ხუთშაბათი, სექტემბერი 24, 2026

ლინკოლნ მიტჩელი: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს გავლენა მოახდინოს შეხედულებებზე ვაშინგტონში

„ქრონიკის“ ვაშინგტონის ბიუროსთან ინტერვიუში, პოლიტიკის მკვლევარი, ლინკოლნ მიტჩელი, საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფორმებულ, ახალ ლობისტურ კონტრაქტზე და აფასებს ლობიზმის გავლენას ვაშინგტონში, პოლიტიკის ფორმირებაზე.

მისი თქმით ქართველებისთვის შემაშფოთებელი უდნა იყოს ის თუ რატომ არ ისმის ამბის ორივე მხარის ვერსია ვაშინგტონში თანაბრად.

„რამდენად შეშფოთებული უნდა იყოს ქართველი ხალხი იმასთან დაკავშირებით თუ რომელ მხარეს უფრო დიდი გავლენა აქვს ვაშინგტონში. ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება რომ რომელიმე მხარე უფრო მეტ ფულს იხდის ლობიზმში, ვიდრე მეორე, ორივე იხდის ფულს. მე რომ ქართველი ვიყო, შემაშფოთებდა ის გარემოება, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები, თითქმის 20 წელია ცდილობენ ვაშინგტონში გავლენა მოახდინონ შეხედულებებზე და ვაშინგტონში ამას უფრო მეტად აკეთებენ ვიდრე სხვა დასავლეთ ევროპულ დედაქალაქში. როცა ხედავ კონგრესმენს, რომელიც საუბრობს საქართველოზე და იმეორებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, შეცდომა იქნებოდა ფიქრი იმაზე, რომ ამის უკან აუცილებლად ფული ან რომელიმე ლობისტი დგას, რომელმაც ეს მოაწყო, თუმცა იქნებოდა უფრო ზუსტი, გვეფიქრა, რომ ამ კონგრესმენი აზრები საქართველოზე ფორმირებული იქნა მაგალითად იმ არაერთ ადამიანთან, მაგალითად ქართველთან საუბრის შედეგად, რომლებიც ახლოს არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. ქართველი რომ ვყოფილიყავი შევშფოთდებოდი იმაზე, თუ რატომ არ ისმის ამბის ორივე მხარის ვერსია ვაშინგტონში თანაბრად. კიდევ ერთი რამ, რაზეც შეკითხვა მიჩნდება არის ის, თუ რატომ არ აკეთებს უფრო მეტს საქართველოს მთავრობა ვაშინგტონში. ჩვენ ახალი ადმინისტრაცია გვყავს თეთრ სახლში, ახლა ყველა ქვეყნის მთავრობა, პოლიტიკური პარტიები იმაზეა არიან მომართული, რომ დაამყარონ ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან კავშირები“, – აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ვაშინგტონში დაამკვიდროს მოსაზრება, თითქოს საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის თავად კი დემოკრატიული ძალაა

„ამბავი, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ დაამკვიდროს ვაშინგტონში არის ის, რომ საქართველო ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის, ჩვენ კი დემოკრატიული ძალა ვართ, რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს. იმპერიული თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ეს მცდარია. ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება, არსებობს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს ამბავი მცდარია. ახლა, როგორ მოახდენ ამ ამბის ვაშინგტონში დამკვიდრებას? რა თქმა უნდა, სტრატეგიული კომუნიკაციით, რაშიც კარგი ლობისტური კომპანია დაგეხმარება. ეს სწორედ ისაა, რასაც ეს ახალი კონტრაქტი ამბობს. როდესაც კარგი ლობისტური ფირმა ხარ ვაშინგტონში, ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი რაც გაგაჩნია არის ურთიერთობები არა შენს კლიენტთან, არამედ მთავრობასთან, კონგრესთან, პოლიტიკის განმსაზღვრელ ინდივიდებთან და ა.შ. ეს კარგი ფირმები არასდროს არ დააყენებენ არსებულ ურთიერთობებს საფრთხის ქვეშ საკუთარი კლიენტების გამო მიუხედავად ფულის ოდენობისა, რასაც ისინი მომსახურებაში იღებენ. აქედან გამომდინარე, მათ მხოლოდ საკუტარი დღის წესრიგის წაწევა ლიმიტირებულად შეუძლიათ და შეკითხვა, მიაღწევენ თუ არა ისინი სანქციების დაწესებას საქართველოს წინააღმდეგ არ არის ზუსტი. თუ სანქციები დაწესდება, ეს იმიტომ მოხდება, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩათვლის ამას საჭიროდ. მის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის მცოდნე ადამიანები მუშაობენ და ისინი სანქციებს არ აამოქმედებენ იმის გამო, რომ რომელიმე ლობისტურმა ფირმამ ამ იდეის ლობირება გადაწყვიტა. არ მგონია შეერთებულ შტატებს საქართველოს დასუსტება ჰქონდეს მიზნად და ეს ის იქნება, რასაც სანქციები გამოიწვევდა“, – აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი მამარდაშვილი – მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოვიგოთ

ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.„მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100%-ით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელებმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ.შემდეგ კი უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი გამარჯვებას ჩვენთან ერთად იზეიმებს“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

ოთარ კიტეიშვილი – ერთა ლიგიდან ერთხელ უკვე მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მოახლოებული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.„ერთა ლიგის ახალი სეზონი და ახალი ეტაპი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. მოკლე პერიოდში გვიწევს ოთხი მატჩის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ამ თამაშებისთვის არიან გამოძახებულნი, მაქსიმალურად მზად იყვნენ.თითოეული შანსი, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ერთა ლიგიდან ერთხელ უკვე მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ.კარგი სტარტი, განსაკუთრებით კი საშინაო მატჩებში წარმატების მიღწევა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იმედი მაქვს, კარგად დავიწყებთ და მიმდინარე შეკრებას დადებითი შედეგით დავასრულებთ“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

საპენსიო ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიების ფარგლებში იმ დამსაქმებლების მხარდაჭერა, რომლებსაც საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული გადაუხდელი  ჯარიმები გააჩნიათ.კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დამსაქმებელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად შეასრულებს საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულებას.ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება შეეხება, 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებულ და გადაუხდელ ადმინისტრაციულ სახდელს, რომელიც 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარეობს.2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმებიც, რომლებითაც საპენსიო შენატანის განუხორციელებლობისთვის ჯარიმის ოდენობა 300 ლარით განისაზღვრა. ამავე თარიღიდან, თუ დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება და მისი დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.კანონი ასევე ითვალისწინებს, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და აღსრულების პროცედურების დროებით შეჩერებას. ამ პერიოდში შესაბამისი საქმეების აღსრულებას შეაჩერებს აღსრულების ეროვნული ბიუროც, ხოლო საპენსიო ფონდი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აღსასრულებლად არ მიაქცევს.მნიშვნელოვანია, რომ საქმის წარმოების შეჩერება არ იწვევს საპენსიო შენატანზე საურავის დარიცხვის შეჩერებას.დამსაქმებლებს შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრულ ვადაში სრულად შეასრულონ ფინანსური ვალდებულებები და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შეღავათით.კანონის მიხედვით, ჯარიმისგან გათავისუფლების პროცესისთვის დამსაქმებლის მხრიდან დამატებითი განცხადების ან მიმართვის წარდგენა საჭირო არ არის. შეღავათი ავტომატურად გავრცელდება იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც კანონით განსაზღვრულ პირობებს დააკმაყოფილებენ.2026 წლის 15 ოქტომბრიდან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება, როგორც საქართველოს საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებში.დამსაქმებელს შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის  და საბალანსე თანხის შესახებ ინფორმაციის შემოწმება შეუძლია საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში www.pensions.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საპენსიო ფონდის ცხელ ხაზს 14 80-ზე.

„გვინდა, რომ პარაზიტებისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკური სპექტრი“ – იაგო ხვიჩია

"გვინდა, რომ პარაზიტებისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკური სპექტრი. მიხეილ სააკაშვილიც გამოვიდეს და ღიად თქვას, რომ შეცდომა იყო, ხალხო, რომ მოგიწოდებდით არჩევნებში არ მონაწილეობისკენ და ბოიკოტისკენ. აბა, მოდით დავდგეთ ერთად, მოდით წარმოვადგინოთ ქვეყანას როგორი მომავალი გვინდა," - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ორწლიანი დაგვიანებით ამბობენ იმას, რასაც თავად და მისი თანაგუნდელები იძახდნენ." მაქვს, ოღონდ ძალიან დიდი დაგვიანებით. აი, მაგალითად, ჩემი დაკვირვებით, ორწლიანი დაგვიანებით ხდება ყველაფერი "ნაცმოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. იმიტომ რომ, მე ასე დავაკვირდი - ჩვენ რაღაცას ვამბობდით, აი, მაგალითად, მთელი ქვეყანა რომ იძახდა, მიხეილ სააკაშვილი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეთო, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ხალხო, გადაიყვანეთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ერთი-ორი წლის შემდეგ, როცა მოჰბეზრდათ სხვადასხვა საავადმყოფოებში სიარული, მერე დაიწყეს ამ ნარატივის გავრცელება.ჩვეულებრივად მიგვაჩნია, რომ ბუნებრივი ამბავია, სამწუხაროდ, რომ "ნაცმოძრაობა" იმდენად იგვიანებს, რომ მერე ისინი იტყვიან თუ არა, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა ნაკლებად აქვს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი ვოლსკი: შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს

შეტევა საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე ატარებს კონსპირაციულ ხასიათს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის ჩავარდნილ სცენარებსა და მარცხის მიზეზებზეც ილაპარაკა.“მიდიხარ სადღაც, საიდანაც ფული მოგივიდა, ინსტრუქცია მოგივიდა, დაგიწერეს სცენარი და ამბობ, რომ ვერ ვახორციელებ სცენარს. არჩევნების წინ მხოლოდ USAID-ის ხაზით 41 მლნ დახარჯეს, გამოქვეყნდა ეს. ვიღაცა პასუხს გთხოვს. „იმედია“ აქ, რომელსაც უსმენენ, იქ სხვანაირად არის, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს პროპაგანდა, რომელიც არც კი უშვებს სხვა აზრს, რომელიც შეიძლება საზოგადოებამ მოისმინოს, ახლა კიდევ „ლელომ“ დანიშნა ხელმძღვანელი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ბოლო სიახლეები