კვირა, მაისი 18, 2025

ლუის ენრიკე: ხვიჩა კვარაცხელიას აქვს ინტელექტი და თავმდაბლობა იმისთვის, რომ ყველაფერზე ადაპტირდეს

ლუის ენრიკე: ხვიჩა კვარაცხელიას აქვს ინტელექტი და თავმდაბლობა იმისთვის, რომ ყველაფერზე ადაპტირდეს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

როდემდე გაგრძელდება ცვალებადი ამინდები? – სინოპტიკოსის პროგნოზი

"საქართველოში მომდევნო კვირა ნაკლებ ნალექიანი იქნება, თუმცა მაისის ბოლომდე შედარებით დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება", - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების  უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა."18 მაისის ღამის საათებში, შავი ზღვის სანაპიროზე და დასავლეთ საქართველოში, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.მაღალი ტემპერატურის ფონი იყო გუშინ, დღისით +30-32 გრადუსი, დაიკლო დღეს, ტემპერატურის დაკლება გაგრძელდება 19 მაისის ჩათვლით, ამიტომ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერების გამო, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან, ნალექი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შეწყდება და გამოიდარებს, მათ შორის, დედაქალაქში.კვირის განმავლობაში შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების მოქმედება მკვეთრად შესუსტდება. აქტიური იქნება სამხრეთიდან თბილი ჰაერის გადმოტანა.ამ კვირის განმავლობაში, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მცირე ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით, მათ შორის, დედაქალაქშიც", - განაცხადა დოდო გვაზავამ.

საშიში კრიმინალური დაჯგუფება “764” ინტერნეტში – სათამაშო პლატფორმები, რომლის გამოყენებით ასობით ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციის, ბულინგის, გამოძალვისა და თვითდაზიანების სამიზნე გახდა.

47 წლის რიჩარდ დენსმორი ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისთვის უკვე 30 წლიან სასჯელს იხდის. მიჩიგანის შტატში მცხოვრები მამაკაცი ნეონაცისტური და ძალადობრივი ქსელის ერთ-ერთი გავლენიანი წევრია. "764" - ასე ჰქვია ინტერნეტ სივრცეში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც სამიზნე ობიექტებს სოციალურ ქსელებსა და პოპულარულ სათამაშო პლატფორმებზე არჩევს. ისინი აკვირდებიან მოზარდებს X-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და განსაკუთრებით ონლაინ თამაშებში."რობლოქსი", "მაინქრაფთი", "დისქორდი" - ეს იმ სათამაშო ინტერნეტ პლატფორმების არასრული ჩამონათვალია, რომლის გამოყენებით ასობით ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციის, კიბერბულინგის, გამოძალვისა და თვითდაზიანების სამიზნე გახდა. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი და გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს საგანგაშო გაფრთხილებას მშობლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით: გამოძიების ინფორმაციით, 9-დან 16 წლამდე ასაკის გოგონები და ბიჭები შესაძლოა გახდნენ კიბერ თავდასხმის პოტენციური მსხვერპლები. დაჯგუფება სახელწოდებით "764" ბავშვებთან კომუნიკაციის დასამყარებლად სწორედ პოპულარულ ინტერნეტ თამაშებს იყენებს.15 წლის გოგონას დედა ჰყვება, თუ როგორ აიძულებდნენ მის შვილს ჯერ შინაური ცხოველის მოკვლას, შემდეგ კი თვითდაზიანების მიყენებას. დაჯგუფების წევრებმა მას სხეულზე დანით ორგანიზაციის სახელწოდების - "764"-ის ამოტვიფვრაც აიძულეს.კიდევ ერთი მსხვერპლი ადასტურებს, რომ მოზარდს "764"-ის წევრებმა, სხვა დავალებებთან ერთად, თვითმკვლელობისთვის ინსტრუქცია გაუგზავნეს. გამოძიების ფედერალური ბიურო განგაშის უმაღლეს ზომას აცხადებს.უფროსი გამომძიებელი დევის სკოტი, რომელიც კოორდინაციას უწევს დანაშაულებრივ ქსელთან დაკავშირებულ საქმეებს, ამბობს, რომ "764"-ის სახელით ცნობილი ტრანსნაციონალური დაჯგუფება, თავისი მასშტაბით, უპრეცედენტო საფრთხეს წარმოადგენს.სათამაშო პლატფორმებზე შექმნილ ჯგუფებში და დახურულ "ჩათებში", მოზარდები ზოგჯერ საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ. ხშირად, თამაშში მათ უცხო ადამიანებიც უერთდებიან და პოტენციური დამნაშავის პირველი კონტაქტიც, შესაძლოა სწორედ, ერთი შეხედვით უწყინარი თამაშის დროს მოხდეს. ონლაინ თამაშები მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მსგავსად, პოპულარულია საქართველოშიც.როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა, რომ ონლაინ თამაშებში ჩართული მისი შვილი შესაძლოა დამნაშავის ერთ-ერთი სამიზნე იყოს. მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგი, ელენე ყიფიანი იმ მთავარ ფაქტორებზე საუბრობს, რომელიც ოჯახისთვის განგაშის სიგნალი უნდა გახდეს.ინტერნეტ სივრციდან მომდინარე საფრთხეების შემცირება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვისაც. "764"-ის სახელით მოქმედი, საერთაშორისო ქსელის საქმიანობა საქართველოში არ ფიქსირდება, თუმცა საგამოძიებო სამსახურში გვეუბნებიან, რომ ინტერნეტ სივრცეში განსაკუთრებით გახშირდა მოზარდების მიმართ შანტაჟის, მუქარისა და სექსუალური ექსპლუატაციის ფაქტები. უწყება, მანდატურის წარმომადგენლებთან ერთად სკოლებში პრევენციულ ღონისძიებებსაც ატარებს. მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს უტარებენ ტრენინგს, თუ როგორ უნდა დაიცვან ბავშვები."მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვიპოვით და პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც დაუცველი ბავშვების შემზარავ ტერორშია ჩართული" - ეს შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის სიტყვებია. ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი ლიდერი გასულ კვირას დააკავეს - ერთი შეერთებულ შტატებში, ერთი კი საბერძნეთში. თავად დაჯგუფების შემქმნელი, ბრედლი კადენჰედი, ბავშვთა პორნოგრაფიის რამდენიმე ბრალდების აღიარების შემდეგ, 80-წლიან პატიმრობას იხდის. ცნობილია, რომ მან კრიმინალური ქსელი 15 წლის ასაკში, სათამაშო პლატფორმა "დისქორდზე" დააფუძნა, სახელწოდებით კი საკუთარი საცხოვრებლის საფოსტო ინდექსი - 764 შეარჩია. ქსელს მსოფლიოს მასშტაბით ამჟამადაც ასობით მიმდევარი ჰყავს.

ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა – ირაკლი კობახიძე

ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, ამას იჯერებდა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ამაში დარწმუნება მაინც იყო მნიშვნელოვანი, ამაში ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აღიარებული იქნა, რომ ძალიან უკიდურესად უარყოფითი მოვლენები ფინანსდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც სწორედ USAID, NED-ის და სხვა ფონდების მეშვეობით.„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საერთოდ რომ არ გადმოიდგას არავითარი დადებითი ნაბიჯი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, პრეზიდენტ ტრამპის არჩევამ უკვე სერიოზული სარგებელი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებისთვის იყო მნიშვნელოვანი დარწმუნება იმაში, რისიც ისედაც სჯეროდათ. ჩვენ ეს გზავნილები ისედაც გაჟღერებული გვქონდა საზოგადოების წინაშე, ვამბობდით, რომ USAID, NED, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, ამას იჯერებდა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, მაგრამ ამაში დარწმუნება მაინც იყო მნიშვნელოვანი  და ამაში ჩვენი თანამოქალაქეები დაარწმუნა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს “დიფ სთეითის” შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს...

"თუ მოახერხებს აშშ-ის პრეზიდენტი „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხრიდან გაჟღერდა გზავნილები აშშ-ის ადმინისტრაციის წინაშე და თუ არის ამერიკული მხრიდან ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ამერიკის მხრიდან ნაბიჯები უნდა გადაიდგას."ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გაგრძელდება და დასრულდება ორთაბრძოლა პრეზიდენტ ტრამპსა და "დიფ სთეითს" შორის. ამ ორთაბრძოლის თაობაზე თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. თუ მოახერხებს პრეზიდენტი "დიფ სთეითის" შესუსტებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს-კვო, რაც არის დღეს მოცემული. გარდა ამისა, უნდა გავიხსენოთ ის, რომ იგივე "მეგობარი აქტი" იქნა მიღებული. ძალაშია სანქციები, რომელიც მოქმედებს, მათ შორის, ვიცე-პრემიერის მიმართ, ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის პასიური დუმილი, ეს არ არის პასიური მდგომარეობა. ჩვენ გვჭირდება მოცემულობის შეცვლა. თუ არის ამერიკული მხრიდან ასევე ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას, თუმცა, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენზე დამოკიდებული რაც იყო გავაკეთეთ, ჩვენი გზავნილები გავაჟღერეთ, ადმინისტრაციის წინაშე, ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია", - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის თასის ღიაპირველობის ოქროს მედალოსანია

ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის თასის ღიაპირველობის ოქროს მედალოსანიაბექაურის მსგავსად, ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა

ბოლო სიახლეები