ხუთშაბათი, მაისი 28, 2026

ლევან ნიკოლეიშვილი: ნაცმოძრაობის მთავარი არხი ხარობს, იქნებ ახალგაზრდის ტრაგედია გამოდგეს არეულობის მოსაწყობად

 

 

იცით სიბინძურე როდისა ყველაზე აუტანელი, როდესაც არა მარტო სუნი ასდის, არამედ როცა ყველასთვის საზიზღარი და მიუღებელია, როცა ყოველგვარ ზღვარს სცილდება, როდესაც ყველაფერი არეულია ერთმანეთში და ძალიან, ძალიან საზიზღრად გამოიყურება. სწორედ ასე გამოიყურება უკვე მთავარი არხის ან კი არის საერთოდ ტელეარხი ? სიუჟეტები განსაკუთრებით ბოლო დროს – გაბუნიას სკანდალური მოკვლა არ შედგა, მას სწორედ ის საძულველი სახელმწიფო იცავს, რომელსაც ასე ხშირად ლანძღავს. კორონა ვირუსმა საქართველოში ხალხი ვერ გაწყვიტა, თუმცა მანამდე მაღალკვალიფიციურ ექიმებს ლანძღვა და ტალახის სროლა არ მოაკლეს, მათივე მოთხოვნილ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ხმას არ აძლევენ. უფრო მეტიც, აგერ ნათელაშვილმა გერმანიის ელჩს ივანიშვილის მოსყიდულ დაფინანსებული უწოდა. რა ჰქვია ამას, ფსიქიური შეურაცხადობა თუ მავნებლობა თუ სიგიჟე?
იქით მათი ბელადი სააკაშვილი გვაოცებს პერიოდულად -აღმაშენებლთან თავის ურცხვი შედარებებით. თითქოს აღარაფერი არ უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ ეს ხომ ნაცები და მათი ბოროტი ინსტრუმენტი გვარამიაა. წარმოიდგინეთ ხალხი შეძრულია ახალგაზრდა გიორგი შაქარაშვილს სიკვდილით, ოჯახს როგორი ტრაგედია დაატყდა თავს, მტერსაც რომ არ უსურვებს კაცი. პოლიციამ, რომელსაც უმოქმედობაში ადანაშაულებს მთავარი არხი, 17 ადამიანი დააკავა, აქტიურად მიმდინარეობს საგამომხოებო მოქმედებები, ნაცმოძრაობის მთავარი არხი კი ხარობს, ხარობს იმით რომ იქნებ ეს ამბავი გამოდგეს არეულობის მოსაწყობად, იქვე ახალ სიბინძურეს იგონებს, რომ თითქოს ამ ამბავში ბერა ივანიშვილის სამეგობროა გარეული, იქნებ რამენაირად ივანიშვილების ოჯახის დისკრედიცია მოახდინონ. იცით რა არის მთავარის მთავარი ჭირი და უბედურება? ნებისმიერ ფასად არეულობა მოახდინონ, ნებისმიერი სიბინძურე თქვან, გამოიყენონ ადამინების ტრაგედია, გაწირონ საკითარი თანამშრომლები ან თუნდაც ნებისმიერი ადამიანი, ოღონდ ხალხი დაზაფრონ, ოღონდ ხალხი შეაშინონ, მაგრამ, არა, არ გაგივათ – სწორედაც რომ ხალხი გამოგიტანთ განაჩენს არჩევნებზე და დაასრულებს ამ სიბინძურეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ რუს პარტნიორებთან მშვიდად ვიმუშავებთ და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ

ჩვენ რუს პარტნიორებთან მშვიდად ვიმუშავებთ და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ფაშინიანის თქმით, „ტრამპის გზის“ მარშრუტსა და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასა და რატიფიკაციას პირდაპირი კავშირი არ აქვს.რუსეთზე საუბრისას ფაშინიანმა თქვა, რომ რუსეთთან პრობლემებს მოაგვარებს.„ჩვენ რუს პარტნიორებთან ვიმუშავებთ მშვიდად, ნევროზულობის გარეშე და ყველა პრობლემას გადავწყვეტთ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ზვიად შალამბერიძე – ოპოზიცია ცდილობს, სააკაშვილთან დისტანცია ჰქონდეს, თუმცა 26 მაისს საპროტესტო აქციაზე საქართველოს დროშაზე მეტი სააკაშვილის სურათები იყო გამოფენილი

ოპოზიცია ცდილობს, მიხეილ სააკაშვილთან დისტანცია ჰქონდეს, თუმცა 26 მაისს ვნახეთ, რომ საპროტესტო აქციაზე საქართველოს დროშაზე მეტი სააკაშვილის სურათები იყო გამოფენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.მისივე თქმით, „სწორედ სააკაშვილის ფაქტორი იქნება, რომელიც „ოპოზიციურ ალიანსს“ დაშლის“.არ ვიცი, ოპოზიცია დისტანციას რას ეძახის, მაგრამ ცალსახად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ალიანსის ცხრა წევრიდან ნაწილი სააკაშვილთან დისტანციას ამჯობინებს, ნაწილი მის დაკრულზე ცეკვავს. სწორედ სააკაშვილის ფაქტორი იქნება, რომელიც „ოპოზიციურ ალიანსს“ დაშლის“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გია ვოლსკი – სააკაშვილი რაღაცებს იგონებს, ახალი თმის ვარცხნილობის არ იყოს, რა მოწკმუტუნე, რევოლუციას-რევოლუციაზე გეგმავენ და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან

უცხოელის მიერ დაწერილ ლოზუნგებს ვხედავთ, რომელიც საქართველოში არსებულ რეალობას საერთოდ არ იცნობს, დიახ, საქართველო გაცილებით უკეთესს იმსახურებს, ვიდრე სისხლიანი ხელისუფლება იყო სააკაშვილის სახით, რომელსაც მართავდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, საქართველო უკეთესს იმსახურებდა და უკეთესი აირჩია„ამ ადამიანებს იდაყვებამდე აქვთ ხელი სისხლში, ქვეყნის ტერიტორიები დათმეს. საქართველო უკეთესს იმსახურებდა და უკეთესი აირჩია. თუ ამაზე უკეთესი გამოჩნდება, ამომრჩეველი ხმას მათ მისცემს, თუმცა ეს ყველაფერი არჩევნების გზით წყდება და არა გვარამია-ვაშაძის მიერ რევოლუციების მოწყობის მცდელობით. “ნაცმოძრაობამ” გადაწყვიტა, რომ წინა პლანზე ბოლომდე გამოვიდეს. ამბობენ, რომ სიტუაციას ისინი მართავენ და მათ ხელშია ოპოზიციის მომავალი. ბანერებიც ამაზე მოწმობს. შეხლა-შემოხლა იყო ბანერები გაეტანათ, სააშკარაოზე გამოვიდნენ. მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში არ ყოფილან, სააკაშვილი რაღაცებს იგონებს, ახალი თმის ვარცხნილობის არ იყოს. რა მოწკმუტუნე, რევოლუციას-რევოლუციაზე გეგმავენ და მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან. თითქოს გზა აირჩიეს, რომ კონსტრუქციები არიან, რაც ფარსია. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ამბობს, როგორც დაგვიღვრია სისხლი და საქართველოს გესტაპოს მეთოდებით როგორც ვმართავთ, ისე უნდა გავაკეთოთო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკა გვარამია – ბევრი ტექსტი ძალიან გაუგებარი და უდროოა, მიშას გადასაწყვეტია, რომ გამოხატავს თავის აზრს, მე არ ვარ ჯავშანმანქანის ინჟინერი

არ მესმის, რამდენი წელი შეიძლება, ილაპარაკონ, რომ „მელიამ მიტინგი დაშალა“. არ მაინტერესებს წარსულის ეს ამბები, მოვლენები. ყველას ვთხოვ, ცოტა ხანი მაინც დაივიწყოს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.გვარამიას კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც სააკაშვილმა დაწერა: „მელიას შეცდომა ის იყო, რომ გუშინდელ აქციაზე უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა. არადა, თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.„არ ვაპირებ არანაირ დაპირისპირებაში შესვლას. ბევრი რაღაც ცუდი მოსასმენია. ძალიან გაუგებარი და უდროოა ბევრი ტექსტი, მაგრამ სიღრმეებში ახლა არ შევალ, რადგან ეს ყველაფერი ხელს გვიშლის ერთიანი მიზნის მიღწევაში. ამიტომ, ყველას ვთხოვდი, მოვუწოდებდი, რომ გამყოფი ხაზების გაღრმავება, შემოტანა არ არის სასარგებლო პროცესისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, არ არის სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. თუ მაინც და მაინც რამე უნდა გავარჩიოთ, მას მერე გავარჩიოთ, რაც ქვეყანას გადავარჩენთ და ივანიშვილს გავუშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე. უკვე ღიად ვთქვი, რომ არ ვაპირებ დაპირისპირებებში შესვლას. ძალიან არ მომწონს, რომ ამ დაპირისპირებების გამწვავება თუ გაღრმავება მიმდინარეობს. ცუდია ეს. რაც შეეხება „მელიამ მიტინგი დაშალას“, უბრალოდ არ მესმის, რამდენი წელი შეიძლება, ილაპარაკონ ეს და საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება, მიტინგი დაშალო. ვინმეს თუ უნდა გადაწყვეტილების მიღება და შედეგის მიღწევა, დამიჯერეთ, ერთ ადამიანზე არაფერი არ არის დამოკიდებული. ასეთ ვითარებაში, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ნიკა მელიამ რამე დაშალა და რამეს ხელი შეუშალა. მაშინ ნიკა მელია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მე პოლიტიკაში არ გახლდით და მაშინვე გაერჩიათ ეს ამბავი. გულწრფელად გეტყვით, არ ვაპირებ ამაში შესვლას. არ მაინტერესებს წარსულის ეს ამბები, მოვლენები, ტრავმები. ყველას ვთხოვ, ცოტა ხანი მაინც დაივიწყოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.გვარამიას ასევე კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა: „მრავალრიცხოვანმა საპროტესტო მსვლელობამ მაინც დამიტოვა უკმარისობის განცდა, არ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, რა არის შემდეგი ნაბიჯები, ვეძებთ რევოლუციური ჯავშანმანქანის ინჟინრებს“.გვარამიას თქმით, ჯავშანმანქანის ინჟინერი არ არის და კითხვაზე ვერ უპასუხებს.„მიშას გადასაწყვეტია, რომ გამოხატავს თავის აზრს და კმაყოფილი იქნება თუ არ იქნება რაღაც პროცესით. მას შეუძლია, იოპერიროს საკუთარი პარტიის მეშვეობით, რომელიც ალიანსის წევრია. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მე არ ვარ ჯავშანმანქანის ინჟინერი, ამიტომ ვერ გიპასუხებთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ქალი, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა კლინიკაში გარდაიცვალა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნილი ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ქალს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა.„შემოიყვანეს ცოცხალი, მაგრამ უგონო მდგომარეობაში იყო. ჩაუტარდა კვლევები,  სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა“, - აცხადებს „სამხრეთის კარიბჭესთან“ კლინიკა „იმედის“ კლინიკური მენეჯერი.მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბოლო სიახლეები