ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

მალხაზ თოფურია – ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა თავისი განცხადებებით რუსეთს 2008 წლის ომში ეკოდანაშაულის უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს

რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების პროცესში ტალიავინის დასკვნის პროექტში ეწერა ეკოდანაშაულიც, რომელიც არის ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდება, თუმცა ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ეს უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ აფხაზეთის ომის ვეტერანმა, მალხაზ თოფურიამ განაცხადა.

მისი თქმით, ტალიავინის დასკვნაში მსგავსი ჩანაწერი რომ მოხვედრილიყო, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ რამდენიმე მილიარდის გადახდა დაეკისრებოდა.

„ტალიავინის კომისიამ მუშაობის პროცესში რუსეთის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული გამოკვეთა. ამ კომისიის მუშაობის შედეგად, რუსეთს ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული მიუძღვის არაადეკვატური ძალის გამოყენების ნაწილში, ასევე პროექტში ეწერათ, რომ რუსეთმა ეკოდანაშაული ჩაიდინა – ეს არის ბორჯომის ხე-ტყის პარკის დაწვა. რუსეთს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყანას მოუწევდა, ეკოდანაშაულის ჩადენაზე რამდენიმე მილიარდის, რამდენი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, საქართველოს სასარგებლოდ გადახდა მოუწევდა. და უცებ, ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი გამორბიან ყველა არხზე, ყველა მიკროფონთან და აცხადებენ, მადლობა წაღვერის მოსახლეობას, რომ არ გათქვეს, რომ იქ ტექნიკას ვმალავდით და რაღაცებს ვინახავდით. მანამდე, არც კეხვის, არც თამარაშენის სოფელი არ გახსენებიათ. ტალიავინის კომისიას ეს მასალა წარედგინა და რუსეთს ეკოდანაშაულზე ბრალდება მოეხსნა. როდესაც შენ მწვანე საფარს იყენებ საბრძოლო მასალების შესანახად, სამხედრო სამართალშია ასეა, პასუხისმგებლობისგან ის თავისუფლდება. ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს ეს უმძიმესი ბრალდება მოუხსნეს,“ – განაცხადა მალხაზ თოფურიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტობიას კრემერი -„ქართულ ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს სინათლის, რადგან იციან, რომ მათ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს ეშინია სინათლის, რადგან მათ იციან, რომ მათ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატებიდ დროს განაცხადა.მისი თქმით, 400-ზე მეტია საქართველოში ჟურნალისტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე რიგით მოქალაქეებს, აკავებენ და წამებენ. კრამერმა ასევე აღნიშნა, რომ თავისუფალი პრესისა და თავისუფალი საზოგადოების შუქი ტირანიის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღია.“მედიის თავისუფლება ფუფუნება არ არის. ეს დემოკრატიული აუცილებლობაა. ის ანათებს იქ, სადაც კორუფცია და ავტოკრატია იმალება. და სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ მზია ამაღლობელი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ჟურნალისტი, 150 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დააპატიმრა.და ეს არ არის ერთეული შემთხვევა. 400-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი, ოპოზიციის წარმომადგენელი, ასევე რიგითი მოქალაქე, დააკავეს, აწამეს ან დააპატიმრეს. კოლეგებო, მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს ეშინია სინათლის, რადგან მათ იციან, რომ მათ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა.ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ქართველებს ის არ სურთ და პუტინის რეჟიმის ჩრდილშია, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, დაშინებას, მანიპულირებას, რადგან იცის, რომ ქართველები არასდროს აირჩევენ ისე ცხოვრებას, როგორშიც რუსები ცხოვრობენ.კოლეგებო, თავისუფალი პრესისა და თავისუფალი საზოგადოების შუქი ტირანიის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღია. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოვიდეს ჩრდილიდან, მოხსნას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები და ქართველ ხალხს მისცეს საშუალება, თავისუფლად აირჩიოს თავისი მომავალი სინათლეში.”- განაცხადა მან.ცნობისთვის, ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები მიმდინარეობს.ევროპარლამენტარები თემაზე: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მსჯელობენ. ამასთან, ხვალ ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან რეზოლუციას: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.

ტიერი მარიანი – ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ზიზღს და სურვილს, მოიშოროს საქართველოს მთავრობა, ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის

ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ზიზღს და სურვილს, მოიშოროს საქართველოს მთავრობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ევროპარლამენტში დებატებისას განაცხადა.ტიერი მარიანის თქმით, ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის.„მედიის თავისუფლება არ ნიშნავს ზედმეტ უფლებას და არც არის ალიბი უცხოური ჩარევისთვის. მოდით, ვნახოთ, რას აკეთებს პარლამენტი ამ დებატებში. ქალბატონ მზია ამაღლობელს ასამართლებენ, რადგან 12 იანვარს მან საკუთარ ქვეყანაში პოლიციელს სილა გააწნა. მას განსჯიან ისინი, რომლებიც მის სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ და მე ვფიქრობ, რომ აქ რასაც ვხედავთ, არის ევროკავშირის ობსესია საქართველოს მიმართ და ბრიუსელის ზიზღი ამ ხალხის უფლებებისა და სუვერენიტეტისადმი.მოდით, ნათლად ვთქვათ – თქვენ გინდათ, მოიშოროთ საქართველოს მთავრობა, გადააყირავოთ ისინი და ნებისმიერი საბაბი გამოგადგებათ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ვნახეთ განმეორებითი ჩარევა – ჩარევის მსგავსი, რომელსაც ქართველები 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადიოდნენ. გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გარე ინტერესების მიერ ფინანსდებიან და მათი იქ ყოფნის ერთადერთი მიზანი არის საქართველოს დესტაბილიზაცია. ქართველები ამას არასოდეს დაუჩოქებია, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუმალავთ მთავრობის დესტაბილიზაციის სურვილი 1990-იანი წლებიდან. ვნახეთ ეს უზარმაზარი დაფინანსება, რომელიც ჩადებულია მებრძოლ სტრუქტურებში ჟურნალისტიკისა და ადამიანის უფლებების ნიღბის ქვეშ. ამან შეასუსტა ამ ქვეყნის ინსტიტუტები. ქართველებს არ სჭირდებათ არავის ჩარევა, არც მოსკოვის და არც ბრიუსელის“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.

გთხოვთ გავავრცელოთ-27 წლის ნოდარ ნაცვლიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

27 წლის ნოდარ ნაცვლიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ნოდარ ნაცვლიშვილს 2023 წელს დაუდასტურდა მწვავე მიელოიდური ლეიკემია (AML). დიაგნოზის მიღებისთანავე ოჯახმა დაუყოვნებლივ დაიწყო მკურნალობა. საქართველოში ჩატარებული ქიმიოთერაპიების შემდეგ ნოდარ ნაცვლიშვილი გადაიყვანეს სტამბოლის Florence Nightingale Hospital-ში, სადაც ჩაუტარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია.დაავადებამ რეციდივი განიცადა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული გახდა.ანალიზებისთვის საჭიროა 20 000 დოლარი, მკურნალობის კურსი კი შეადგენს 200 000 დოლარს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშებზე:🔸„საქართველოს ბანკი“: GE09BG0000000100913919მიმღები:  მარიამ ოდიკაძე.🔹„თიბისი“ ბანკი: GE32TB7456545064300016მიმღები: ნინო ნაცვლიშვილი.

აშშ-ის ავიამზიდი USS Ford მომდევნო კვირაში ისრაელის სიახლოვეს, ხმელთაშუა ზღვაში განთავსდება

აშშ-ის ავიამზიდი USS Ford მომდევნო კვირაში ისრაელის სიახლოვეს, ხმელთაშუა ზღვაში განთავსდება. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.ეს მესამე ავიამზიდია, რომელიც ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე, კონფლიქტის ზონის სიახლოვეს აშშ-მა გადაიყვანა.ამასთან, გზაშია კიდევ ერთი ავიამზიდი, რომელიც სავარაუდოდ „კარლ ვინსონს“ ჩაანაცვლებს.

ავარია სამეგრელოში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

სამეგრელოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჭალადიდი ფოთის დამაკავშირებელ გზაზე.ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები. შემთხვევის გამო, მოძრაობა დროებით შეფერხებულია.ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები.

ბოლო სიახლეები