საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ქართველი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ფინალში ლუკა კორეელ კიმთან დამატებით დროში დამარცხდა.
დღესვე ტურნირზე მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი კორეელ ლისთან ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
რეპეჟაში დამარცხდენენ ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) და ზაურ დვალაშვილი (81 კგ). ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ), კოტე კაპანაძე (81 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) კი გარნდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პირველ თებერვალს გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალურ ბლოკში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მურად ჩოპანოვს იპონით მოუგო. 2024 წელს პარიზში საქართველოს ნაკრებმა 13 ძიუდოისტით იასპარეზა და მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალს გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) დაეუფლა.