სამშაბათი, მარტი 31, 2026

მაკა ვასაძე – არ ვეთანხმები ეთიკის კომისიის განცხადებას, ჩვენი, პედაგოგების მოვალეობაა, ყველანაირი ხერხი გვეხმარა, რომ ამ პროტესტს სხვა ფორმა მიეღო, როგორ შეიძლება, შენს სტუდენტს პოლიცია გამოუძახო

მე არ ვეთანხმები ეთიკის კომისიის განცხადებას, რადგან ჩვენი, მათი პედაგოგების მოვალეობაა, ყველა გზა და ყველანაირი ხერხი გვეხმარა, რომ ამ პროტესტს სხვა ფორმა მიეღო, – ამის შესახებ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა,  მაკა ვასაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ ასე მოხდა თსუ-ში, მაგრამ თსუ-ს რექტორმა არავითარ შემთხვევაში არ შეუშვა პოლიცია. თქვა, თვითონ მოვაგვარებ ჩემ უნივერსიტეტში ამ პრობლემასო. ასე მოხდა აკადემიაშიც და ადგნენ ის სტუდენტებიც. ეს ჩვენი, ყველას ბრალია. ეს არ არის მარტო ვთქვათ, რექტორის, მისი თანაშემწის და სხვადასხვა ინსტანციის ბრალი, ეს ყველა ჩვენგანის, ჩემი ბრალიც არის. როგორ შეიძლება, შენს სტუდენტს პოლიცია გამოუძახო, თან სამჯერ, ზედიზედ? ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, გიორგი შალუტაშვილისთვისაც მიუღებელია. მე არ ვიცი, ვის მოუვიდა ეს თავში და ვინ გამოიძახა პოლიცია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. საფლავებში ტრიალებენ ახლა ჩვენი წინაპრები, რადგან ისინი ყოველთვის ახერხებდნენ ყველა სიტუაციის მოგვარებას საბჭოთა კავშირის დროს“, – განაცხადა ვასაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – 31 მარტი უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა, 1991 წელს საქართველომ, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ, მსოფლიოს გასაგონად საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა...

31 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეული დღეა! 1991 წლის 31 მარტს გაიმართა საყოველთაო რეფერენდუმი, რომელშიც სრულიად საქართველომ – მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ – ერთსულოვნად, მსოფლიოს გასაგონად, საქართველოს სუვერენულ მომავალს მისცა ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს.მისი შეფასებით, 31 მარტის რეფერენდუმმა შექმნა ურყევი სამართლებრივი საძირკველი, რომელსაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება.„ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ ამ ფასდაუდებელ მონაპოვარს, ღირსეულად დავიცვათ და გავაძლიეროთ სახელმწიფოებრიობა, რომელიც 1991 წლის რეფერენდუმმა განამტკიცა“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

სეიედ ალი მოჯანი: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული – დონალდ ტრამპის პოლიტიკა და მისი შედეგები პატარა ქვეყნებისთვის საფრთხე რეალურია

,,დონალდ ტრამპისა და ამერიკის პოლიტიკის შესახებ ერთ ფაქტს ვერავინ უგულებელყოფს: როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს. დღეს ნიშნები აშკარაა: საექსპორტო გზების შეფერხება, კაპიტალის გადინება და საზოგადოების მზარდი შფოთვა გამომფიტავი ომის შედეგების გამო, აგრეთვე ესკალაციის რისკები, მათ შორის ამერიკის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე — ეს ყველაფერი პატარა ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებთა წინაშე დგას. ახლა, ომის ოცდამეთორმეტე დღეს, თეთრი სახლი იმასაც კი განიხილავს, რომ ამ კონფლიქტის ხარჯების ირანის სამხრეთით მდებარე ქვეყნებს დაეკისროთ. სწორედ ეს არის ის წერტილი, სადაც მოკლევადიანი გადაწყვეტილებები და მცდარი გათვლები გრძელვადიან გამოწვევებად იქცევა. ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ. ეს მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჯო ბაიდენიც პერიოდულად მისდევდა, როცა ხსნიდა ახალ ფრონტებს. დღეს კი თვით ნატოს ზოგიერთი მოკავშირე „ვაშინგტონთან დისტანციის შენარჩუნების პოლიტიკას“ ირჩევს. ყურადღება მივაქციოთ ამ ფრაზას: არცერთი ქვეყანა არ არის დაცული რეგიონული კრიზისის შედეგებისგან. კრიზისი ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს''-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა.კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.9 აპრილს უმაღლესი საბჭოს სესიაზე მიიღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. 1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები.ამასთან, დღეს ასევე არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, რომელსაც 87 წელი შეუსრულდებოდა.

ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.„ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას შეახსენებს, რომ ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე. „კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია.ეროვნული სატყეო სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან გასული წლების მსგავსად, თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი სანქციები”, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი – ბზის ალურა.ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

რუბიო: ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს – ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალსა და წევრი ქვეყნების პასუხისმგებლობებზე განცხადება გააკეთა. რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელზე უნდა იყოს დაფუძნებული.სახელმწიფო მდივნის თქმით, ალიანსის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია ყველა წევრის თანაბარ ჩართულობასთან.„საბოლოო ჯამში, ყველაფერი ძალიან მარტივია. ნატო არის ალიანსი, ალიანსი კი ნიშნავს, რომ ის ურთიერთხელსაყრელი უნდა იყოს. ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ვიმედოვნებ, რომ ამის გამოსწორებას შევძლებთ“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.  

ბოლო სიახლეები