ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

მაკრონი: დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტარიფების დაწესების შესახებ სასტიკი და უსაფუძვლოა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტარიფების დაწესების შესახებ სასტიკი და უსაფუძვლოა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო ვაჭრობისთვის შოკის მომგვრელია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავაჭრო დისბალანსი საბაჟო ტარიფების დაწესებით არ გამოსწორდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ აშშ ყველა ქვეყანას საპასუხო ტარიფებს დაუწესებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები შემდეგნაირად გამოიყურება: ევროკავშირი 20%, ვიეტნამი 46%, ტაივანი 32%, იაპონია 24%, ინდოეთი 26%, სამხრეთ კორეა 25%, ტაილანდი 36%, ჩინეთი 34% და ა.შ.

„აშშ ვერ გააგრძელებს ეკონომიკური დათმობის ცალმხრივ პოლიტიკას. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხალხზე და უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ხალხზე უნდა ვიზრუნოთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნოდარ მუსერიძე: 3 თვე მხოლოდ გამხმარი პურის ქერქით ვიკვებებოდი, საწოლზე მატრასი არ გვქონდა, ერთი ნაჭერი იყო და ჩვენი ტანისამოსის დაფენის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, 2006 წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა ნოდარ მუსერიძემ ისაუბრა.მან მისი და ლევან ჯაფარიძის დაკავების ეპიზოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარი იყო დაკავების მიზეზი."მე და ლევან ჯაფარიძე დაგვაკავეს, მე მოქმედი კომისიის წევრი ვიყავი ცესკოსი და ლევან ჯაფარიძე მაშინ უკვე მემარჯვენეების წევრი იყო. დაკავების მიზეზი ჩვენთვის გაუგებარი იყო. მიზეზი რა გვითხრეს, რომ 2007 წელს ჩატარდა რაღაც პრივატიზაცია, სადაც ჩვენ ვითომ ინტერესი გვქონდა და მერე 2007-ში ის არასწორად ჩატარდა და 2008-ში დაგვიჭირეს, ერთი წლის შემდეგ და რომ მიჭერდნენ, მაგას გეპეისთან ვაკავშირებ და გეტყვით რატომ, მე ვეკითხები 3 საათი იყვნენ შემოსული, 60 კაცი შემოვიდა დასაჭერად და მეუბნება მუხლებს, გავიგე მეთქი ეს და მე რა შუაში ვარ-თქო რაც მომიყევი მეთქი და გამომძიებელი მეუბნება, რომ სად მუშაობდიო? მე ვუთხარი გეპეიში - ახლა სად მუშაობო? ცესკოშითქო. ხომ ხვდები რატომაც გიჭერთო?3 თვე მე მხოლოდ ვიკვებებოდი გამხმარი პურის ქერქით. 85 კილო ვიყავით რომ დამიჭირეს და 63 კილო გამოვედი. საწოლზე მატრასი არ გვქონდა, ერთი ნაჭერი იყო და ჩვენი ტანისამოსის დაფენის საშუალებასაც არ გვაძლევდნენ. ამის მერე ნერვის ქრონიკული ანთება მაქვს, მიჭირს სიარული," - აღნიშნა ნოდარ მუსერიძემ.

დიმიტრი პესკოვი – სტამბოლში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები ორმხრივი ურთიერთობის დარეგულირებასა და ნორმალიზაციას ეხებოდა, უკრაინის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა

სტამბოლში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები დასრულდა, ამერიკელმა დიპლომატებმა რუსეთის გენერალური საკონსულო დატოვეს.ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.რუსეთისა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებები დაახლოებით ექვს საათს გაგრძელდა, სადილზე შესვენების ჩათვლით. შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.მოლაპარაკებებზე მოსკოვს აშშ-ში რუსეთის ელჩი ალექსანდრ დარჩიევი წარმოადგენდა, ვაშინგტონს – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოულტერი. დელეგაციების შემადგენლობაში იყვნენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებების თანამშრომლები.როგორც კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, სტამბოლში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით გამართული მოლაპარაკებები მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირებასა და ნორმალიზაციას ეხებოდა.დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის საკითხი მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ დაუყენებიათ.მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სტამბოლში მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ არის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები ან უკრაინის საკითხი. უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს მოლაპარაკებები მხოლოდ აშშ-რუსეთის საელჩოების ფუნქციონირებას ეხება.

სოზარ სუბარი: როდესაც ქართველი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ, როდესაც მათი ცხედრები დასაფლავებულიც კი არ იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, ამ დროს, კეზერაშვილი მრავალმილიონიან...

„როდესაც ქართველი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დასაფლავებულიც კი არ იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, ამ დროს, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი დადიოდა და მრავალმილიონიან ბრილიანტებს ყიდულობდა, მისი მოადგილე კიდევ სავარაუდოდ მიწების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული“- განაცხადა კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.ვიცე-სპიკერის თქმით, ბათუ ქუთელია ის ადამიანია, რომელმაც „ჰუმან რაითს ვოჩს“ მისცა ჩვენება, რომ ქართული ჯარი ისროდა კასეტურ ბომბებს ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობის და მოწინააღმდეგის მიმართულებით.მისივე თქმით, სწორედ ესენი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაული და დღეს ცდილობენ, ანწუხელიძის და ომში დაღუპული სხვა გმირების სახელს ამოეფარონ.„ოპოზიციამ ამბავი რომ ატეხა, რომ თითქოს ჯარისკაცების გასამართლების მიზნით შეიქმნა ეს კომისია. ბათუ ქუთელიაა თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ომის დღეებში, როდესაც ქართველი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ ჩაგდებული და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად. როდესაც ქართველი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დასაფლავებულიც კი არ იყო და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, პატრიარქის და ეკლესიის მზრუნველობა რომ არ ყოფილიყო, ამ დროს, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი დადიოდა და მრავალმილიონიან ბრილიანტებს ყიდულობდა, მისი მოადგილე კიდევ სავარაუდოდ მიწების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და ბუნებრივია, მათ არ ეცლებოდათ არც ტყვე ჯარისკაცებისთვის და არც ცხედრების დასაფლავებისთვის. ეს არის სამწუხარო რეალობა და ეს ბატონი ბათუ ქუთელია ის ადამიანია, რომელმაც „ჰუმან რაითს ვოჩს“ მისცა ჩვენება, თუ დააბრალა, თუ რაც ჰქვია, რომ ქართული ჯარი ისროდა იმ კასეტურ ბომბებს ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობის და მოწინააღმდეგის მიმართულებით, რომელიც აკრძალული არის ჟენევის საერთაშორისო კონვენციით და რომლის გამოყენებაც წარმოადგენს ომის დანაშაულს. სწორედ ესენი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც ქართულ ჯარს, ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დანაშაული და დღეს ცდილობენ, რომ ანწუხელიძის და ომში დაღუპული სხვა გმირების სახელს ამოეფარონ.“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხვალინდელ სხდომაზე გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია არიან დაბარებული

“ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 11 აპრილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია არიან დაბარებული.ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.„ხვალისთვის დაბარებულები არიან გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია, ორივესთვის ცნობილია. დადასტურებული აქვთ, რომ იციან, რომ მოწვეულნი არიან კომისიის წინაშე. ასევე, ხვალ გვყავს მოწვეული სოსო რობაქიძე, რომელიც არის ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა. ასევე, ხვალ, ჩვენ მოვისმენთ აფრასიძეების ცნობილ საქმეს“, -განაცხადა წულუკიანმა.

კარლო კოპალიანი: ხშირად ამბობენ, [გიული ალასანიამ] მიზერულ ფასში მიითვისა ეს ქონებაო. მე ვიტყვი, რომ ყოველგვარი თანხის გარეშე წაიღო ეს მრავალმილიონიანი ქონება. 2006 წლის შეფასებებით,...

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, აცხადებს, რომ „ყველანაირი პირობა პრივატიზაციის დარღვეულია. დარღვეულია აუქციონზე პირობების დადგენის პირობები; კანონდარღვევაა ქონების შეფასებისას; კანონდარღვევაა ინფორმაციის გამოქვეყნებისას და პრივატიზებული ვალდებულებების შესრულების ჩათვლისა და საკუთრების მოწმობის გაცემისას“.„კანონი გვეუბნება, რომ ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს შეძენილი ქონების ღირებულების დაფარვა, რომლის შემდეგ გაიცემა დამადასტურებელი მოწმობები. ჩვენ გვაქვს დადგენილება, რომლის მიხედვითაც საპრივატიზაციო თანხის გადახდა აუქციონის ჩატარებიდან 1 წლის განმავლობაში შემდეგი გრაფიკით დაევალა, ანუ შეღავათი გაეწია საქართველოს უნივერსიტეტს: 2008 წლის 30 სექტემბრამდე თანხის 25%, 2008 წლის 30 დეკემბრამდე კიდევ 25%, 2009 წლის 30 მარტამდე 25%, ხოლო დარჩენილი თანხა 2009 წლის 30 ივნისამდე უნდა დაფარულიყო. შემდეგ არსებობს იმის დოკუმენტი, რომ ეს თანხები დაფარულია. ჩვენ ვერ მოვიძიეთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ეს თანხა ჩაირიცხა საქართველოს ბიუჯეტში, რის შემდეგაც გაიცა საკუთრების მოწმობა, თუმცა, არსებობს ცნობები, როცა მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო წერს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, რომ ეს თანხა ჩარიცხულია და გთხოვთ გასცეთ მოწმობა.აი, აქ არის ძალიან საინტერესო საკითხი, ნამდვილად იყო ჩარიცხული თუ არ იყო ჩარიცხული და როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მიზერულ ფასში აიღო, მიითვისა ეს ქონებაო. მე ვიტყვი უფრო სხვანაირად, საერთოდ ყოველგვარი თანხის გარეშე წაიღო ეს მრავალმილიონიანი ქონება. ჯერ კიდევ მაშინ, 2006 წლის შეფასებებით, ჩვენი უხეში დათვლებით, ეს იყო დაახლოებით 30 მილიონის ქონება. ამ ქონების წაღებამ წარმოუდგენელი ზარალი მიაყენა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ფაქტობრივად წელში გამართული იყო, ფეხზე იდგა და რა მოხდა? 32 ათასი სტუდენტი განახევრდა ერთ თვეში. როგორც კი ავტორიზაცია შეუჩერეს 32 ათასი სტუდენტი გახდა 15 ათასი სტუდენტი. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, მის შემდგომ იქ მოსულ თაობებს და განსაკუთრებით, ბოლოს მისულ რექტორატს, რომ უნივერსიტეტი დაჰბრუნებოდა მართლაც იმ სახელოვან წარსულს, როგორც იყო ადრე“.-განაცხადა კარლო კოპალიანმა.

ბოლო სიახლეები