შაბათი, მაისი 31, 2025

ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლაზე – ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვწვრთნი

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია — პარიზელებმა „ასტონ ვილასთან“ ორმატჩიან დუელში 5:4 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ვილა პარკზე“ 2:3 დამარცხდნენ, ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ შედეგით მაინც კმაყოფილი იყო.

„ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვწვრთნი. არა მარტო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, მთლიანად შემადგენლობა ძალიან მაღალი დონისაა.

შესანიშნავად დავიწყეთ, ორი გოლი სწრაფად გავიტანეთ და სივრცეების გამოყენებას ვცდილობდით. ჩავარდნებიც გვქონდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჩემპიონთა ლიგაა და „ასტონ ვილამ“ მეორე ტაიმში მართლაც ძალიან მაღალი ინტენსივობით ითამაშა.

„ორივე მატჩში გამარჯვებას ვიმსახურებდით. მოხარული ვარ, რომ ჩვენი გულშემატკივრები ნახევარფინალში გასვლით გავახარეთ“, – განაცხადა ენრიკემ.

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს. ფინალში გასასვლელად პარიზელებს ლონდონის „არსენალის“ ან მადრიდის „რეალის“ დამარცხება მოუწევთ. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 29 აპრილსა და 6 მაისსაა დაგეგმილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ემიგრანტების საძინებლებში ჩუმად გამოფენილი და ცრემლით დანამული დროშები რომ ჩამოახსნევინა იტალიელებს და მთელს ქვეყანაში აფრიალებინა, მაშინ გახდა დიდი კაციც და დიდი ქართველიც – სანდრო...

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ხვიჩა კვარაცხელიას დღევანდელ თამაშს ეხმიანება და ქართველი სპორტსმენის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.„არ ვიცი სიმართლეა თუ ტყუილი, ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ ბევრი ყვებოდა და ყოველთვის ვღიზიანდებოდი, როცა ამბობდნენ რომ გერმანიაში მაღაზიებს ქართულად აწერია “გთხოვთ არ მოიპაროთ”- არ ვვარგივართ ძმაო!- უცხოეთში მრცხვენია რომ ქართველი ვარ!ხშირად მსმენია და სულ ვფიქრობ… ვინ არ ვარგოდა? პიკასოსა და დალის გვერდზე გამოფენილი ფიროსმანი თუ ენიო მორიკონესა და ნინო როტასთან ერთად აჟღერებული გია ყანჩელი ?!სუხიშვილების წინაშე ფეხზე დამდგარი ათასობით მაყურებლის შემხედვარესაც შეიძლება გრცხვენოდეს ქართველობის? თუ რაგბში, ახალ ზელანდიასთან მატჩის დროს, საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე რომ დაასახელეს, მაშინ უნდა შეგვრცხვენოდა რამის?!დიახ! მე დღეს ყველაზე ამაყი ქართველი ვარ და ამავე დროს ყველაზე მეტად ვნერვიულობ… ხვიჩაზე მეტადაც კი, რადგანაც არაფერი შემიძლია, გარდა მოლოდინისა, რომ იმ გერმანიაში, სადაც თურმე მაღაზიებში “გთხოვთ, არ მოიპაროთ” წერია, ქართული დროშა იფრიალებს გამარჯვების აღსანიშნავად!დიდი კაცია ხვიჩა კვარაცხელია… დიდი ქართველი!და იცით როდის გახდა? გოლი რომ გაიტანა?! არა! გაჭირვებისგან, სიღარიბისგან, გაუსაძლისობისგან ემიგრაციაში წასულ ქართველებზე სხვა თვალით რომ შეახედა მთელს ევროპას! იმ ემიგრანტების საძინებლებში ჩუმად გამოფენილი და ცრემლით დანამული დროშები რომ ჩამოახსნევინა იტალიელებს და მთელს ქვეყანაში აფრიალებინა, მაშინ გახდა დიდი კაციც და დიდი ქართველიც! ამიტომაც დღეს თუ შეძლებს და ხუთ ჯვრიან დროშაში გახვეული ჩემპიონთა ლიგას ჩაიხუტებს, გარდა იმისა რომ (ჩემი აზრით) ყველა დროის უდიდესი ქართველი ფეხბურთელი გახდება, თითოეულ ჩვენთაგანს მოგვიტანს იმხელა გამარჯვებას და სიხარულს, სიცოცხლის ბოლომდე რომ შეგვეძლება ვიძახოთ, მეამაყება რომ ქართველი ვარ!ამიტომაც… მიდი კვარა, მიდი! “ - წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

დიდი ბრიტანეთში ერთჯერადი ვაპები იკრძალება — მიზანი: ახალგაზრდების დაცვა და გარემოს დაცვა

2025 წლის 1-ლი ივნისიდან დიდ ბრიტანეთში ერთჯერადი ელექტროსიგარეტების გაყიდვა და მიწოდება იკრძალება- ამის შესახებ bbc-ი წერს გადაწყვეტილება მიღებულია ორი ძირითადი მიზნისთვის: მოზარდებში ვაპინგის გავრცელების შეჩერება — ერთჯერადი ვაპები, რომლებიც ხშირად შეიცავს არომატებს და მაღალი დოზით ნიკოტინს, ძალიან პოპულარული გახდა ახალგაზრდებში, რაც ზრდის დამოკიდებულების რისკს. გარემოს დაცვა — ერთჯერადი ვაპები ქმნიან დიდ რაოდენობით ელექტრონულ ნარჩენს (ლითიუმის ბატარეები, პლასტმასი), რაც სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს.სტატია ასევე მიუთითებს, რომ 2022-2024 წლებში ინგლისში ამოიღეს 6 მილიონზე მეტი არალეგალური ვაპი, რომელთაც შესაძლოა ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიკატები ჰქონოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ვაპინგი სიგარეტზე ნაკლებად მავნედ ითვლება, ის მაინც მოიცავს ჯანმრთელობის რისკებს, განსაკუთრებით მოზარდებისთვის. გინდა, ეს ინფორმაცია ვიდეოს ან გრაფიკის ფორმატშიაც გადაგიმუშაო?

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები.„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოგზაურობა უსაფრთხოა, ხოლო რისკები ნაკლები“-წერს ქვრივიშვილი.

გთხოვთ გავავრცელოთ-ლილოს დასახლებაში დაკარგული ბავშვი მშობლებს ეძებს

ლილოს დასახლებაში დაკარგული ბავშვი მშობლებს ეძებს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.„ბავშვი არის დაკარგული,იყო მაგნიტის მაღაზიასთან და თანამშრომლებმა აიყვანეს პოლიციაში,მიაკითხეთ გთხოვთ,იქნებ ვინმეს გეცნობათ“, - წერია გავრცელებულ პოსტში.

წყალდიდობა ნიგერიაში – დაღუპულია 151 ადამიანი

ნიგერიაში წყალდიდობას 151 ადამიანი ემსხვერპლა.ნიგერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, იბრაჰიმ აუდუ ჰუსეინის ცნობით, ძლიერი წვიმების შედეგად ნიგერიის ცენტრალურ შტატში, ნიგერში მდებარე ქალაქი მოკვა დაიტბორა.წყალდიდობის შედეგად 500-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა, ხოლო 3000-ზე მეტ ადამიანს იძულებით გადაადგილება მოუწია.ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

ბოლო სიახლეები