სწრაფი კვების უმსხვილესი ქსელი მაკდონალდსი რუსეთის მასშტაბით ყველა რესტორანს დროებით ხურავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სწრაფი კვების ქსელი დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. რუსეთში მაკდონალდსის 850 რესტორანში 62000 მოქალაქეა დასაქმებული.
„ჩვენ ვუერთდებით პროტესტს რუსეთის წინააღმდეგ. ვგმობთ ძალადობას და ვლოცულობთ მშვიდობისთვის“, – განაცხადა მაკდონალდსის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის კემპჩინსკიმ.