პარასკევი, ოქტომბერი 17, 2025

ლომისას წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება

 მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ფინანსები უკვე გამოყოფილია და ტენდერიც გამოცხადებულია.პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე მოეწყობა საპარკინგე სივრცეები,რეკრეაციული უბნები,  სველი წერტილები და დამონტაჟდება გარე განათებები.
პროექტის მიმდინარეობის დროს ადგილზე ათობით ადამიანი იქნება დასაქმებული. გარდა ამისა მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურისტული თვალსაზრისით ტერიტორიის პოპულარიზაციას  გაზრდის.
პროექტის  განხორციელება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი ვეტერანის დღეზე: ყველაზე უკეთ თქვენ იცით მოპოვებული მშვიდობისა და თავისუფლების ფასი, ისევე, როგორც ის, რომ ამ მონაპოვრის შენარჩუნებას ყოველდღიური სიფხიზლე და სიფრთხილე...

„ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში, გილოცავთ ვეტერანის დღეს ! ქართველი ხალხის სახელით დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ყველაზე რთულ დროს დაიცავით ჩვენი სამშობლო. დღევანდელი დღე, რომელიც ქართველ ვეტერანებს გეკუთვნით, კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ, იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომელსაც გმირულად იცავდით და დღემდე იცავთ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამის ფასი ყველაზე უკეთ ვეტერანებმა იციან.„ჩვენ პატარა, მაგრამ ღირსეული და ამაყი ერი ვართ, რომელმაც კარგად იცის მშვიდობისა და თავისუფლების ფასი. ჩვენმა ისტორიულმა გამოცდილებამ, მრავალსაუკუნოვანმა ქარტეხილებმა, ისიც კარგად გვასწავლა, რომ ქართველი კაცისთვის აღნიშნული ცნებები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლა - მშვიდობისთვის ბრძოლასაც გულისხმობს, ხოლო მშვიდობის დაცვა, საკუთარ თავში, თავისუფლების დაცვასაც მოიაზრებს. ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ იცით მოპოვებული მშვიდობისა და თავისუფლების ფასი, ისევე, როგორც ის, რომ ამ მონაპოვრის შენარჩუნებას ყოველდღიური სიფხიზლე და სიფრთხილე სჭირდება, რაც ურთულესი და ხანგრძლივი პროცესია. საქართველო გმირების ქვეყანაა და ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი თქვენ ხართ. თითოეული ჩვენგანის ვალია ყოველთვის გვახსოვდეს თქვენი თავგანწირვა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილმა სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.„ვისარგებლებ შემთხვევით და პატივს მივაგებ სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ცოდნა თქვენი გმირობის შესახებ, რადგან ჩვენი შვილების სწორი ღირებულებებითა და ფასეულობებით აღზრდა, მათში ეროვნული სულისკვეთების გაღვივება, საქართველოს ნათელი მომავლისა და მყარი სუვერენიტეტის მთავარი გარანტიაა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ვეტერანების გვერდში დგომაა. მიხეილ ყაველაშვილმა მათ ქართველი ხალხის სახელით ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.„სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი თქვენს გვერდში დგომაა, რაც უკვე არაერთი წელია, საქმით დასტურდება. თქვენი ამაგი ქართველი ერისა და საზოგადოების წინაშე ფასდაუდებელია, შესაბამისად, საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს და აფასებდეს თქვენს ღვაწლს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და უდიდეს მადლობას გიხდით ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი მფარველი“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა

კახა კალაძე ეუთო-ს თავმჯდომარეზე: შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი ჩამოდის ქვეყანაში და ძალადობრივი დაჯგუფების მიერ მოწყობილ აქციას ახალისებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთ წარმომადგენელს არანაირი პატივისცემა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხისა და ჩვენი კონსტიტუციის მიმართ არ გააჩნია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც კიდევ ერთხელ შეაფასა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის საპროტესტო აქციაზე მისვლის ფაქტი.კახა კალაძის თქმით, შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი მიდის საპროტესტო აქციაზე და ახალისებს პროცესებს.„ჩვენ ვიცით ქვეყნის შიგნით არსებული პროცესები საიდან იმართება, ვინ აფინანსებს. მათ თავიანთი პატრონები და დავალების მიმცემები ჰყავთ. ჩამოვიდა ეუთო-ს თავმჯდომარე და ნახა თავისი „შვილები“ როგორ ასრულებენ დავალებას. რაც შეეხება უშუალოდ მის ქმედებას, შეურაცხმყოფელია, როდესაც მსგავსი მაღალი თანამდებობის პირი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ძალადობრივი დაჯგუფების რამდენიმე წარმომადგენლის მიერ მოწყობილ აქციაზე მიდის. ის პირდაპირ ახალისებს მათ და ეს ძალიან მძიმეა.ჩვენი უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნულ ფაქტზე განმარტებები უკვე გააკეთა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთ წარმომადგენელთან ცალმხრივი ურთიერთობის რეჟიმში ვრჩებით. მათი ქმედებები, რასაც საქართველოსთან მიმართებით აკეთებენ, ძალიან მძიმეა. არანაირი პატივისცემა ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის, ჩვენი კონსტიტუციის მიმართ არ აქვთ. ჩვენ ხომ ვიცით რისთვის სჭირდებოდათ ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენონ და მოიხსენიონ ისე, როგორც სათამაშო, რასაც ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრიც ამბობდა, რომ საქართველო თურმე ევროპელების და ზოგადად უცხოელებისთვის კარგი სათამაშო ყოფილა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი – მე-13 დღეა, ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს, სირცხვილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 4 ოქტომბერს აქციის მონაწილეების შეჭრას ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე.პაპუაშვილის თქმით, სირცხვილია, რომ ბრიუსელი არ გმობს ძალადობრივ შტურმს.„მე-13 დღეა, ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს. სირცხვილია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ტერორს აგრძელებს, ჩვენთვის საჰაერო თავდაცვის სისტემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, თუ ყველაფერზე შევთანხმდებით, განსაკუთრებით, ვაშინგტონში

რუსეთისთვის არაფერი შეცვლილა, ის აგრძელებს უკრაინაში ცხოვრების ტერორს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.როგორც ზელენსკიმ კრივი რიჰზე თავდასხმაზე საუბრისას აღნიშნა, უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია პარტნიორებთან შეთანხმებების შესრულებაა.„დრონების ტალღამ კრივი რიჰი დაბომბა, რომელიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უმიზნებდა. დაფიქსირდა რაკეტებიც. სინამდვილეში, ამ კვირების განმავლობაში არცერთი ღამე არ გასულა რუსეთის მიერ უკრაინაზე დარტყმების გარეშე. სამიზნეების უმეტესობა ინფრასტრუქტურაა. სისტემური ტერორი ჩვენი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ. ამიტომ, უკრაინისთვის ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია, გაგვაძლიეროს, ომის დასასრულს აახლოებს. უსაფრთხოება გარანტირებულია, თუ ყველაფერზე შევთანხმდებით, განსაკუთრებით, ვაშინგტონში“, – განაცხადა ზელენსკიმ.როგორც უკრაინული მედია წერს, გვიან ღამით, რუსულმა ჯარებმა კრივი რიჰზე მასშტაბური თავდასხმა დაიწყეს. ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ვილკულმა, ათზე მეტი აფეთქების შესახებ განაცხად.

,,მოძრაობა შეიზღუდება” – გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

17-19 ოქტომბერს სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 66-ე, 67-ე და 84-ე კმ-ებზე მიმდინარეობს დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები. სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა  საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 67-ე კმ-ზე 2025 წლის 16 ოქტომბრის 23:00 სთ-დან 19 ოქტომბრის 23:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.შეზღუდვის პერიოდში, მსუბუქი ავტომობილები, M2 და M3 კატეგორიის მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ფოთი-სარფის მიმართულებით იმოძრავებს 59-ე კმ-ზე არსებული შეერთების გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის(გვირაბის შემოსავლელი) და საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზების  გავლით, საიდანაც შეუერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზას 72-ე კმ-ზე, ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით, სარფი-ფოთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს პირიქით. ხოლო, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება 23:00 სთ-დან 7:00 სთ-მდე დროის მონაკვეთში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები