,,თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება, ერის შემოტრიალება, ტაძრების აშენება, ამდენი ნათლული, რომლიბიც თქვენი უსაზყვრო სიყვარულით დაიბადნენ,სასულიერო პირების გამრავლება, სემინარიების და აკადემიების გახსნა, დაუღალავი ლოცვა, უძილო ღამეები ერზე ფიქრში გატარებული და რომ ჩამოვთვალე ის ყველაფერი რაც თქვენ ჩვენ ქვეყნისთვის გიკეთებიათ ალბათ მთელი დღე დამჭირდება ამ ყველაფრის დასაწერად… ეშმაკი ცილისმწამებელია, მას მხოლოდ ცილისწამება შეუძლია, ვაი იმ ადამიანებს ვისაც ეშმაკი საკუთარ იარაღად გამოიყენებს… თქვენო უწმიდესობავ მთელი ერი, თქვენი სამწყსო, რომლის კეთილი მწყემსი ბრძანდებით, ქრისტეს დედა ეკლესიის და თქვენს გვერდით ვართ… გვიყვარხართ თქვენო უწმიდესობავ”- წერს მამა შალვა.
მამა შალვა-თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება
დავით სონღულაშვილი – ჩინეთში ხელს მოვაწერთ რამდენიმე მემორანდუმს, რაც შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქვეყანას, მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა, გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე მემორანდუმს. ამის შესახებ დავით სონღულაშვილმა ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ხელი ეწერება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.„მემორანდუმი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას. ამ მიმართულებებით თანამშრომლობა და ახალი შესაძლებლობების გაჩენა ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით. შინაარსობრივ ნაწილში გარემოს დაცვის მიმართულებით არის ნარჩენების მართვასთან, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული საკითხები, გამოცდილებების გაზიარება ეკოტურიზმთან მიმართებით, ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით, კიდევ ბევრი სხვა მიმართულებების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება თანამშრომლობის. ეს ყველაფერი გვაძლევს სამინისტროების დაახლოების შესაძლებლობას. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ჩვენსა და ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმის გაფორმება, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეხსნება ქათმის ხორცის ექსპორტთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა. ამ მიმართულებით ეს არის ჩინეთის მხრიდან აღიარება სურსათის სააგენტოს აქტიური თანამშრომლობის და, შესაბამისად, მათი ხარისხის სანდოობის მიმართ. სოფლის მეურნეობაში ასეთი შესაძლებლობები ჩვენს ქვეყანას აძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
რევაზ სოხაძე – საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით
საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართულები და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით.„მონაწილეობას ვიღებთ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში, ეს არის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზოგადად, ორ სახელმწიფოს შორის აქტიური ურთიერთობა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული კუთხით. იცით, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართულები და ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივად კიდევ უფრო გაღრმავდება. ეს ვიზიტი სწორედ ამას ემსახურება – ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1952 წელს დაბადებული მ.ნ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა, ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა.სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გრიპის ვირუსს ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს
ექიმი, ივანე ჩხაიძე საზოგადოებას მიმართავს:მისი თქმით, გრიპის ვირუსი  პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი.„გრიპის ვირუსი წარმოადგენს იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. ნოემბერში, ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.მისი განმარტებით, მოსალოდნელია, რომ შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში.„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“ – საპატრიარქო მიტროპოლიტ სერაფიმეზე
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“, - აცხადებენ საპატრიარქოში.
