დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ვიდეო, თითქოს სტიქიის დროს დაღუპულთა ცხედრები იყო მიტოვებული და ყურადღებას არავინ აქცევდა, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სამოქალაქო აქტივისმა, დენის ბულკაშვილმა, სპეკულაციური ვიდეო გაავრცელა, რომელიც რელაურ ვითარებას არ ასახავს.
ნიკოლეიშვილის განმარტებით, მის მიერ მოპოვებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ადგილზე მაშველებიც იმყოფებოდნენ, სხვადასხვა ადგილზე აღმოჩენილი ცხედრების თავმოყრა კი ისეთ ადგილზე განხორციელდა, სადაც ვერტმფრენი შეძლებდა დაჯდომას. “დღეს მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ვიდეო, თითქოს სტიქიის დროს დაღუპულთა ცხედრები იყო მიტოვებული და ყურადღებას არავინ აქცევდა. რეალურად, რამდენიმე საათის განმავლობაში მაშველების მიერ ცხედრების გადატანა იმ ადგილზე, სადაც შესაძლებელი იყო ვერტმფრენის დაჯდომა, ხორციელდებოდა მათი აღმოჩენის სხვადასხვა ადგილებიდან და როგორც კი მოხერხდა, ვერტმფრენი შეფრინდა ხეობაში და მოხდა ერთად თავმოყრილი ცხედრების გადმოტანა სტიქიის ზონიდან. მოპოვებულ რამდემიმეწამიან ვიდეოში ჩანს, რომ მაშველები იმყოფებოდნენ მიმდებარე ტერიტორიაზე, წინა, ზემოთხსენებული ვიდეოს გადამღები ადამიანის უკანა მხარეს… ასევე გავარკვიეთ სპეკულაციური ვიდეოს გადამღების ვინაობაც. ის, ე. წ. “სამოქალაქო აქტივისტი”, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი დენის ბულკაშვილია.” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.