ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026

ლაშა ფარულავა – ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ეკლესია ის სივრცეა, სადაც ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის უნდა ვილოცოთ

უნგრულ მოდელზე და დემოკრატიულ ღირებულებებზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრია, საქართველო არათუ არ არის ევროკავშირის წევრი, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირის გზიდან გადაიყვანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიებმა თვალი უნდა გაუსწორონ რეალობას, რომ არსებობა რეჟიმის პირობებში უწევთ. არსებობს, მათ შორის, „ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებებს აუქმებს.

„ხალხის მობილიზება, თანამოქალაქეებთან ხელშეკრულების გაფორმება არის ის გზა და ფორმულა, რომლითაც უნდა დავამარცხოთ არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ „ქართული ოცნების“ მსგავსი რეჟიმები. ძალიან მარტივი მოცემულობაა, ევროკავშირის წევრი უნგრეთი და საქართველო, რომელიც ევროკავშირის გზიდან ივანიშვილის გამო, დიდი ხანია, გადასულია. ეს არის განსხვავებული სინამდვილე და ამ სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს გულისხმობს, რომ საჭიროა მობილიზება, საჭიროა ჩვენი თანამოქალაქეების უფრო აქტიური ჩართვა და რეჟიმის დამარცხება სახალხო ერთიანობით“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

კითხვაზე, როგორ მოხერხდება „ქართული ოცნების“ დამარცხება არჩევნებამდე, ლაშა ფარულავა პასუხობს: „ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ერთადერთი ფორმულა ერთიანობაა, თანამოქალაქეების გაერთიანება ორი მიზნის გარშემო“.

„ეს არის თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შემდგომი რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ამ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა დასრულდება“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ეკლესიის სიძლიერისთვის ყოველთვის ბევრს აკეთებდნენ, ამისი კონკრეტული მაგალითია აღდგენილი ბაგრატისა და ფოთის საკათედრო ტაძარი.

„როდესაც რელიგიაზე, კულტურასა და მართლმადიდებლობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღემდე არ აქვს გელათს სახურავი და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იმის გამო ნადგურდება, რომ „ქართული ოცნება“ არის გულგრილი კულტურისა და ეკლესიის მიმართ“, – განაცხადა ლაშა ფარულავამა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ რელიგია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, ლაშა ფარულავა პასუხობს: „როგორც ჩემთვის, ისე ჩემი თანაგუნდელებისთვის ეკლესია არის სივრცე, სადაც ქვეყნის ერთიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის უნდა ვილოცოთ“.

„რაც შეეხება ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესს, ეს არის სეკულარიზმის პრინციპით მოსაწესრიგებელი. ეკლესია თავად აირჩევს პატრიარქს. ეს არის ის წმინდა სივრცე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არასდროს არავინ შეეხება. ვინმემ ჩვენი ეკლესია თუ დაასუსტა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. საეკლესიო საკითხებზე როდესაც არის საუბარი, დამოუკიდებლობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ეკლესიის შიგნით არავინ არ უნდა ჩაერიოს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის,  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს, არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.

გარდა ამისა, პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა: „პეტერ მადიარმა უნგრეთში არჩევნები რითაც მოიგო, ჩვენ უკვე გავწერეთ სტრატეგიულ შეთანხმებაში, რომელზეც ცხრა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით. არჩევნებით აუცილებლად აირჩევა ახალი ხელისუფლება, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას არჩევნებამდე დავამარცხებთ და არჩევნებამდე მოვიპოვებთ დიდ უპირატესობას, რომელსაც რეჟიმი არჩევნებზე ვერ გააყალბებს“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სი ძინპინმა და სერგეი ლავროვმა პეკინში შეხვედრისას ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები განიხილეს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.შეხვედრისას სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააძლიერონ ურთიერთნდობა, გააღრმაონ თანამშრომლობა და დაიცვან ერთმანეთის ინტერესები. ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობების „სტაბილურობას“, რაც, მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ცვლილებების ფონზე.ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები „ურყევია ნებისმიერი ქარიშხლის წინაშე“, რაც უკვე დადასტურდა მრავალი პროცესით.ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს აქვთ ყველა შესაძლებლობა, არ იყვნენ დამოკიდებული აშშ-ის „აგრესიულ ავანტიურებზე“, რომლებიც, მისი შეფასებით, მიზნად ისახავს გლობალური ენერგეტიკის დესტაბილიზაციას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გზით.ლავროვის თქმით, რუსეთს შეუძლია, ენერგორესურსებით უზრუნველყოს ჩინეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო დეფიციტს განიცდიან. მისივე განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი მზად არიან, მხარი დაუჭირონ აშშ-ირანის მოლაპარაკებების სხვადასხვა ფორმატს და მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდეს.ლავროვმა ასევე ისაუბრა უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე და აღნიშნა, რომ რუსეთი მიესალმება აშშ-თან გამართულ მოლაპარაკებებს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ და მზად არის მათი გაგრძელებისთვის.

ხვიჩა კვარაცხელია – ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ურთულესი მატჩები გველის

„ლივერპულთან“ გამარჯვებისა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.„მეორე ტაიმი რთული გამოვიდა, მაგრამ პირველი გოლის შემდეგ თამაში გაგვიმარტივდა. ბედნიერები ვართ, რომ „ენფილდზე“ „ლივერპულს“ ვაჯობეთ. სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო და გვიხარია, რომ ნახევარფინალში გავედით. ჩვენს მეტოქეს მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს და ვიცოდით, პირველი მატჩის წაგების შემდეგ შეტევაში წავიდოდნენ, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვიყავით.ნახევარფინალში კიდევ უფრო რთული დაპირისპირება გველის. არ ვთვლი, რომ ფავორიტები ვიქნებით. ვნახოთ, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით, ვისაც არ უნდა შევხვდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში პსჟ ტურნირის ნახევარფინალში ბრძოლისთვის მზად იქნება“, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე მადრიდის „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამარჯვებული გუნდი იქნება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მინდა, შევახსენო რამდენიმე ფაქტი მათ, ვინც მე და ჩვენს ქვეყანას შეურაცხგვყოფს, ამ ბავშვთა მკვლელებს, თურქეთის რესპუბლიკა ჩვეულებრივი სახელმწიფო არ არის

მინდა, შევახსენო რამდენიმე ფაქტი მათ, ვინც მე და ჩვენს ქვეყანას შეურაცხგვყოფს, ამ ბავშვთა მკვლელებს, თურქეთის რესპუბლიკა ჩვეულებრივი სახელმწიფო არ არის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.ერდოღანის თქმით, ვერც ერთი ძალა ვერ გაუქნევს თითს თურქეთსა და თურქეთის პრეზიდენტს.„ჩვენ გავაგრძელებთ მჩაგვრელის „დამჩაგვრელად“, ბანდიტის „ბანდიტად“, მკვლელის „მკვლელად“ მოხსენიებას, რათა ვიყოთ ღაზის ბავშვების ხმა და მოვუსმინოთ გულგატეხილი დედების ტირილს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ძმებისა და დების უფლებების დაცვას, რომელთა მიწებიც ოკუპირებულია დასავლეთ სანაპიროზე და ლიბანში ძილში მოკლული ბავშვების საქმის კეთებას“, – აღნიშნა ერდოღანმა.თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელის მთავრობას, რომელიც, როგორც ცნობილია, ძალიან უკმაყოფილოა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, არ უნდა მიეცეს პროცესის საბოტაჟის უფლება.

ირანის ელჩი: ორბანის დამარცხება მნიშვნელოვანი გზავნილია

ორბანის დამარცხება მნიშვნელოვანი გზავნილია: 1. ნუ მოაქცევთ საკუთარ თავს იდენტობისა და რასობრივი საშიში პოლიტიკის იზოლაციაში.https://vsquare.org/nazi-viktor-orban-mixed-race-speech…/2. ⁠ცივილიზაციებს საშინაო პოლიტიკის ინსტრუმენტად ნუ გადააქცევთ. 3. ⁠ნათანიაჰუს წითელ ხალიჩას ნუ გაუშლით. 4. ⁠ენერგეტიკულ უსაფრთხოებას პოლიტიკური ამბიციების მძევლად ნუ აქცევთ.https://www.euronews.com/…/can-peter-magyar-break-hungarys…

ტყუპი ბერის ემოციური ისტორია – ერისკაცობაში ხვიჩა და გოჩა, ბერობაში კი პეტრე და პავლე

თბილისიდან დაახლოებით 200 კილომეტრში, ორხევის მამათა მონასტერში, გამორჩეული ისტორია იწერება. „იმედის დღე“ სიუჟეტში გვიყვება ტყუპი ძმების - მამა პეტრესა და მამა პავლეს შესახებ, რომლებიც ბერად აღიკვეცნენ და სულიერი გზითაც ერთობას ინარჩუნებენ.მიუხედავად იმისა, რომ მონასტერში თითოეულ ბერს საკუთარი მორჩილება აქვს, ძმები ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქმის ყოველთვის ერთად არიან. მათი დღე ლოცვით, შრომითა და ურთიერთდახმარებით იწყება.როგორც ისინი აღნიშნავენ, ეკლესიისადმი ინტერესი ბავშვობიდანვე ჰქონდათ, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ შინაგანი სიმშვიდის პოვნა, რომელსაც უფალთან სიახლოვე ანიჭებს.მამა პეტრე და მამა პავლე ხაზს უსვამენ, რომ ბერული ცხოვრება მხოლოდ ლოცვას არ გულისხმობს. შრომაც მისი განუყოფელი ნაწილია. მათი ისტორია კი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ძმობა მიწიერ კავშირს გასცდეს და სულიერ ერთობად გადაიქცეს. 

ბოლო სიახლეები