სამშაბათი, მარტი 4, 2025

ლევან დოლიძე – უკრაინას აქვს არგუმენტები, რომ მოითხოვოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, ამის საჭიროებას კარგად ცხადყოფს რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებით

შეთავაზება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა მინერალებთან დაკავშირებით, ჩემი შეფასებით, ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად არ გულისხმობს უსაფრთხოების გარანტიების შექმნას უკრაინისთვის, თუმცა ეს საკმაოდ საინტერესო წინადადებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს, გარკვეულწილად, ახალი ელემენტის გაჩენაა ზოგადად რეგიონული ინტერესების გამოკვეთის მიმართულებით და ჯერ ნამდვილად რთულია რამე პროგნოზის გაკეთება, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამას ძალიან საინტერესო განვითარება შეიძლება მიეცეს, მათ შორის, შემაკავებელი ფაქტორის პოტენციურად არსებობის კუთხით“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს უკრაინის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების მყარი გარანტიების შექმნის საჭიროებას.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინას აქვს კონკრეტული საფუძვლები და საკმაოდ მყარი არგუმენტები იმისთვის, რომ მოითხოვოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, რომელიც გამყარებული იქნება სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტებით. ამის საჭიროებას ძალიან კარგად ცხადყოფს ისტორია; ამას ცხადყოფს რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა დოლიძემ.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომელსაც ძალიან საინტერესო ფორმა შეიძლება მიეცეს შემაკავებელი ფაქტორის კუთხითაც სამომავლოდ.

„კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ უნდა მოვიაზროთ, როგორც ერთმნიშვნელოვანი ჩანაცვლება უსაფრთხოების იმ გარანტიების, რომლებსაც დღეს პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვს. მეტიც, აქვე მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ეს არის სწორედ ის ახალი ელემენტი რეგიონული ინტერესების გამოკვეთის კუთხით, რომელზეც ძალიან აქტიურად უნდა დაფიქრდეს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რეგიონის სხვა სახელმწიფოები და, პირველ რიგში, საქართველო, ვინაიდან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ იკვეთება ახალი გლობალური წესრიგი და ძალიან სერიოზული საუბრები მიდის, მაგალითად, ახალ იალტასთან დაკავშირებით, რაც ხშირად ისმის, სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდანაც, ასეთი ტიპის შეთავაზებები და განცხადებები ძალიან ყურადსაღებია, ჩემი აზრით. თუმცა, ჩვენ სამწუხაროდ, არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ახლა ძალიან აქტიურად ვიყოთ ამაზე ფოკუსირებული“, – განაცხადა დოლიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ევროპასა და აშშ-ის შორის უთანხმოების გამწვავება, დოლიძემ განაცხადა, რომ უთანხმოება თვალსაჩინოა.

„პირველ რიგში, ვგულისხმობ უკრაინასა და აშშ-ს შორის, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ოკეანის ორივე მხარეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, როგორც ევროპული სახელმწიფოებისთვის, ასე აშშ-ისთვის, ძალიან მკაფიო და თვალსაჩინო იქნება ის საფრთხეები, რაც შეიძლება, ამ სირთულეების გაღრმავების შემთხვევაში ჩვენ მივიღოთ. ჩვენ ამ რეგიონის ნაწილი ვართ, თვალს ვადევნებთ და ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ის, რაც მოხდა უკრაინაში 2022 წელს, გარკვეულწილად, არის პირდაპირი გამოვლინება იმ სისუსტის, რაც დასავლეთმა გამოავლინა 2014 წელს, როდესაც მოხდა რუსეთის ფედერაციის პირველი შეჭრა უკრაინაში. ის, რაც მოხდა 2014 წელს, გარკვეულწილად, იყო გაგრძელება იმ პრობლემის, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დადგა 2008 წელს. მე ვფიქრობ, ევროპულ სახელმწიფოებს და აშშ-ს ეს რისკი სათანადოდ თავის დროზე უნდა შეეფასებინათ და მიეღოთ სწორი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა დოლიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ აისახება უკრაინაში სამშვიდობო პოლიტიკა და მშვიდობა საქართველოზე და რა გავლენას მოახდენს მთელი ეს პროცესი, მათ შორის, გეოპოლიტიკურ ჭრილში, ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, ამ ომის დროულად, სწორად, ეფექტიანად დასრულებაზე ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს ბედი.

„ჩვენთვის უკიდურესად დამაზიანებელი იქნება, ეს ომი რომ დასრულდეს იმ პირობებით, როგორც ამის დასრულება დღეს რუსეთის ფედერაციას სურს“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო, ობამას დროს მიიღეს ყირიმი, ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს, ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება, მე რომ...

ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო; ობამას დროს მიიღეს ყირიმი; ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს; ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ არ მოვსულიყავი, მიიღებდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, სჯერა, რომ რუსეთს სურს გარიგების დადება და დარწმუნებულია, რომ უკრაინის ხალხს ასევე სურს გარიგების დადება, რადგან ისინი დაიტანჯნენ უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი.„მაგრამ თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო; პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს კარგი, დიდი წყალქვეშა ნავების ბაზა. მიწის დიდი ნაჭერი, სადაც მათ ჰყავთ თავიანთი წყალქვეშა ნავები. იცით ეს, არა? ყირიმი; პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ ვერაფერი მიიღეს; პრეზიდენტ ბაიდენის დროს სცადეს მთელი რაღაცის მიღება. მათ სცადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ აქ არ მოვსულიყავი, ისინი მიიღებდნენ მთელ რაღაცას. ასე რომ, შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ ბუშს, ობამასა და ბაიდენს. მათ ბევრი წაიღეს. ერთადერთი, რაც მათ არ მიუღიათ, იცით, რა მივეცი მათ? მე მივეცი მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. აი, რა მივეცი მათ. მე მივეცი მათ სანქციები რუსეთის მიმართ. მე მივეცი მათ „ჯაველინები““, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

📽️„ევროპა შინაარსობრივად გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლება წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი, არის მთავრობის გადასაწყვეტი…“ – იაგო ხვიჩია

„ევროპა შინაარსობრივად გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლება წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი, არის მთავრობის გადასაწყვეტი...“-  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ამერიკისთვის, პუტინზე არანაკლები პრობლემაა ევროპაში მიმდინარე პროცესები. ევროპა გახდა სოციალისტური, შინაარსობრივად, ევროპა გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლებები წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი არის მთავრობის გადასაწყვეტი, რეგულირებები, ბიუროკრატია, გადასახადები, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ვითომ პოლიტკორექტულობის მოტივით... ამერიკის სათავეში მოვიდა ხალხი, რომლისთვისაც ეს კომუნისტები, ყველაზე ჩათლ*** კომუნისტები, რომლებიც იმასაც კი არ ამბობენ, რომ კომუნისტები ვართო, როგორც ჩვენთან არიან ჩათლ*** კომუნისტები ოპოზიციაში, 4, 5, 9, 25 და ენჯეოს სექტორი, მაგრამ ესენი ამბობენ რომ ლიბერალები არიან. ტრამპისთვის ეს ხალხი, მისი მოწინააღმდეგეები ამერიკაში და მათი მეგობრები ევროპაში, არიან ბევრად უფრო დიდი პრობლემა იმიტომ, რომ ესენი არიან ვირუსი, რომლებიც შეძვრნენ ამერიკაში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის მიერ კახა კალაძესთვის “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევაზე-იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? ან, მიუხედავად უამრავი მცდელობების...

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომ უკრაინამ კახა კალაძეს “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდება ჩამოართვა და აღნიშნავს, რომ “მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი”.“ძალიან მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი. კახი კალაძეს რა მოტივით „აზარალებ,“ თქვენი სპორტის ოსტატის წოდებას, რომ ჩამოართმევ? იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? აი, იქ კი რას აპირებთ მიუხედავად უამრავი მცდელობების იმ ქვეყნის დედაქალაქის მერი და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ არის, რომელმაც უკრაინისგან განსხვავებით საქართველოში ომი არ დაუშვა და მშვიდობა აქვს?! იქნებ ჯერ დაფიქრდეთ, მერე თქვათ და აკეთოთ უგუნურობები.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 80 მიწისძვრა მოხდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 80 მიწისძვრა მოხდა  3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის.3 მიწისძვრა 3 მაგნიტუდა და მეტი8 მიწისძვრა 2-დან 3 ქულამდე სიმძლავრის69 მიწისძვრა 2-ზე ნაკლები მაგნიტუდით

გია აბაშიძე: ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას “უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება” ჩამოართვა – კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია

სასოწარკვეთილი ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას "უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება" ჩამოართვა - კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, დედაქალაქის მერ კახა კალაძისთვის უკრაინის მიერ “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევას.მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება წარმავალი ზელენსკის უბადრუკმა აქტორებმა მიიღეს. “სასოწარკვეთილი ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას "უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება" ჩამოართვა - კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია. როგორ ძალიან აჟრიალებთ წარმავალი ზელენსკის რეჟიმის უბადრუკ აქტორებს. კალაძე ერთ-ერთი დიდსულოვანი ადამიანია "ქართულ ოცნებაში" და ანდრეი შევჩენკოს მსგავს სულმდაბალ არსებათა ზემინიმანლურ პარაზიტობას როგორმე გადაიტანს.” - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები