიტიკური გადაიარაღება, ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება.ამ მორალური, პოლიტიკური, (თუ საჭიროა) სამხედრო გადაიარაღების გზაზე. საკუთარი ბედისწერით, როგორც ყოველთვის საფრანგეთი წინა ხაზზეა და ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით, ჩვენ ყოველთვის შევხედავთ მას იმედით და იმ ამბიციით, რომ საფრანგეთი – დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლოა და ეს მუდამ ასე იქნება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც დღეს თქვენს წინაშეა. გაუწიეთ წინააღმდეგობა (ტოტალიტარიზმს)!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.სიტყვით გამოსვლის თარგმანს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

6 ლოცვა, რომელიც ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ

ლოცვა ამოღებულია წმინდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ დღე და შესთხოვეთ ღმერთს წრფელი გულით. “ითხოვდით და მოგეცეს თქუენ … – მათე 7,7-11”. როდესაც ჩვენი თხოვნა გულიდან მოდის და ღმერთის წინაშე სამართლიანია ის აუცილებლად აგვისრულდება. დიდება უფალს.ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისაყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელ უმაღლეს ხარ ქერუბიმთა და უდიდებულეს უზეშთაეს სერაბიმთა, რომელმან იტვირთე სიტყვა ღვთისა ხორცითა, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისაჯვარსა წმიდასა პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოსნი და ძალნი ზეცათანი, ჩვენცა მათთანა თაყვანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ხსნასა ყოველთა ვნებათაგან.წმინდისა იოანე ნათლისმცემლისაყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ მოსავთა შენთა.წმინდა დიდმოწამისა გიორგისანათელ-ჰყავ შვილდწილ სამყარო ახოვნად, ღვაწლნი რა თავს ისხენ დიდო მოწამეთა მთავარო, მხნეო გიორგი, ამისთვის გევედრებით, გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღვთისა.წმიდა დიდმოწამისა პანტელეიმონ მკურნალისაღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

ირაკლი კობახიძე – დღეს თუ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება თანმიმდევრულად, ეს არის პირველ რიგში ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება

ბიძინა ივანიშვილის როლი არის განუზომელი, გადაჭარბების გარეშე. რომ მივყვეთ პროცესებს 2011 წლიდან, ამ ადამიანმა შეძლო შეუძლებელი. ძალიან კარგად მახსოვს 2011 წლის ვითარება, ადამიანებს არავითარი იმედი არ ჰქონდათ, რომ რაიმე შეიძლება შეცვლილიყო. ამ დროს ვითარება იყო უმძიმესი, ყველას გვახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.კობახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ კონკრეტულ მაგალითზე გაიხსენეს, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, რა პირობები იყო ციხეებში, როგორი ზეწოლა მიდიოდა ბიზნესზე და ბიზნესის რეკეტი სისტემური ხასიათის იყო.„უამრავი უმძიმესი პრობლემა იყო და არავითარი იმედი არ არსებობდა. ოპოზიცია იყო უკიდირესად სუსტი და ამ ფონზე პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. იქაც ბევრი პესიმისტურად იყო განწყობილი საერთო სურათიდან გამომდინარე, თუმცა მას ჭადრაკისებური გათვლა შეუძლია თავისი ნაბიჯების, სვლების და მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი 2012 წელს ცვლილებების განხორციელება. მაშინაც იყო ძალიან დიდი ინტერესი ქვეყნის გარედან. ეს ინტერესი იყო საპირისპირო და სწორედ იქით მიმართული, რომ ცვლილებები არ მომხდარიყო, თუმცა ამის გათვალისწინებითაც იმოქმედა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ყველაფერი ისე დაალაგა, რომ საბოლოო ჯამში, შეუძლებელი გახდა, მათ შორის გარე ძალებისთვის, არჩევნების შედეგების და „ქართული ოცნების“ გამარჯვების გაპროტესტება. შემდეგი წლებიც იყო ძალიან რთული, იყო კოალიცია აბსოლუტურად ეკლექტური და იქაც ოთხი წელი ისე გაიარა ქვეყანამ და მათ შორის, ჩვენმა გუნდმა, რომ ეს გამოწვევები წარსულს დარჩა და 2016 წელს შეიცვალა მოცემულობა. კოალიციურობიდან ჩვენ გადავედით უკვე „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ უმრავლესობაზე, რამაც ვითარების სტაბილიზაციისთვის შექმნა ძალიან კარგი პირობები. შემდეგ იყო ასევე 2020 წელი, საკმაოდ რთული პერიოდი, შემდეგი 4-წლიანი, 2016-2020 წლების პერიოდი. ყოველ ჯერზე ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო მთავარი ფაქტორი, რომელიც სტაბილურობას და განვითარებას განაპირობებდა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა „იმედის“ ეთერში.ირაკლი კობახიძის განმარტებით, ახლაც მნიშვნელოვან მომენტში მიიღო ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.„ეს იყო ერთი წლით ადრე ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე და, რა თქმა უნდა, ამ მოვლენამ, მისმა დაბრუნებამ შეასრულა განსაკუთრებული როლი ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაში. ჩვენ გვქონდა მანამდეც რთული სამი წელიწადი და მან ჩაუყარა საფუძველი ყველა იმ მიმართულებას, რომელმაც შეგვაძლებინა ჩვენ იმ სამი წლის განმავლობაშიც ამ სირთულეების დაძლევა და 2024 წელი იყო ამ ყველაფრის კულმინაცია. მისი დაბრუნება ყოველთვის ნიშნავდა და ნიშნავს გუნდის თვისებრივ, ფუნდამენტურ გაძლიერებას. დღეს თუ ჩვენ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება თანმიმდევრულად, ეს არის ყოველთვის მისი დამსახურება პირველ რიგში და მომავალშიც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი განაპირობებს ქვეყნის სტაბილურ წინსვლას და განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები