ეს [სიღარიბე] შეიძლება შენი უნიათობით გამოიწვიო, მაგრამ ეს რომ იყოს შენი დეკლარირებული მიზანი და ამისკენ მიისწრაფოდე, ეს ჩემთვის გაუგებარია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„ვერ წარმომიდგენია რომელიმე ხელისუფლება, რომლის მიზანია, რომ თავისი მოქალაქე, ვინც ის უნდა აირჩიოს, გააღარიბოს. მე ასეთი რამ არ წარმომიდგენია და არ მიმაჩნია სერიოზულ მსჯელობად არსებული სიტუაციის. შეიძლება ილაპარაკო ბევრ პრობლემაზე, მაგრამ, ამოცანა გქონდეს, რომ გააღარიბო შენი მოქალაქეები… ეს შეიძლება შენი უნიათობით გამოიწვიო, ბევრი სხვა ფაქტორი იყოს ამის მიზეზი, მაგრამ ეს რომ იყოს შენი დეკლარირებული მიზანი და ამისკენ მიისწრაფოდე, ეს ჩემთვის გაუგებარია“, – აცხადებს იოსელიანი.