ორშაბათი, მაისი 12, 2025

ლევან სანიკიძე – არავის აქვს უფლება, ვინმეს განუსაზღვროს, ევროპის დღის აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა

არავის აქვს უფლება, ვინმეს განუსაზღვროს ევროპის დღის აღმნიშვნელ აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.

„თუკი ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეჩერებული, მაგრამ საზოგადოებას, რომელიც ყოველდღიურად ვაპროტესტებთ ივანიშვილის რეჟიმს, უნდა ჰქონდეს სამართლიანი პრეტენზია, რომ ამ ქვეყანაში ცივილიზებული აზრისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები უნდა იყოს დაცული. ამ ვითარებაში, როდესაც დემონსტრანტს აქვს კლასიკური პოლიტპატიმრის მიხეილ სააკაშვილის პოლიტმატიმრობის წინააღმდეგ საპროტესტო ბანერი გამოტანილი, არავის არ აქვს უფლება, საერთოდ არავის აქვს უფლება შეზღუდოს, მით უმეტეს, რაიმე სახის ცენზურა დააწესოს. ეს იყო ძალიან ცუდი, უსიამოვნო ფაქტი. ჩვენი ძალისხმევითაც ეს ძალიან უსიამოვნო შემთხვევა არის ამოწურული და პროტესტს ამით არ უნდა შეექმნას რამე დამატებითი პრობლემა. არ უნდა შევიტანმოთ დისონანსი. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ არავის არ აქვს ამ ქვეყანაში უფლება, ვინმეს განუსაზღვროს ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე, ევროპის დღის აღმნიშვნელ აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა, შექმნა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატი და რომელიც არის ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ამ ქვეყანაში“,- განაცხადა სანიკიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ ყაველაშვილი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო

12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და თბილისი მერთან, კახა კალაძესთან ერთად, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.პრეზიდენტმა საზოგადოებას ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა.საზეიმო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა, რომლის დასრულების შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა.ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კაია კალასი – სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა

სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლონდონში ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავენ.„ჩვენ ვიხილეთ, რა თქვა პუტინმა, თუმცა ღამით უკრაინაზე ისევ 100-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა. ამგვარად, სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ასევე უნდა ვნახოთ, რომ რუსეთს სურს ეს, რომ მან აჩვენოს კეთილი ნება, რათა დაჯდეს და ელაპარაკოს უკრაინელებს. ეს არ ხდება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, რათა მას ნამდვილად მოუნდეს მშვიდობა და დაჯდეს უკრაინასთან სასაუბროდ“, – თქვა კალასმა.ლონდონში მიმდინარე შეხვედრაში, ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობენ საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

შალვა პაპუაშვილი – ცალ ფეხზე დგომა არის რადიკალური ოპოზიციის წესი და ნირი, ვერ გამოვიდნენ საბჭოთა აზროვნებიდან, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და იმიტომაც არის ოპოზიცია...

ცალ ფეხზე დგომა არის რადიკალური ოპოზიციის წესი და ნირი, ვერ გამოვიდნენ საბჭოთა აზროვნებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.პაპუაშვილის თქმით, ამას ხედავს ქართველი ხალხი და იმიტომაც არის ოპოზიცია მუდმივი „ლუზერი“ არჩევნებში.„საერთო ჯამში, ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ მთლიანი ოპოზიცია შეკრა ერთმა გამონათქვამმა – ცალ ფეხზე დგომა, რომელიც ასე კარგად მოერგო ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. ცალ ფეხზე დგომა არის მათი წესი და ნირი. სინამდვილეში, ეს არის ხალხი, რომელიც ვერ გამოვიდა საბჭოთა აზროვნებიდან. მათ უბრალოდ მოსკოვი ჩაანაცვლეს ბრიუსელით ან სხვა დედაქალაქით. როგორც საბჭოთა კავშირის დროს ელოდებოდა ზოგიერთი ინსტრუქციას მოსკოვიდან, ახლა ელოდებიან ინსტრუქციებს ბრიუსელიდან. 21-ე საუკუნეში რადიკალურ ოპოზიციაში არის საბჭოთა მენტალიტეტის ხალხი, რომებლსაც აქვთ ცალ ფეხზე მდგომი მონური მენტალიტეტი. ასე რომ, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და იმიტომაც არიან ისინი მუდმივი „ლუზერები“ არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ევროკავშირი უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს.როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ჩარლზ ფრისმა უკრაინა-ევროკავშირის თავდაცვითი მრეწველობის მეორე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული თანხა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან დაიფარება და, საერთო ჯამში, უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის მხარდასაჭერად განსაზღვრული თანხის ოდენობა 3.3 მილიარდ ევროს მიაღწევს.ფრისის თქმით, გასულ კვირაში ლვოვში ასევე ხელი მოეწერა კონტრაქტებს, რომლის ფარგლებში მოხდება თანხების ინვესტირება უკრაინის თანამედროვე თავდაცვითი მრეწველობის სფეროებში, მაგალითისთვის კი რაკეტებისა და დრონების წარმოება დაასახელა.

რომის პაპი ლეო XIV – დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოგვიწოდებს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი

რომის პაპი ლეო XIV დაპატიმრებული ჟურნალისტების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა, – ამის შესახებ მან ვატიკანში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.„ამ დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი“, – განაცხადა რომის პაპმა.ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს მონაცემებით, მსოფლიოში 361 ჟურნალისტია დაპატიმრებული.რომის პაპმა ასევე დაპირისპირების დაძლევის საჭიროებაზე ისაუბრა.„მშვიდობა იწყება თითოეული ჩვენგანით: იმით, თუ როგორ ვუყურებთ სხვებს, ვუსმენთ სხვებს და ვსაუბრობთ სხვებზე. ამ თვალსაზრისით, იმას, თუ როგორ ვურთიერთობთ, აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვუთხრათ „არა“ სიტყვების ომს“, – თქვა ლეო მე-14-მ.მედიასთან შეხვედრისას პონიფიკოსმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის საკითხზე და აღნიშნა, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს პასუხისმგბელობით.

ბოლო სიახლეები