შაბათი, თებერვალი 22, 2025

ლევან დავითაშვილი – საქართველოს ენერგეტიკის სფეროში „აჭარ ენერჯის“ მიერ 460 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორს დამატებით სიმძლავრეს შესძენს და ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გაზრდის

Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯისთვის“ საქართველო და საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი არის მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება უპრეცედენტოდ დიდი, 460 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შესახებ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და კომპანიის ხელმძღვანელების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„კომპანია „აჭარ ენერჯი“ წარმოადგენს Exim Holding-ის შვილობილ კომპანიას. Exim ჯგუფი თურქეთის ენერგეტიკულ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელსაც თურქეთში 800 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრე აქვს. კომპანია საქართველოში წარმატებით ოპერირებს, ბოლო წლებში 2 მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, 2 ჰიდროელექტროსადგური, რომელშიც 200 მლნ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. მათთვის საქართველო და საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი არის მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება უპრეცედენტოდ დიდი საინვესტიციო გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ, დაახლოებით, 360 მგვტ-მდე სიმძლავრის პროექტებზე უკვე შევთანხმდით მთავრობასთან ერთად და კომპანია მიმდინარე წელს აქტიურად იწყებს 460 მლნ აშშ დოლარიანი ინვესტიციების განხორციელებას, რაც საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორს შემატებს დამატებით სიმძლავრეს და კონკურენტუნარიანობას აამაღლებს. უკვე 2025 წელს ჩვენ პირველი პროექტების გახსნას შევძლებთ და შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში ჩვენ 360 მგვტ-ის სიმძლავრის ახალ პროექტებს გავხსნით,“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – მაღალი ტრიბუნიდან ჯეფრი საქსის, ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება როდესაც გაისმის, ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს

ჯეფრი საქსი ცნობილი მეცნიერია და ძალიან ბევრი პლატფორმა არის დაინტერესებული, რომ მოიწვიონ, მისი აზრი მოისმინონ და როდესაც ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ჩამოდიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და კარნახობენ იმას, რომ მაიდანის სცენარი არის ყველაზე მისაღები ქვეყნისათვის. „ჯეფრი საქსი ცნობილი მეცნიერია და ძალიან ბევრი პლატფორმა არის დაინტერესებული, რომ მოიწვიონ, მისი აზრი მოისმინონ, არაერთგვაროვანია, უპირისპირდებიან კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში და ბევრ სხვა შემთხვევაშიც ამბობს ფაქტს, რაც ვიხილეთ. ასეთი მაღალი ტრიბუნიდან როდესაც ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს. ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც თავის ქვეყანაში არ არიან პოპულარულები და მოწინავე პოლიტიკურ პოზიციებზე და აქ სურთ, რომ ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და კარნახობენ იმას, რომ მაიდანის სცენარი არის ყველაზე მისაღები ქვეყნისათვის. წარმოიდგინეთ, მათ არაფერი ენაღვლებათ, აბსოლუტურად არ აინტერესებთ საქართველოს მომავალი, მისი ბედი, გააჩნიათ გარკვეული პოლიტიკური ხედვა, თავისი ინტერესი გააჩნიათ და უნდათ, ჩვენ ქვეყანაში მათი ინტერესის რეალიზება ასეთი ბოროტი გზით მოხდეს. ამაზე ლაპარაკობს ჯეფრი საქსი, გამოჩენილი მეცნიერი, პოლიტოლოგი და ვფიქრობ, საყურადღებოა ძალიან ბევრისთვის და არამარტო საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“თაზო ცემით ჰყავს მოკლული, ცოცხალ-მკვდარი ბიჭი სახლში ჩაკეტეს… საშაურმეში მუშაობდა ისიც და ბრალდებულებიც” – ცნობილია თბილისში მოკლული ბიჭის ვინაობა

თბი­ლის­ში სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი 20 წლის ბი­ჭის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. თა­ზოს ოჯა­ხი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი შე­ი­ტყვეს. რო­გორც გა­ირ­კვა, იმ დროს როცა ოჯა­ხი ბიჭს ეძებ­და, ის უკვე მოკ­ლუ­ლი ჰყავ­დათ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა ერთ-ერთი დამ­ნა­შა­ვის სახ­ლში მოხ­და, რის შემ­დეგ ცხე­და­რი ბი­ნა­ში ჩა­კე­ტეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­უ­ჩი­ნარ­დნენ. ეს ფაქ­ტი მას შემ­დეგ გახ­მა­ურ­და, როცა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის დედა სახ­ლში დაბ­რუნ­და და უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდა. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის ცხე­და­რი ბი­ნა­ში, შვი­ლი კი სახ­ლი­დან გაქ­ცე­უ­ლი იყო. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი და სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ი­წყეს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი დიდ­ხანს მი­დი­ო­და, ახალ­გაზ­რდის ცხე­და­რი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია სამი პირი. უწყე­ბის ცნო­ბით, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 376-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიელ კოლეგებს შეხვდა-რა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარლამენტი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ვენაში ავსტრიის ფედერალური საბჭოს ინოვაციებისა და მომავლის კომიტეტის თავმჯდომარეს და ევროკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარეს, შტეფან შენახს და ასევე, ავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ანდრეას მინიხს შეხვდა. ავსტრიის პარლამენტში გამართული შეხვედრებისას საუბრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა საქართველოში არსებული ვითარება. ნიკოლოზ სამხარაძესთან შეხვედრისას შტეფან შენახმა აღნიშნა, რომ თავად იყო არჩევნებზე დამკვირვებლად საქართველოში ჩასული და, მისი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კარგად ჩატარდა. „ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა ავსტრიის პარლამენტში. ვისაუბრეთ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე, იმ მცდარ ნარატივებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე, რომელიც ზოგიერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არის გავრცელებული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ავსტრიელი კოლეგებისგან მივიღეთ პირობა, რომ ისინი შეეცდებიან სიმართლე გაავრცელონ ყველა საპარლამენტო ფორუმზე, სადაც ხელი მიუწვდებათ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. შეხვედრებისას ასევე განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. ავსტრიელმა კანონმდებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო არის ავსტრიის მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. ხაზი გაესვა ავსტრიის მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, კულტურის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. შეხვედრებისას მხარეებმა მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საფრთხეები და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დაწყებული მოლაპარაკებების გავლენა როგორც ევროკავშირის, ასევე, ზოგადად, მთელი კონტინენტის უსაფრთხოებაზე.

“დიქტატურა და რეპრესიებია – ჯარიმების საშუალებით, ადამიანებს ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ” – ბაჩო ქაჯაია

"ფაქტი არის ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა. არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა" - ასე ეხმაურება ბაჩო ქაჯაია მის ხელმეორედ დაჯარიმების ფაქტს. "17 თებერვალზე არის საუბარი. ზუსტი მასალები არ ვიცი, ჯერ არ გადმომცემია და თუ იქნება ეგეც არ ვიცი. ჩემთან არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ გავუფრთხილებივარ, რომ რაიმე კანონდარღვევას ვახორციელებდი. მითუმეტეს, პირველი დაჯარიმების შემდეგ და ყოველთვის მერე შევუერთდი გადაკეტილ რუსთაველს. თვითონ ფაქტი არის აბსოლუტურად ყველანაირ ზღვარს გადასული და ყველანაირ სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა, იმიტომ რომ არ შეიძლება თავისუფალი ნების აკრძალვა. ეს არის პირდაპირი დიქტატურა, ეს არის პირდაპირი რეპრესია და იმ ჯარიმების ოდენობა იმ ადამიანების, რომლების შემოსავალიც შეიძლება ათი თვის ან თხუთმეტი თვის იყოს, ზოგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ პირდაპირ გულისხმობს, რომ ადამიანებს უკრძალავენ არამხოლოდ გამოხატვის საშუალებას, არამედ ამ ჯარიმების საშუალებით ისინი ცხოვრების უფლებსაც უკარგავენ ადამიანებს", - ამბობს ბაჩო ქაჯაია შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მსახიობი ბაჩო ქაჯაია 5 000 ლარით ხელმეორედ დააჯარიმეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართოს

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. დიპლომატის განმარტებით, შეხვედრა მესამე ქვეყანაში გაიმართება, ამჟამად მიმდინარეობს კონკრეტული ადგილის შეთანხმება. რიაბკოვს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ დაესწრება შეხვედრას რუსეთის ან ამერიკის მხრიდან. „არსებობს პრინციპული შეთანხმება კომპლექსური კონსულტაციების ჩატარების შესახებ, რათა სისტემურად და დეტალურად განვიხილოთ ე.წ. გამაღიზიანებელი საკითხების მთელი ბლოკი“, – განაცხადა რიაბკოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში. რიაბკოვის თქმით, ამერიკელებს დაუდასტურეს რუსეთის მზადყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა. ცნობისთვის, ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა. ვლადიმერ პუტინის თქმით, საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის მიზანი რუსეთსა და აშშ-ს შორის ნდობის აღდგენა იყო. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის გამართვის სურვილი ორმხრივია.

ბოლო სიახლეები