სამშაბათი, მაისი 13, 2025

ლიზ ტრასი – რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ უნდა დასრულდეს უკრაინის გაყიდვი

რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება უკრაინის გაყიდვით არ უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთმა არ უნდა დაუშვას, რომ პუტინი ამ აგრესიის შედეგად გამარჯვებული დარჩეს. როგორც ლიზ ტრასმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიციაა, რომ პუტინის რეჟიმმა თავისი ქმედებებისთვის პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.

„ჩვენ არა მხოლოდ უნდა შევაჩეროთ პუტინი უკრაინაში, ასევე უნდა ვიყუროთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ დასრულდეს უკრაინის გაყიდვით ან წარსულის შეცდომების გამეორებით. ჩვენ გვახსოვს 2014 წლის რთული დარეგულირება, რომელმაც ვერ მისცა უკრაინას ხანგრძლივი უსაფრთხოება. პუტინი დაბრუნდა მეტისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მან მოიგოს ამ საშინელი აგრესიის შედეგად და სწორედ ამიტომ, ეს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს იმას, რომ პუტინის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ამასთან, როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დიპლომატმა განაცხადა, დიდი შვიდეულის მიერ დაწესებული სანქციები არ უნდა გაუქმდეს, ვიდრე პუტინი განაგრძობს ომს და უკრაინაში ძალების ჰყავს განთავსებული.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ პუტინმა ვეღარასდროს იმოქმედოს ასე აგრესიულად. ნებისმიერი გრძელვადიანი დარეგულირება უნდა მოიცავდეს სანქციების მკაფიო დაბრუნებას, რომელიც ავტომატურად ამოქმედდება ნებისმიერი რუსული აგრესიის შემთხვევაში“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ავარია მარშალ გელოვანის გამზირზე – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.არიან თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებულები, ამ ეტაპზე უცნობია.

ნიკა გვარამია-„MEGOBARI აქტი“, სანქციები, ეს ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, ამერიკელი პოლიტიკოსები იმდენად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ყოველ დღე ამაზე...

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „რეაქცია“, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მეგობარი აქტი“, სანქციები და საქართველოს წინააღმდეგ გატარებული სხვა ღონისძიებები „ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება“.მისივე თქმით, ეს ყველაფერი არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას.„MEGOBARI აქტი“, სანქციები და ა.შ. ეს ხომ ქართველი პოლიტიკოსების გარეშე არ ხდება. როგორ ფიქრობთ, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ასე დაჩქარებულად ჩართულები არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იმდენად, რომ ყოველ დღე ამაზე ფიქრობენ როდის გაიტანონ სენატში, კონგრესში, ქვედა პალატაში, როდის მიიღონ და რა თქვან ამასთან დაკავშირებით, თქვენ ფიქრობთ რომ ეს თავისით ხდება? არ ხდება ეს თავისით და არც მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ხალხი ქუჩაში დგას. ეს ასე არ ხდება. ყველა ვმუშაობთ ამაზე - მედიაც, ხალხიც და პოლიტიკოსებიც. შეუძლიათ თუ არა პოლიტიკოსებს, რომ მეტი გააკეთონ ადგილზე?!- ალბათ შეუძლიათ. ჩვენ დავსხდებით, ამაზე ვილაპარაკებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მეტს გავაკეთებთ. ჩამოშლა, გინდა დამხობა დაარქვით, გინდა დანგრევა რეჟიმის, გარდაუვალია“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან

რუსები პირდაპირ მოლაპარაკებებზე საუბრობენ, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, იმალებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული დრონის დარტყმის შემდეგ ხარკოვში სამაშველო სამუშაოები გრძელდება.„ამჟამად ხარკოვში გრძელდება სამუშაოები რუსული დრონის დარტყმის შემდეგ. წინასწარი ინფორმაციით, ადამიანები არ დაშავებულან. ეს იყო მორიგი რუსული დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტზე – სამოქალაქო ობიექტზე. რუსეთი ჩვეულებისამებრ იქცევა. როდესაც მათგან ყველა ელოდება პასუხს ცეცხლის შეწყვეტასა და პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ისინი ახალი დარტყმებითა და თავდასხმით პასუხობენ. ერთადერთი, ვინც ომს აჭიანურებს, ერთადერთი, ვის გამოც ომი დაიწყო, ვის გამოც ის გრძელდება, ეს სწორედ რუსეთია და მასზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა. რუსეთი ბევრს საუბრობს პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, ისინი იმალებიან. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. საჭიროა გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, ვისზეც ნამდვილად არის დამოკიდებული, რა მოხდება შემდგომ. ამჟამად ჩვენი გუნდი აქტიურად ამზადებს თურქეთში ვიზიტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება

რუსეთის დელეგაცია 15 მაისს სტამბოლში უკრაინულ მხარეს დაელოდება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.ჟურნალისტმა პესკოვს კითხვა დაუსვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებების შესახებ, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილს გამოთქვა.„ჩვენ მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებს ვაფასებთ, რომელმაც სტამბოლში ხუთშაბათს დელეგაციებს შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება“, – განაცხადა პესკოვმა.პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამჟღავნდება მაშინ, როდესაც პრეზიდენტისგან შესაბამისი მითითებები იქნება.

დონალდ ტრამპი – მსურს გარიგება ირანთან, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა თუ უარყოფს მშვიდობიან წინადადებას, არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ირანთან ახალი შეთანხმების დასადებად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ლიდერები კურსს შეცვლიან.„მე მსურს, გარიგება დავდო ირანთან, შემიძლია ირანთან გარიგების დადება, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ თქვენს რეგიონს და მსოფლიოს უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქცევთ, მაგრამ ირანის ხელმძღვანელობა თუ უარყოფს ამ მშვიდობიან წინადადებას, ჩვენ არ გვექნება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მათზე მაქსიმალური ზეწოლა განვახორციელოთ“, – განაცხადა ტრამპმა.საუდის არაბეთის დედაქალაქში, საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა განაცხადა, რომ „ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი“ და აღნიშნა, რომ მისი შეთავაზება სამუდამოდ არ იქნება ძალაში.„ეს არის შეთავაზება, რომელიც სამუდამოდ არ გაგრძელდება. ახლა არის დრო, რომ აირჩიონ – ახლავე“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები