სამშაბათი, მარტი 17, 2026

ლევან იოსელიანი: ჩვენ ყველანი ერთად მოვესწრებით იმ დღეს, როდესაც სოხუმში ერთად ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას

მგონია, რომ ჩვენ ყველანი ერთად მოვესწრებით იმ დღეს, როდესაც სოხუმში ერთად ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას. შეუძლებელია უკვალოდ ჩაიაროს იმ ათასობით ადამიანის გმირობამ, ვინც თავი დადო ჩვენი სამშობლოსთვის ბრძოლაში. ვიმედოვნებ, რომ ყველანი ერთად მეტს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აფხაზეთი იყოს არა მარტო ჩვენი თაობის, თქვენი თაობის, არამედ ჩვენი მომდევნო თაობის მთავარი საფიქრალი და მთავარი სატკივარი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან იოსელიანმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე.

როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, ყველანი ერთად ისეთი ქვეყნას ააშენებენ, რომლის შემადგენლობაში თავის ადგილს დაიმკვიდრებს აფხაზეთიც და სამაჩაბლოც.

„მთავარი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო და რაც ჩემმა კოლეგებმაც თქვეს და სრულიად ვიზიარებ – ჩვენ აფხაზეთი გვინდა იმდენად, რამდენადაც გვინდა აფხაზი ხალხი, ამ ხალხთან თანაცხოვრება. ჩვენ აღარ უნდა დავუშვათ, არც ჩემმა თაობამ, არც ჩემმა მომდევნო თაობამ შეცდომა, რომელიც ერთხელ უკვე დავუშვით და დავუპირისპირდით ერთმანეთს იარაღით და ოცდაათი წელი გავიდა და ამ ჭრილობების მოშუშება დღემდე ძალიან რთულია. ყველაზე მთავარი, რომელიც ჩემი აზრით ყველამ, განსაკუთრებით ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ, არის ის, რომ საკუთარ ძმას იარაღით არ უნდა დაუპირისპირდნენ, იმიტომ რომ მერე ამის გადალახვა, ამის პატიება ძალიან რთულია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერს ქართველებთან ერთად, რომლებიც სოხუმში იბრძოდნენ, აფხაზებიც დაეცნენ. „დაეცნენ იმიტომ, რომ ამ ბრძოლაში ჩვენმა საერთო მტერმა გაიმარჯვა. ამ ბრძოლაში გაიმარჯვა იმ სახელმწიფომ, რომელიც დღემდე დაკავებულია ჩვენი ქვეყნის ანექსიით და დანაწევრებით. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ესე მყისიერად ვერ შევცვლით, მაგრამ ამას აუცილებლად შევცვლით, თუ აფხაზეთის მიმართ სიყვარულს და იმ ადამიანების გმირობის მაგალითს გადავცემთ ჩვენს შვილებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის თქმით, სამწუხაროდ ახალგაზრდა თაობა დღეს ნაკლებად იცნობს აფხაზეთს და შესაბამისად, ქვეყანაში შესაცვლელია პოლიტიკა ამ მიმართულებით.

„ჩვენდა სამწუხაროდ ჩვენი შვილების თაობაში ძალიან ცოტამ თუ იცის ვინ იყო ჟიული შარტავა, ვინ იყო მამია ალასანია, გურამ გაბისკირია და უამრავი სხვა გმირი, რომელიც მონაწილეობდა და თავი დადო საკუთარი ქვეყნისათვის. სამწუხაროდ, სკოლებში არ ისწავლება ის საარაკო საგმირო მაგალითები, რომელიც ხდებოდა კამანში, შრომაში, გუმისთასთან, სადაც მართლაც შიშველი ხელებით უხდებოდათ ჩვენს მებრძოლებს გამკლავებოდნენ პირდაპირი მნიშვნელობით რუსულ აგრესიას, იმიტომ რომ მაშინაც რუსეთი იყო ის, რომელიც ძირითადად ებრძოდა საქართველოს. გულსატკენია, რომ მოდის თაობა, რომლისთვისაც აფხაზეთი არ არის ისეთი ნაცნობი როგორც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის. დღევანდელი განათლების სისტემისთვის ეს ჩემდა სამწუხაროდ არ არის პრიორიტეტი. სკოლებში არ ხდება ამ საგმირო მაგალითების სწავლება, ამ სულისკვეთების გაღვივება ბავშვებში, რომლებმაც ეს უნდა გადაიბარონ. ეს სიყვარული უნდა გადაიბარონ იმიტომ, რომ ჩვენ აფხაზეთს მაშინ დავკარგავთ, თუ დავკარგავთ მისდამი ხსოვნას. თაობები მიდიან და ახალი თაობა მოდის, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს არის საქართველო, რომელიც მათ უნდა დაიბრუნონ, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ჩვენ ეს ვერ შევძელით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სეიედ ალი მოჯანი-დღეს ტრამპის არმადა ესპანეთის “უძლეველი ფლოტის” ხვედრს იზიარებს: მარტოდმარტო დაცურავს წლებში და ელოდება ირანული რაკეტების ქარიშხალს

,,დღეს ტრამპის არმადა ესპანეთის "უძლეველი ფლოტის" ხვედრს იზიარებს: მარტოდმარტო დაცურავს წლებში და ელოდება ირანული რაკეტების ქარიშხალს-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

პეტერ ფიშერი – ვწუხვარ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის გამო, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება.„ვწუხვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის გამო.ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

მიხეილ სარჯველაძე – არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება – რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება,...

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო, რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, მინისტრის თქმით, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება.მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები.„მდგომარეობა არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე. ვცდილობთ, გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, კომპეტენტურ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული. იქნებ არსებობდეს, რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები. გნებავთ, კონსილიუმი დაარქვით, ან რაც გნებავთ. აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები. მათთან კონსულტაციების გავლა ერთ-ერთი რეკომენდაციაა.არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება. უკლებლივ ყველაფერი გაკეთება, რათა დაუყოვნებლივ იყოს ასეთი საჭიროება უზრუნველყოფილი.საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია. ვმსჯელობთ, რით შეიძლება იყოს ჩართული უფრო მეტი რესურსი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს.ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით“,- აღნიშნავს სარჯველაძე.ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

საბაჟო გამშვებ პუნქტზე – ,,ყაზბეგი“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის  რამდენიმე  ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს (საერთო წონით 248,95 გრამი) ნაკეთობები  და ძვირფასი ქვები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 76 669 ლარი შეადგინა.ერთი  სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში  36 322 ლარით დაჯარიმდა.

მეუფე შიო – ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური და იმედი გვაქვს, ასეც იქნება – მოგიწოდებთ ყველას,...

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა - ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, - ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა განაცხადა.მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.„როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით.ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ“- აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

ბოლო სიახლეები