ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

მამა შალვა კეკელია მიმართვას ავრცელებს

ძმის გარდაცვალების შემდეგ, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. სასულიერო პირმა ყველას მადლობა გადაუხადა, ვინც მძიმე წუთებში გვერდით ედგა და ამხნევებდა.

„ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს გამოხატული თანაგრძნობისთვის, სიკეთეში და სიყვარულში გადამეხადოს თქვენთვის. ძალიან მიყვარხართ!!!“ – წერს მოძღვარი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეონა აქუბარდია – ფაქტია, რომ კიდევ უფრო გაიზრდება წნეხი, რომ ხალხმა დააბრუნოს საქართველო კონსტიტუციურ სივრცეში

ფაქტია, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება სანქციები ივანიშვილის რეჟიმის მიმართ და კიდევ უფრო გაიზრდება წნეხი მათ მიმართ, რომ ქართველმა ხალხმა დააბრუნოს საქართველო კონსტიტუციურ სივრცეში და იმ ცივილიზაციურ არჩევანში, საიდანაც ივანიშვილმა ეს ქვეყანა გაიყვანა, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. თეონა აქუბარდიას კითხვა დაუსვეს ესტონეთის პარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ განცხადებაზე. „გარდა იმისა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის, ეს არის ქვეყანა, რომელმაც გაწყვიტა ურთიერთობები ივანიშვილის რეჟიმთან და, მათ შორის, საგულისხმოა, რომ შვედეთის შემდგომ მეორე ქვეყანაა, რომელმაც საპარლამენტო ურთიერთობებიც გაწყვიტა არალეგიტიმური პარლამენტისა და რეჟიმიდან გამომდინარე. მოწოდება სანქციებთან დაკავშირებით, ისევე როგორც დამატებითი მუშაობა ევროკავშირის ფარგლებში, არის იმ მხარდაჭერის გამოვლინება, რომელსაც ესტონეთი ქართველ ხალხს უცხადებს. შესაბამისად, რაც არ უნდა ბოდვითი აშლილობის ფრაზები მოვისმინოთ ივანიშვილის რეჟიმისგან, ფაქტია, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება სანქციები ივანიშვილის რეჟიმზე და კიდევ უფრო გაიზრდება წნეხი მათზე იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა დააბრუნოს საქართველო კონსტიტუციურ სივრცეში და იმ ცივილიზაციურ არჩევანში, საიდანაც ივანიშვილმა ეს ქვეყანა გაიყვანა“, – განაცხადა აქუბარდიამ.

დონალდ ტრამპი – სი ძინპინმა დამირეკა, ვფიქრობ, კარგი ურთიერთობა გვექნება, იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სინ ძინპინი ამერიკას რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში დაეხმარება. „სი ძინპინმა დამირეკა. ვფიქრობ, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვექნება. ჩვენ მუდამ კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვიმედოვნებთ, რომ კარგად ვიმუშავებთ და შევთანხმდებით. იმედია, ჩინეთი დაგვეხმარება ომის შეჩერებაში, კერძოდ, რუსეთ-უკრაინის ომის, რადგან მათ დიდი გავლენა აქვთ ამ სიტუაციაზე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას. ამასთან, დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობაზეც ისაუბრა. „ ერთადერთი, რაც გვინდა, სამართლიანობაა. გვსურს თანაბარი პირობები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი: მინდა, რაც შეიძლება, მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ომი, მილიონობით სიცოცხლე იკარგება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ  შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას ისაუბრა. „მინდა, რაც შეიძლება, მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ეს ომი. ეს არ არის ეკონომიკური მიზეზის გამო. ეს იმიტომ, რომ მილიონობით სიცოცხლე იკარგება“, – აღნიშნა ტრამპმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მან რუსეთ-უკრაინის ომი „სასაკლაოდ“ მოიხსენია და დასძინა, რომ მსგავსი სცენები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ბირთვული რესურსის შემცირების საკითხზეც. „მე გეტყვით, რომ პრეზიდენტ პუტინს ძალიან მოეწონა ბირთვული რესურსების შემცირების იდეა. ვფიქრობ, რომ დანარჩენ მსოფლიოსაც დავითანხმებდით ამაზე. ვფიქრობ, ჩინეთიც შემოგვიერთდებოდა. ჩინეთსაც მოეწონა ეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

“ახალ თეატრთან” მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი დასრულებულია

"ახალ თეატრთან" მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი დასრულებულია. არტისტებმა დღევანდელ საპროტესტო აქციაზე განაცხადეს, რომ "ახალი თეატრი" გადის რეგიონებში, რათა ხმა ყველას მიაწვდინონ. ამავე აქციაზე, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა მანიფესტზე შეკრებილებს უთხრა, რომ დღემდე ეცადნენ დიალოგი ჰქონოდათ პროკურატურასთან, თუმცა საგამოძიებო უწყებამ ისინი არ შეიმჩნია. "ახალი თეატრის" დასის წევრები, მათი კოლეგის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

30 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა

ლოს ანჯელესის რეგიონში სწრაფად გავრცელებადი ხანძრის ახალი კერა წარმოიქმნა. ხანძრის საფრთხის გამო 30 ათასი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა. ხანძარი გაჩნდა ქალაქ ლოს ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთით 70 კილომეტრში, მთიან ზონაში, რომელიც რამდენიმე საცხოვრებელ უბანს და სკოლას ესაზღვრება. არცერთი სახლი და ბიზნესი ამ დროისთვის არ დაზიანებულა და ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს იმედი, რომ ხანძარი კონტროლს დაექვემდებარება. ხანძრის ზონაში ქარის სიჩქარე დაახლოებით 30-50 კმ/სთ იყო და არ გამორიცხავენ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ბოლო სიახლეები