ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025

ლევან იოსელიანი – პოზიციას შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება, ასეთი მტკიცებულება არ მინახავს, ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ

პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება არ მინახავს, ბოდიში და ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში იმ კითხვის პასუხად, რომლის თანახმადაც: „პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე შუალედური ინფორმაცია გაავრცელა. რაც შეეხება არჩევნების შეფასებას, თქვენ გქონდათ იმ ტიპის პოზიცია, რომელიც იყო ფართოდ გაკრიტიკებული იმ საზოგადოების, პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან,  ვინც არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ. ხომ არ შეიცვალეთ თქვენი პოზიცია?“.

იოსელიანის განმარტებით, ვისაც ჰქონდა საშუალება, არჩევნებს დაკირვებოდა, მათ მიერ არ არის წარმოდგენილი გაყალბების შესახებ ისეთი მყარი მტკიცებულებები, რომელიც ათქმევინებდა, რომ 300 000 ხმა გაყალბდა.

„პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი, დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. მე არ მინახავს ასეთი მტკიცებულება, 100 ათასი ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, ამ ადამიანებიდან დღემდე ჩემთან არცერთი არ მოსულა. 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებუოლი, ჩემთვის ძალიან ცხადია. ამიტომ ბოდიში და ასეთ ჰაერიდან მოტანილ სისულელეებს მე არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია.

მე არ მაქვს მანდატი, რომ არჩევნებს დავაკვირდე. არჩევნებს არ დავკვირვებივარ. 3 000 უბანზე მე არ მყოლია წარმომადგენელი, მაგრამ ვისაც ჰყავდა წარმომადგენლები და ჰქონდა ასეთი საშუალება, მათ მიერ დღემდე, ჩემი აზრით, არ არის წარმოდგენილი გაყალბების შესახებ ისეთი მყარი მტკიცებულებები, რომელიც მათქმევინებდა, რომ 300 000 ხმა გაყალბდა – როგორც მოქალაქე, ამას დავიჯერებდი – ან 100 000 ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა.

მეც დავდიოდი მარნეულში და რამდენიმე უბანზე მეც ვიყავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სისტემურად ვაკვირდებოდი არჩევნებს. მე რომ არჩევნების შესახებ დასკვნა გავაკეთო, სისტემურად უნდა დავაკვირდე ამ ყველაფერს. არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, არცერთ სახალხო დამცველს არ გაუკეთებია დასკვნა არჩევნების შესახებ, მის ლეგიტიმაციასთან ან არალეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ეს არის სხვა სფერო, ამისთვის არსებობენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

არჩევნების წინა პერიოდიდან დაწყებული, როდესაც მგონი, ყოველ კვირა ვაკეთებდით განცხადებას, რომ ადგილი თუ აქვს თქვენ მიმართ რაიმე ტიპის საარჩევნო უფლების შეზღუდვას, იგივე პირადობებთან დაკავშირებით თუ არის რამე პრობლემა, მოგვმართეთ, მოიტანეთ, ან არ ვიცი, ჩვენთან თუ არა, სხვაგან, ამის შესახებ საჯაროდ გააკეთეთ განცხადება. ცალკეული შემთხვევები როგორ არ იყო და პირდაპირ ეთერში ვნახეთ, აქ ხომ საუბარი არის მასშტაბზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, არჩევნების შედეგები გადაიხედოს, ანუ გავლენა მოახდინოს. მასშტაბს აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანი ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ყველა პარტიას მიმართა, მიეწოდებინათ არჩევნების გაყალბების შესახებ ინფორმაცია, თუმცა აპარატს ასეთი ინფორმაცია მათგან არ მიუღია.

„ყველა პარტიას ჩვენ პირადად დავუკავშირდით – ჩემი მოადგილეები ურეკავდნენ – და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია, არავინ მოგვაწოდა ინფორმაცია. ვთქვათ, ჰქონდათ, მაშინ რატომ არ დაწერეს 3 000 უბანზე 11-ზე მეტი საჩივარი გაყალბების შესახებ? თუ ჰქონდათ, იქ არ იყვნენ მთელი დღის განმავლობაში? ბევრი დეტალია, რომელიც ესე მარტივად არ არის, რომ ყველაფერი დაიჯერო. თუ ასეთი მტკიცებულებები არსებობს, პირველ რიგში მე კიარა, საზოგადოებას უნდა მიაწოდონ. მაჩვენეთ ეს მასალები, მტკიცებულებები და კი ბატონო, თქვენ ერთად დავჯდები და ვიტყვი, რომ ეს ასეა, ეს ასეა. ვთქვათ, მე არ მენდობიან, ვისაც ენდობიან, იმას მიაწოდონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ  გაავრცელა ინფორმაცია. პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 800-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

უწყების განმარტებით, სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.

ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ განმეორებითი, თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის შესაძლებლობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება 19 იანვარს შევა ძალაში

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ადასტურებს კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანიმიც. მისივე თქმით, შეთანხმება 19 იანვარს შევა ძალაში. „კატარი, ეგვიპტე და ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულები ვართ, განვაცხადოთ ღაზაში მეომარ მხარეებს შორის პატიმრებისა და მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ ერთობლივი შუამავლობის ძალისხმევის წარმატებაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს დოჰაში პრემიერ-მინისტრმა.

VIDEO: როგორ გამოიყურება $2,000,000 შეფასებული სახლი ბათუმში – ჯორდანის ვიდეოში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა

ცნობილი ტიკ-ტოკერის, ჯორდანის ვიდეოში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა, რომლის სახლის ღირებულება 2 მილიონი დოლარია. ნახეთ როგორ გამოიყურება ქართველი მილიონერის სახლი ბათუმში ⇓    

რას წერს ირმა ინაშვილი გახარიასა და სამხარაძის ინციდენტზე

"ვფიქრობ, ლიბერალ ბაიდენსაც და კონსერვატორ ტრამპსაც უკვე აჩვენეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრები ბათუმის „შერატონში“. როგორ ფიქრობთ, რა განწყობას შეუქმნის ეს მსოფლიო ლიდერებს?"- ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს: "საპროტესტო აქციებმა საქართველოს ყველა დიდი ქალაქი მოიცვა: თბილისიც, ქუთაისიც, ბათუმიც, ზუგდიდიც, თელავიც, მოკლედ, ყველას ვერ ჩამოვთვლით. ქუჩაში ყველა ასაკის ადამიანი დგას. 15 წლის მოზარდიც, 25 წლის ახალგაზრდაც, შუახნის კაციც და ასაკოვანიც! ვხედავთ ყველა პროფესიის ხალხს: მსახიობსაც, ექიმსაც, მხატვარსაც, მასწავლებელსაც და ინჟინერსაც. მოკლედ, ყველას! აქციებში მონაწილეობენ საჯარო მოხელეებიც, მათი შვილები და თავად პოლიციის თანამშრომლების შვილებიც კი. საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირებაა. მეტიც, უკვე ზიზღია, ხელჩართული ჩხუბია, დაუნდობლობაა. ცხადია, არიან პროვოკატორებიც. თუმცა, არიან ბრიყვებიც, თავისი ქმედებებით პროვოკატორზე უარესს რომ სჩადიან. დუღილის ტემპერატურა დღითიდღე იზრდება. ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს. გინდა, თუ არ გინდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ იქნება! მკაფიოდ ვამბობ: კომპრომისი უნდა მოიძებნოს და პირადად მე ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია! აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ უარყოფით შედეგს... უკიდურესად უარყოფით შედეგს მოიტანს ძალადობა დემონსტრანტზეც, პოლიციელზეც, პოლიტიკოსზეც, ჟურნალისტზეც, საჯარო მოხელეზეც და რიგით მოქალაქეზეც! წლებმა დაგვანახა, რომ ნებისმიერი ძალადობა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებს ზრდის. იმისდა მიუხედავად, დამნაშავეა თუ არა ხელისუფლება. მეტიც, საზოგადოების წევრები, რომლებიც ძალადობრივ ფაქტს იწონებენ, მოკლე ხანში ძალადობის ამავე ფაქტს ემიჯნებიან და გმობენ! ტრაგიკული რეალობაა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაშია, ნუთუ, ამას ვერ ვხედავთ?! ვფიქრობ, ლიბერალ ბაიდენსაც და კონსერვატორ ტრამპსაც უკვე აჩვენეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრები ბათუმის „შერატონში“. როგორ ფიქრობთ, რა განწყობას შეუქმნის ეს მსოფლიო ლიდერებს?"- წერს ირმა ინაშვილი.

ჯო ბაიდენი – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების მიღწევა არის არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლის და ირანის დასუსტების, არამედ დაუღალავი და შრომატევადი ამერიკული დიპლომატიის...

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ადასტურებს. „ეს არის არა მხოლოდ „ჰამასზე“ უკიდურესი ზეწოლის, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისა და ირანის დასუსტების შედეგი, არამედ დაუღალავი და შრომატევადი ამერიკული დიპლომატიის შედეგი“, – აღნიშნა ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მიღწეული შეთანხმების პირველი ფაზა მოიცავს ღაზის სექტორიდან ისრაელელი სამხედროების სრულად გაყვანას, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებას და ისრაელის მხრიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. ასევე, გაიზრდება ჰუმანიტარული დახმარება და პალესტინელებს შეეძლებათ საკუთარ სახლებში დაბრუნება. მეორე ფაზა მოიცავს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებს, თუ რა იქნება ომის სამუდამოდ დასრულების გზები, ხოლო თუ ეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის ექვს კვირაზე მეტხანს გასტანს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მაინც გაგრძელდება. რაც შეეხება მესამე, ანუ საბოლოო ფაზას, ბაიდენის თქმით, ეს არის უკვე ღაზის რეკონსტრუქციის გეგმა. ბაიდენის თქმით, შეთანხმებამდე მისასვლელი გზა არ იყო მარტივი და ეს იყო ყველაზე რთული მოლაპარაკებები. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი-„ჰამასის“ ომში ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, ხოლო ამ შეთანხმების ფარგლებში პალესტინელებს შეუძლიათ, აღადგინონ ღაზა „ჰამასის“ გარეშე.

ახალგაზრდა ძიუდოისტი ტრაგიკულად დაიღუპა

ახალგაზრდა ძიუდოისტი გიგი ხარებაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გლოვობს ჩემი ყვარელი, დღეს შავებით შეიმოსა... გაუსაძლისი ტკივილია შენი შეწყვეტილი სიცოცხლე გიგი. გისამძიმრებთ უდიდეს ტკივილს სრულიად კახეთს. დღეს, ავტოკატასტროფას ემსხვერპლა ყვარლის ძიუდოს სკოლის აღზრდილი, პერსპექტიული ძიუდოისტი, 20 წლის გიგი ხარებაშვილი. სიტყვები არ კმარა ამ უდიდესი დანაკარგის გადმოსაცემად...“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები