სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

ლაშა ხუციშვილი – ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ თუ სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა იქნება რეგიონში, შუა დერეფანი ტვირთების ძალიან დიდ ნაწილს შეინარჩუნებს

ნამდვილად მაქვს მოლოდინი, რომ თუ სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა იქნება რეგიონში, მათ შორის, აღარ იქნება სანქციები [რუსეთისთვის უკრაინაში ომის გამო დაწესებული სანქციები], შუა დერეფანი ტვირთების ძალიან დიდ ნაწილს შეინარჩუნებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) მთავარი ეკონომისტის, ალბერტ პარკის მოსაზრებაზე, რომ თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოიხსნა და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეიცვალა, უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი საქართველოზეც აისახება და აქედან გამომდინარე, ქვეყანამ მისი როლი შუა დერეფანში უნდა გააძლიეროს.

ხუციშვილი ამ ნაწილში ყურადღებას ამახვილებს შუა დერეფნის ოთხ საკვანძო ქვეყანაზე (ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) და აღნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში, კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად საჭიროა, ჩართულ ქვეყნებს შორის მჭიდრო კოორდინაცია.

„მე ნამდვილად მაქვს იმის მოლოდინი, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა იქნება რეგიონში, მათ შორის, აღარ იქნება სანქციები, ან სხვა შემაფერხებელი ფაქტორები, შუა დერეფანი ტვირთების ძალიან დიდ ნაწილს შეინარჩუნებს, თუმცა, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ 100%-ით მოხდება იმ ტვირთნაკადის შენარჩუნება, რაც დღეს არსებობს. დღეს ყველა კომპანია და ქვეყანა ხვდება, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დივერსიფიკაციას და იმას, რომ ერთ კორიდორზე, ბაზარსა და ქვეყანაზე არ იყოს დამოკიდებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის კოორდინაცია და მინდა გითხრათ, რომ ეს კოორდინაცია ნამდვილად არსებობს“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

კითხვაზე, კონკრეტულად როგორ უნდა შეინარჩუნოს მოსალოდნელი ცვლილებების პირობებში საქართველომ შუა დერეფნის ნაწილში უპირატესობა, ხუციშვილი ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სატვირთო გადაზიდვების ტარიფებზე საუბრობს.

„ვავითარებთ ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას, რაც მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურას, ასევე, ჩქაროსნული გზას, რომელიც სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან უნდა ჩავიდეს შავ ზღვამდე. თბილისი-შავი ზღვის ჩქაროსნული გზის ნაწილი ძალიან მალე დასრულდება; სომხეთსა და აზერბაიჯანთანაც მიმდინარეობს სამუშაოები; საბოლოო ჯამში შეიკვრება ერთიანი ინფრასტრუქტურის ქსელი, რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან დააკავშირებს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია რკინიგზის სექტორში ინვესტიციები, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გაზარდოს გადაზიდვების მოცულობა. მესამე, კომპონენტია ღრმაწყლოვანი პორტი, რომელმაც ტრანზიტის მოცულობის ზრდის შესაძლებლობა უნდა მოგვცეს. მნიშვნელოვანია მათ შორის თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ნაწილი, რომელიც, როგორც ჰაბი, შესაძლოა, მოემსახუროს ავიაგადაზიდვებსა და ადამიანთა გადაყვანასაც. ყველას ეს პროექტი ემსახურება იმას, რომ ქვეყანამ შუა დერეფანში თავისი პოტენციალი გაზარდოს.

ინფრასტრუქტურასთან ერთად მნიშვნელოვანია საფასო ნაწილიც. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქვეყანაში მაღალი ტარიფები იქნება, ბუნებრივია, პრობლემა მთლიან კორიდორს ექნება. როგორც ტარიფების, ისე ინფრასტრუქტურის ნაწილში სინქრონიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. შუა დერეფანი აერთიანებს რამდენიმე ქვეყანას, თუ ერთ ქვეყანას მაინც აქვს სუსტი წერილი, ეს ითვლება მთლიანი კორიდორის პრობლემად. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც თავის პროექტებში ახორციელებენ ინვესტირებას, რადგან თუ ყველა ქვეყანა კორიდორში თანაბრად არ განვითარდა, დერეფანი წარმატებული ვერ იქნება“, – აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

გარდა ამისა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა „MEGOBARI აქტზე“ და უპასუხა კითხვას, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტი მიიღებს კანონის სახეს და მოხდება მათ შორის ხელისუფლების სათავეში მყოფი პირების დასანქცირება, მიადგება თუ არა ზიანი სახელმწიფოს რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე, „რაც ასახვას ჰპოვებს არაერთი მიმართულებით, თუნდაც, ინვესტიციების შემოდინების კუთხით და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ამ ფონზე საქართველოს როლი შუა დერეფანში შესუსტდება“.

ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ „შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ არსებობს“.

„საქართველოს როლი შუა დერეფნის ნაწილში უგულებელყოფილი ვერ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ არსებობს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე იმ მასშტაბით, რა ტვირთების გატარების საშუალებაც დღეს აქვს, ასეთი ფორმით საქართველოს გარეშე შუა დერეფნის არსებობა შეუძლებელია. ეს ყველა ქვეყანამ და ჩვენმა პარტნიორმა ძალიან კარგად იცის, მათ შორის მათ, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები