ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ლიანა ისაკაძემ 1970 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია.

1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“; 1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია.

ლიანა ისაკაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინეა; იგი ვუნდერკინდებს ეკუთვნოდა, სამი წლის ასაკში გახდა მევიოლინე; მისი შესრულება გამოირჩევა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობით, ვირტუოზულობით. მის რეპერტუარშია კლასიკური და თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშები; ქართველი კომპოზიტორების მთელი რიგი ახალი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია; არის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ბათუმის „ღამის სერენადების“ ორგანიზატორი.

მუსიკოს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2016 წელი – ბათუმის საპატიო მოქალაქე; 2016 წელი – თბილისის საპატიო მოქალაქე; 1998 წელი – ღირსების ორდენი; მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; 1979 წელი – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 1974 წელი – საქართველოს სახალხო არტისტი; 1970 წელი – სიბელიუსის სახელობის კონკურსი (ჰელსინკი), პირველი პრემია; 1970 – პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, მესამე პრემია (მოსკოვი); 1965 წელი – მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსი, პირველი პრემია (პარიზი); 1961 წელი – მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, მეორე პრემია 1957 წელი – ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი; 1956 წელი – რესპუბლიკის ფესტივალი, პირველი პრემია, საპატიო ნიშნის ორდენი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტყიბულში ხრესილის ბრძოლის 268 წლისთავი აღინიშნა

ხრესილის ომის 268-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კუბლაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.ღონისძიებების ფარგლებში გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის, სოლომონ I-ის, სოლომონ II-ის საფლავები, ასევე სოფელი ხრესილში, ხრესილის ბრძოლის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს.

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები უფრო ადრე იღვიძებენ – მეცნიერებმა ეს მოვლენა ახსნეს

ხშირად გაიგონებთ ფრაზას, რომ ხანდაზმული ადამიანები მზის ამოსვლამდე იღვიძებენ. თუმცა, როგორც აღნიშნულია huffpost.com-ის სტატიაში, ეს დიდწილად სიმართლეა. აღმოჩნდა, რომ სხეულის უნარი ბუნებრივად დაიძინოს და გაიღვიძოს მზის რიტმის შესაბამისად, გენეტიკისა და დაბერების ბუნებრივი პროცესის ნაწილია.ძილის ცვლილებების მთავარი ფაქტორი ასაკთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ცვლილებებია. მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა სინდი ლუსტიგმა და არიზონის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ძილისა და ცირკადული მეცნიერებების ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა საირამ პართჰასარათიმ, ამ პროცესის ძირითადი მიზეზები განმარტეს.ასაკის მატებასთან ერთად ტვინი ნაკლებად მგრძნობიარე ხდება. ტვინი ვეღარ აღიქვამს ისე ეფექტურად ისეთ სიგნალებს, როგორიცაა მზის ჩასვლა და ამოსვლა, მზის შუქი, კვება, სოციალური ნიშნები და ფიზიკური აქტივობა, რომლებიც გვანიშნებს, დღის რომელ მონაკვეთში ვართ. ამ სიგნალებს „დროის მიმღემებს“ უწოდებენ, რადგან ისინი ტვინს ეხმარება გააცნობიეროს თავისი ადგილი 24-საათიან ციკლურ რიტმში.ამიტომ ახალგაზრდები უკვე საღამოს გრძნობენ, რომ რამდენიმე საათში დაძინება დასჭირდებათ. უფრო ასაკოვან ადამიანებს ეს უნარი ხშირად ეკარგებათ. დროის სიგნალების ასე აღქმის უუნარობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ხანდაზმული ადამიანები უფრო ადრე იღლებიან, ვიდრე მათი შვილები ან შვილიშვილები. შედეგად კი ისინი იღვიძებენ უფრო ადრე და ხშირად სრულად დასვენებულებიც არიან, ვიდრე დანარჩენი სამყარო.კიდევ ერთი მიზეზი — სინათლეასაკის მატებასთან ერთად მხედველობაში ცვლილებები ხდება, რაც ამცირებს იმ სინათლის ინტენსივობას, რომელსაც ტვინი იღებს. ეს კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცირკადული „საათის“ სწორი რიტმის შენარჩუნებაში.პართჰასარათიმ განმარტა, რომ ეს განსაკუთრებით ეხება კატარაქტის მქონე ადამიანებს - თვალის ფართოდ გავრცელებულ დაავადებას. კატარაქტა იწვევს მხედველობის დაბინდვას, ორმაგ ხედვას და ზოგად მხედველობით პრობლემებს, რაც კიდევ უფრო ართულებს ტვინის მიერ სინათლის სიგნალების სწორად აღქმას.

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილს ელოდებიან – კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა, მესამე შვილს, გოგონას ელოდებიან.სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს ლიზა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.წყვილმა 2022 წელს იქორწინა, მათ ორი შვილი, გიორგი და ნინა ჰყავთ.

თოვლის გამო მოძრაობა აიკრძალა! – ინფორმაცია მძღოლებისთვის

თოვის გამო, გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანტონიუ კოშტა – ევროკავშირის ლიდერებმა ოქტომბერში აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ აანაზღაურებს ზიანს, დღეს შევასრულეთ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ეხმაურება ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსული აქტივების უვადოდ გაყინვასთან დაკავშირებით.„ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. დღეს ჩვენ შევასრულეთ ეს ვალდებულება“, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.კოშტას თქმით, შემდეგი ნაბიჯი უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა 2026-2027 წლებისთვის.ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებიან.

ბოლო სიახლეები