კვირა, დეკემბერი 22, 2024

ლევან ხაბეიშვილი: ამ კანონის მიღების შემდეგ, ვინმეს გაუუმჯობესდება ცხოვრება? თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის პრობლემა მოგვარდება?

მარტივი შეკითხვა დავსვათ – ამ კანონის მიღების შემდეგ, ვინმეს  გაუუმჯობესდება ცხოვრება? თუნდაც ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის პრობლემა მოგვარდება? ანუ ფასების კლება იქნება, სამუშაოები იქნება, ღირსეული ანაზღაურება ექნებათ ადამიანებს, კომუნალურები დაიკლებს, საწვავი გაიაფდება, ჯარიმებს აღარ დაუწერენ ადამიანებს, რა მოხდება ამით როცა ამ კანონს მიიღებენ? არაფერი, გარდა იმისა, რომ ხელს შეგვიშლის ევროკავშირის გზაზე! რატომ გვინდა ევროკავშირი? – იმიტომ რომ გვინდა კეთილდღეობა, გვინდა ჩვენი მოსახლეობა არ გარბოდეს ემიგრაციაში და არ იყოს გაჭირვებული, ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი. – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

“ხელისუფლება ივანიშვილის ხელმძღვანელობით აკეთებს ყველაფერს, რომ ადამიანებს ეს კეთილდღეობა არ ჰქონდეთ. შესაბამისად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რაც მოიპოვა ხალხმა ახლა აყენებენ ეჭვქვეშ, რომ ეს კანდიდატის სტატუსი რაც გვაქვს შესაძლოა წაგვართვან, შესაძლოა აღარ მიგვიღონ ევროკავშირში. ეს ხომ ის მოცემულობა და რეალობაა, რომელ რეალობაშიც ივანიშვილი გვაბრუნებს! ეს კანონი ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას, მარტივი რამის გამო – ე.წ. „პატაკი“ , მათ ენაზე რომ ვთქვათ, ჩააბარონ რუსეთს.

ქართველ ხალხს არ უნდა რუსეთი, ქართველ ხალხს უნდა ევროპა და უმარტივესი რამ ვთქვათ, გველოდება ევროპის ჩემპიონატი , ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად  ის რაც მოიპოვეს ჩვენმა ბიჭებმა, ის რაც აღნიშნა ქართველმა ხალხმა ერთად! და რა უნდათ, მათ უნდათ რომ დაგვსტრესონ, არ ვიყოთ ერთიანები, უნდათ რომ ვიყოთ დაპირისპირებულები – ამას ვერ მოესწრება ვერც ივანიშვილი და ვერც ჩვენი ქვეყნის მტრები! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსულ ხელისუფლებაზე!“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გოგა ხაინდრავა გუშინდელ საპროტესტო მარშს სოციალურ ქსელში ეხმაურება

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გუშინდელ საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ქალების ხორუმი! შიგ ევროპული ნოუ ხაუ! შემდეგი აქცია - მარში! ზურა-გირჩის შარვალჩახდილთა დასის შესრულებით! შავი გედების ხორუმი უკუსვლით ბალეტიდან „გედბის ტბა“! სოლისტები- მადამ სალომე, ლяკა, სალომე სამადაშვილი, ზურა-გირჩი, კიკუ და ალეკო ელისაშვილი! შენ დაუკა!“ - წერს ხაინდრავა.

შემირცხვენია ის ევროპა, ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს – შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს, რომ ქუთაისში, ნაძვის ხის ანთების ღონისძიების დროს აქციის მონაწილეები ბავშვებს ფოტოების გადაღების საშუალებას არ აძლევენ. “შემირცხვენია ის ევროპა, ამ ბავშვის ცრემლს ხარკად რომ მოითხოვს”- წერს შალვა პაპუაშვილი.  

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს, არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს. ესპენ ბარტ ეიდე სოციალურ ქსელში წერს, რომ არჩევნების დარღვევებით ტარდება და დემოკრატია საფრთხეშია. „საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში ადასტურებს. არჩევნები როდესაც დარღვევებით ტარდება, დემოკრატია საფრთხეშია“, – წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. თარგმანი: პირველი არხი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფარავნისუღელტეხილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ120 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

გიორგი გახარია – დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს – რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს

ის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება. „24-ე დღე რომ შედგა, ეს არის დიდი გამარჯვება და რაც მთავარია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის დასკვნის, საბოლოო შეფასების შემდეგ, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა იმ ხალხის შეფასებები, რომლებიც აქ დგანან 24-ე დღე-ღამეა და იცავენ არჩევანის უფლებას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და იცავენ იმ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების უფლებებს, რომ ისინი გათავისუფლებული იყვნენ, რომლებიც 300-400 ადამიანი იქნება. ჩვენ, თუ ყველამ ერთად, ეს წნეხი აქციების საშუალებით ქუჩაში, მშვიდობიანად არ გავაგრძელეთ, ჩვენ თუ დასავლელი მეგობრები არ მოგვეხმარნენ ამ არჩევნების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, განსაკუთრებით ეს ეუთო/ოდირის შეფასების შემდეგ ბევრად უფრო მარტივი იქნება, დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ამ არჩევნებს. რა თქმა უნდა, სანქციების პოლიტიკა უნდა გაძლიერდეს. იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ, დასანქცირებული უნდა იყვნენ კონკრეტული ინდივიდები, რომელთაც ბრალი მიუძღვით იმ უკანონობებში თუ ძალადობებში, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. ამ სამი მიმართულებით წნეხის პირობებში ჩვენ მივაღწევთ პოლიტიკურ შედეგს. უნდა გათავისუფლდეს ყველა უკანონოდა დაკავებული და ნაცემი, ასევე ახალი არჩევნების თარიღი უნდა დასახელდეს. რაც უფრო სწრაფად დაასახელებს არჩევნების თარიღს „ოცნება“, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის და მათთვისაც. რაც უფრო გაწელავს ამ დროს, მით უფრო მტკივნეული იქნება მათთვის და იქნება ცუდი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

ბოლო სიახლეები