შაბათი, მაისი 3, 2025

ლევან დავითაშვილი – აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან იდეოლოგიური თანხვედრა თანამშრომლობის კარგი წინაპირობაა, რასაც უნდა დაემატოს კონკრეტული, ურთიერთხელსაყრელი გეგმები

ვფიქრობ, ძალიან კარგი წინაპირობები არსებობს, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ძალიან დაბალ ნიშნულზე არსებული ურთიერთობები შეიცვალოს, ეს შესაძლებლობების ახალ სივრცეს აჩენს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, არსებობს იდეოლოგიური თანხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.

ამასთან, როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ღირებულებითი თანხვედრა ძალიან კარგი წინაპირობაა, რომ ორ ქვეყანას შორის უფრო შედეგიანი თანამშრომლობა შედგეს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს არც საქართველოსთვის და არც ამერიკისთვის არ არის საკმარისი პირობა.

„ამას უნდა დაემატოს რაიმე კონკრეტული, ურთიერთხელსაყრელი და ხელშესახები გეგმები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო პროდუქტიულს გახდის. ჩვენ გვესმის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტების – მათ ცალსახად აინტერესებთ, რომ ამერიკელი ხალხისთვის თანამშრომლობა გარე სამყაროსთან, სხვადასხვა ქვეყანასთან და პარტნიორებთან იყოს მათი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილი ასევე შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ დაწესებული სანქციების თემას. მისი შეფასებით, ეს რთული მემკვიდრეობაა ახალი ადმინისტრაციისთვის და მის შეცვლას გარკვეული დრო და იურიდიული პროცედურები დასჭირდება.

„საკმაოდ დაზიანებული ურთიერთობების ხელახლა დაწყება უფრო რთულია, ვიდრე მათი მაღალი ნიშნულიდან გაგრძელება, თუმცა შესაძლებლობები არსებობს. უმთავრესი არის, რომ არსებობს თანამშრომლობის განწყობა ორივე მხრიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის მხრიდან დავინახე განწყობა, რომ შედგეს თანამშრომლობა, რომელიც იქნება ურთიერთხელსაყრელი და პროდუქტიული. რა თქმა უნდა, წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზეც იყო საუბარი. როდესაც ორი მხარე იწყებს ასეთი რთული მოცემულობიდან საუბარს, ორივე მხარეს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული არგუმენტი გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ღია, გულწრფელი დიალოგი და ეს დიალოგი ნამდვილად შედგა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საუბარი თეთრ სახლში – ჩვენ გვქონდა ძალიან ღია დიალოგი, ძალიან ბევრი რამ გავიგეთ, მათ შორის ახალი პრიორიტეტების შესახებ, მათ გაიგეს ჩვენი მოლოდინების შესახებ, ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სასარგებლო იყო“, – განაცხადა ირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციის შეფასებებზე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მიერ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გარკვეული განცხადებების ინტერპრეტაცია რეალობას არ შეესაბამება და საქართველოსა და აშშ-ს შორის მხოლოდ პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობის პერსპექტივები არსებობს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია პატივს სცემს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სუვერენულ უფლებებს და გადაწყვეტილებებს.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის მკაფიო გზავნილი თეთრი სახლის და ახალი ადმინისტრაციის მხრიდან.

„სახეზე გვაქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ცვლილებები არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ გლობალურ პოლიტიკაში და ამ ცვლილებებს თავისი დრო სჭირდება. მესმის, რომ ოპოზიცია დღეს სპეკულირებს, არსებობს წინმსწრები განცხადებები და ა.შ. ჩვენ თანმიმდევრული პოლიტიკა გვაქვს, მკაფიოდ ვაფიქსირებთ თანამშრომლობის განწყობას და ინტერესს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვინდა, რომ ამერიკასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო პროდუქტიული და ხელშესახები იყოს, რაზეც საუბრობდნენ ჩვენი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელები. აშშ-ში შეხვედრებისას სწორედ ამაზე იყო დიალოგი, თუ როგორ შეიძლება შეჩერებული სტრატეგიული თანამშრომლობა სამუშაო რეჟიმში გავხადოთ კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული და როგორ ავსახოთ ახალი ინიციატივები ამ თანამშრომლობაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ინტენსიური დიალოგის პირობებში შეიძლება ყველა იმ ამოცანის შესრულება, რომლებიც ერთობლივად არის დასახული.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომი თანამშრომლობის მოლოდინები ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან დიდი. მე იმედი მაქვს, რომ ეს მოლოდინები გამართლდება, თუმცა მკაფიო იყო იმაზე კომუნიკაციაც, რომ ამას სჭირდება დრო, რადგან ბევრი პრიორიტეტი არსებობს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და გვესმის, რომ გლობალური გამოწვევაც არის ძალიან ბევრი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, პრობლემური საკითხებიც იყო განხილვის საგანი.

„იმედი მაქვს, წლის განმავლობაში ამერიკის ადმინისტრაცია შეძლებს, ამ საკითხებს მიუბრუნდეს და ისინი ჩვენთან დიალოგის რეჟიმში გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ინტენსიური დიალოგის პირობებში შეიძლება ყველა იმ ამოცანის შესრულება, რომლებიც ერთობლივად დავისახეთ, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ხელის გულზე არსებული ხაზებით გაარკვიეთ, გყავთ თუ არა მფარველი ანგელოზი

ყველა ადამიანს ერთხელ მაინც უფიქრია: ჰყავს თუ არა მას მფარველი ანგელოზი, რომელიც რთულ დროს იცავს. ქირომანტია ამტკიცებს, რომ ამ კითხვაზე პასუხის პოვნა... თქვენსავე ხელისგულზეა შესაძლებელი.სად უნდა ვეძებოთ მფარველი ანგელოზის ხაზები ხელისგულზე ყველაზე შესამჩნევი და მნიშვნელოვანი ხაზია სიცოცხლის ხაზი - ფართო, ღრმა, რომელიც ცერა თითის ძირს გარს აკრავს. ეს აჩვენებს ჯანმრთელობას, პოტენციალს, ცხოვრების გარდამტეხ მომენტებს.მფარველი ანგელოზების ხაზები ახლოს მდებარეობს: ისინი ცერა თითის მხრიდან სიცოცხლის ხაზის პარალელურად გადიან. სიცოცხლის ხაზისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის ერთია, შეიძლება რამდენიმე მფარველი ანგელოზი იყოს. ეს ხაზები მიუთითებს უხილავი დამხმარეებისა და დამცველების ყოფნაზე ადამიანის ბედში.რას ნიშნავს მფარველი ანგელოზის ხაზები? ითვლება, რომ ანგელოზების დახმარება ადამიანს გარკვეული მიზეზის გამო ეძლევა - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ცხოვრება სავსეა მოვლენებით, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას მოითხოვს. ასეთი ხაზები განსაკუთრებით ხშირად შეიძლება ნახოთ რისკთან და ცვლილებებთან დაკავშირებულ ადამიანებში. ანგელოზის ხაზები დაგეხმარებათ კრიზისებისა და რთულ პერიოდებში ნაკლები დანაკარგებით გადარჩეთ და წარმატების მომენტებში მაქსიმალურად ისარგებლოთ ამით.თუ სიცოცხლის ხაზი დაზიანებულია, გადაკვეთილია სხვა ხაზებით (მაგალითად, ე.წ. კომეტის ხაზებით), მაგრამ ახლოს არის მფარველი ანგელოზის ხაზი, ეს კარგი ნიშანია: ადამიანი გაუმკლავდება განსაცდელებს, მისი „სიცოცხლის ხომალდი“ გადაურჩება ქარიშხალს.გარდა ამისა, მფარველი ანგელოზების ხაზები აძლიერებს პიროვნულ თვისებებს. ზოგიერთი მათგანი მხიარული ოპტიმისტი ხდება და ამტკიცებს, რომ სირთულეებმა მათი ხასიათი გააძლიერა. სხვები პესიმისტურად არიან განწყობილნი და იმავე მოვლენებს ტანჯვის წყაროდ აღიქვამენ.იღბლიანები და სულით ძლიერები თუ სიცოცხლის ხაზი გრძელი და ღრმაა და მის პარალელურად მფარველი ანგელოზის ხაზი გადის, თქვენს წინ ნამდვილად იღბლიანი ადამიანია. ასეთ ადამიანებს უზარმაზარი ენერგეტიკული პოტენციალი აქვთ, სხვებისთვის სარგებელი მოაქვთ და ხშირად კეთილდღეობასა და ჰარმონიას აღწევენ.რა მოხდება, თუ ხელისგულზე ანგელოზის ხაზები არ არის? არ არის საჭირო განაწყენება. ეს ნიშნავს, რომ მთელი ძალა თქვენშია. შენი ბედი შენს ხელშია და გაქვს ყველა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გაუმკლავდე ნებისმიერ გამოწვევას.

სურამში დაკარგული მოზარდი პოლიციამ თბილისში იპოვა

სურამში დაკარგული მოზარდი პოლიციამ თბილისში იპოვა.მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მალე ოჯახთან ერთად იქნება.

საბერძნეთი: საქართველოდან ემიგრაციაში წასული პირი, ჯაშუშობის ბრალდებით, ალექსანდროპოლისში დააკავეს

59 წლის მამაკაცი, რომელიც 29 აპრილს, ჯაშუშობის ბრალდებით, ქალაქ ალექსანდროპოლისში დააკავეს, მისი გადამბირებლის ინსტრუქციებს ასრულებდა. ქართველი ემიგრანტი ბერძენი გამომძიებელი მოსამართლის წინაშე პარასკევს, 2 მაისს წარდგება. გამოძიების მასალებისა და ბერძნული დაზვერვის ოფიცრებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენების თანახმად, გადამბირებელმა, დავალებებთან ერთად, მას დეტალური ინსტრუქციები მისცა, თუ როგორ დარჩენილიყო შეუმჩნეველი ალექსანდროპოლისში არსებული ბერძნული და ნატო-ს სამხედრო ბაზების ფოტო და ვიდეო-გადაღებების დროს. მანვე ურჩია სპორტული ტანსაცმლის ჩაცმა და, რადგან 59 წლის იყო, - ხელჯოხის ხმარება ბორცვებზე ასასვლელად (თითქოს, ლაშქრობაზე იყო), რათა სამხედრო ბაზების ფოტოები და ვიდეოები შემაღლებული ადგილებიდან გადაეღო. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ემიგრანტი ფოკუსირებული იყო სამხედრო მასალებზე, რომლებსაც ალექსანდროპოლისის პორტში მყოფი გემებიდან გადმოტვირთავდნენ ხოლმე და თავად იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ეს მასალები იტვირთებოდა. გადაღებულ მასალას ის, დაშიფრული აპლიკაციის მეშვეობით, უგზავნიდა თავის გადამბირებელს - ასევე ქართველ ემიგრანტს და გამოცდილ მაფიოზს, რომელიც ლიეტუვაში ცხოვრობს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, როგორც გამოძიებამ გაარკვია, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა (GRU) უკრაინისთვის განკუთვნილი საომარი მასალების და მათი ტრანსპორტირების საშუალებების აღრიცხვის მიზნით გადაიბირა.რატომ სჭირდება რუსეთის სამხედრო დაზვერვას ხმელეთიდან გადაღებები, როცა რუსეთს კოსმოსური თანამგზავრები გააჩნია სადაზვერვო წრეებიდან მიღებული განმარტებით, ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ობიექტის ახლოდან გადაღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ოპერაციებზე სამხედრო დაზვერვის სამსახურები მუშაობენ. რუსეთი ამას აკეთებს საბრძოლო მასალების და მათი ტრანსპორტირების გზების სრული სურათის მისაღებად, რათა მოპოვებული ფოტო და ვიდეო-მასალა შემდგომში საბოტაჟისთვის გამოიყენოს, როგორც ეს ბულგარეთსა და პოლონეთში მოხდა. გარდა ამისა, სწორედ იმიტომ, რომ ეს ბაზები აშშ-ს მიერ გამოიყენება, ასევე განხორციელდა მათი სატელიტური კარტოგრაფირება. თუმცა, გემები, ხშირად ღამით იტვირთება და გადაზიდვები მაშინ ხორციელდება, როდესაც სატელიტური კავშირი ვერ ხერხდება. ამიტომ, შემდგომი ოპერაციების ოპერატიული დაგეგმვისთვის ხმელეთიდან მონიტორინგი აუცილებელია. საქართველოდან ემიგრირებულ 59 წლის მხატვარზე არჩევანი კონსპირაციული მოსაზრებიდან გამომდინარე შეჩერდა. გარდა ამისა, ჯაშუშობის გამოაშკარავების შემთხვევაში, სპეცსამსახურებთან მისი პირდაპირი კავშირი ვერ დადასტურდებოდა. მას შემდეგ, რაც GRU-ს შუამავალს მასალას გაუგზავნიდა, 59 წლის მიგრანტი ამ მასალას თავის მობილურ ტელეფონში მალევე შლიდა. ამიტომ, ბერძენმა სამართალდამცავებმა მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის მასალები იპოვეს. თუმცა, სპეციალური საშუალებით ადრე გაგზავნილი მასალის აღდგენაც მოახერხეს და მისი მეშვეობით დაადგინეს, რომ საქართველოდან წასულმა მიგრანტმა ჯაშუშური საქმიანობა, სულ მცირე, ექვსი თვის წინ დაიწყო და მოპოვებულ მასალას დამკვეთს გასული წლის შემოდგომიდან უგზავნიდა. დაკავებულმა მამაკაცმა, რომელიც პრორუსულ განწყობებს ღიად გამოხატავდა და რომელთან კონტაქტი მაფიოზმა შუამავალმა დაამყარა, აღიარა, რომ მისი გადაბირება, თავდაპირველად, ფულადი ჯილდოს შეთავაზების გზით მოხდა. ამასთან, მან ეს ნებაყოფლობით გააკეთა და შუამავალს უთხრა, რომ ამას „დედა რუსეთისთვის“ გააკეთებდა, რომლის არმიაშიც ახალგაზრდობაში მსახურობდა და, ამასთან, გარკვეულ პერიოდში ციმბირშიც იმყოფებოდა. რაც შეეხება GRU-ს მიერ დაქირავებული მაფიოზს, რომელიც ასევე ქართველი ემიგრანტია, მის შესახებ მოხდა ლიეტუვას საიდუმლო სამსახურების ინფორმირება და ამჟამად ისიც დაკავებულია. მისი საქმის გამოძიებას ადგილობრივი და ერთობლივი სამსახურები აწარმოებენ. ეს არის რუსული ჯაშუშობის ალბათ ყველაზე სერიოზული შემთხვევა საბერძნეთში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

კარგი ამბავი! – ბათუმში დაკარგული ბავშვი მშობლებთანაა

ბათუმში, 4 წლის ბავშვი, რომელიც მშობლებს ეძებდა უკვე ოჯახთანაა.ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მიაწოდეს.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთს საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 15:51 საათზე დაფიქსირდა.ბიძგების ეპიცენტრი 12,55 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ბოლო სიახლეები