პარასკევი, ნოემბერი 28, 2025

ლევან დავითაშვილი – ხურვალელებს შევპირდი და იმავე წელს ჩვენ დავიწყეთ ნადარბაზევის წყალსაცავის აღდგენა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ,,ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე აღნიშნა, რომ გორი არის კარგი მაგალითის მიმცემი მთელი საქართველოსთვის, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური, ახალი, მაღალი პროდუქტიულობის ბაღები გაშენდეს მეხილეობის სხვადასხვა – ვაშლის, მსხლის, ბლის, კაკლოვანი მიმართულებით და ყველაზე მეტი კომპეტენციაც  სწორედ გორში მცხოვრებ ფერმერებს გააჩნიათ.

ლევან დავითაშვილმა სარწყავი ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 ათას ჰექტრამდე გაიზარდა წყალუზრუნველყოფილი ფართობები.

„რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭრდება, ეს არის შესაბამისი სარწყავი ინფრასტრუქტურა. ყველას გვესმის, ვისაც სოფლის მურნეობასთან შეხება გვაქვს, წყალი რაოდენ მნიშვნელოვანია. წყლის გარეშე ვერ ვისაუბრებთ ვერანაირ სოფლის მეურნეობაზე. ჩვენ გორის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილი გავხადეთ 16 000 ჰაზე მეტი. როდესაც გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთზე ვსაუბრობ, მათ შევპირდი და იმავე წელს ჩვენ დავიწყეთ ნადარბაზევის წყალსაცავის აღდგენა. დღეს უკვე მიდის კაპიტალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დამატებით ათასი ჰექტარი, რამდენიმე მნიშვნელოვანი სოფელი გასარწყავიანდება”, – განაცხადა მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ლაშხი: ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას

ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკავშირი გამჭვირვალობის რეგულაციებს ამკაცრებს.„ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას, რაც არის უსამართლობა. ის რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საჭიროა, იგივე პრინციპებზე დაყრდნობით უნდა განიხილებოდეს საქართველოში არსებული მდგომარეობა“, - აცხადებს ლაშხი.ევროკავშირმა „გამჭვირვალობის კანონი“ გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.

არაბული მედია: ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა

ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა.ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს სამხრეთით მდებარე სოფლების, ჯარმაკისა და მაჰმუდიეს მიმდებარე ტერიტორიებზე.კონკრეტულად რა გახდა ისრაელის სამიზნე, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან თავდაცვის ძალებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.ცნობისთვის, 23 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთზე იერიში მიიტანეს, რასაც „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსი ალი ტაბატაბაი ემსხვერპლა.

გთხოვთ გავავრცელოთ, ოთოს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

,,გააზიარეთ გთხოვთ ნათია ბერაძის პოსტი - მეგობრებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ თანადგომას ოთოსთვისოთოს მკურნალობა და რეაბილიტაცია გრძელდება სახლში, ყოველდღიურად ვაგრძელებთ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ სამწუხაროდ მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს-ყოველდღიურ მედიკამენტებს, რეაბილიტაციის საშვალებებს და სპეციალური მოვლის ხარჯებს. თქვენი დახმარებით მოვახერხეთ აქამდე მოსვლა და კიდევ მნიშვნელოვანი ეტაპია წინ ჩვენი ბრძოლა გრძელდებათიბისი : ბანკი #GE57TB7469345064300090მიმღები : ნიკოლოზ ბერაძესაქართველოს ბანკი : #GE96BG0000000101479415მიმღები : ნათია ბერაძედიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით ხართ ამ რთულ გზაზე,,- წერს გივიკო დიდია

“მშობელმა ბავშვს სუნთქვის სიხშირე უნდა დათვალოს…” – ივანე ჩხაიძე განმარტავს

პედიატრი, თსსუ პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რატომ უნდა დათვალოს მშობელი ბავშვების სუნთქვის სიხშირე. „ამ ბოლო პერიოდში, კარგად ვისწავლეთ სატურაციის გაზომვა. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენი ბავშვის შეფასების არსენალში დაემატება კიდევ ერთი — ვნახოთ, გავსინჯოთ და დავთვალოთ, წუთში რამდენჯერ სუნთქვის ჩვენი შვილი. ერთი წუთის განმავლობაში, მოსვენებულ მდგომარეობაში, სუნთქვის სიხშირის მაჩვენებელი იქნება იდეალური მიმანიშნებელი, აქვს თუ არა ბავშვს ფილტვების დაზიანება“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

13 წლის გოგომ დედა თამაშში დაგეგმილი სცენარით მოკლა – აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ( უცხოეთი)

სან-პეტერბურგელი სკოლის მოსწავლე გოგონას ვირტუალურ თამაშში დედის მკვლელობის იმიტაციას ახდენდა, რაც ბოლოს რეალურად გააკეთა კიდეც. ამის შესახებ Telegram-ის არხმა SHOT-მა გაავრცელა ინფორმაცია.13 წლის გოგონამ ვირტუალურ სივრცეში ავატარი შექმნა და სახლში ხანძრის იმიტაცია მოახდინა. შემდეგ ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში გააკეთა. სკოლის მოსწავლე რეგულარულად დიდ დროს ატარებს კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ მედიაში.  დედა-შვილს, როგორც ამბობენ, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.  კამათი გამწვავდა მეგობრებთან შეხვედრების აკრძალვის გამო, რამაც მოზარდი ძალიან გააღიზიანა. ტრაგედიის დღეს, მათ კიდევ ერთი კამათი მოუვიდათ, რა დროსაც  გოგომ 46 წლის დედა სასიკვდილოდ დაჭრა.მკვლელობის შემდეგ, სკოლის მოსწავლემ დანაშაულის დაფარვა სცადა: მან ხელები გაიჭრა და საკუთარ ბინას ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ პოლიცია გამოიძახა და უცნობი თავდამსხმელის შესახებ ისტორია შეთხზა. თუმცა, დაკითხვის შემდეგ, მან დანაშაული აღიარა. 

ბოლო სიახლეები