, ნინო ანანიაშვილი – გენიალური ქართველი პრიმა-ბალერინაა და ამ მოცემულობას ვერც გრიგოლ ვაშაძის ცოლობა და ვერც ნოვოსიბირსკის დასის ხელმძღვანელობა ვერ დააკნინებს. სამარცხვინოდ, ამ მოვლენის ფონზე, მხოლოდ ის ხალხი გამოიყურება, ვინც ოპონენტის დემონიზების მიზნით ისეთ ფსევდომორალურ შეზღუდვებს აწესებს, რომელსაც მერე თავად ვერ იცავს და ყოველ ჯერზე გაბახებული რჩება”-წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
ლაშა ნაცვლიშვილი-ნინო ანანიაშვილი,გენიალური ქართველი პრიმა-ბალერინაა და ამ მოცემულობას ვერც გრიგოლ ვაშაძის ცოლობა და ვერც ნოვოსიბირსკის დასის ხელმძღვანელობა ვერ დააკნინებს
ESPN-მა შერეულ ორთაბრძოლებში 2025 წლის პირველი ნახევარი შეაჯამა და საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი დაასახელა
ESPN-მა შერეულ ორთაბრძოლებში 2025 წლის პირველი ნახევარი შეაჯამა და საუკეთესო მებრძოლად UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი დაასახელა.ამერიკულმა მედიაჰოლდინგმა შერეული ორთაბრძოლების 13 ექსპერტისგან შემდგარ ჟიურის სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოს გამოვლენა სთხოვა. აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ღონისძიებად UFC 317 დასახელდა, რომლის მთავარ ბრძოლაშიც ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.„მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ ლიდერობა გაინაწილეს, თუმცა მცირე უპირატესობა მერაბ დვალიშვილს მივანიჭეთ. ორივე ქართველია და ერთმანეთისთვის ახლო მეგობრები არიან.მერაბ დვალიშვილმა გასულ ექვს თვეში თავისი ტიტული ორჯერ დაიცვა, მაშინ, როცა ილია თოფურიამ ერთი შეხვედრა ჩაატარა. დვალიშვილმა იანვარში, UFC 311-ზე, უმარ ნურმაგომედოვს პროფესიული კარიერის განმავლობაში პირველი მარცხი გაუფორმა — რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მიღწევაა.ამ წარმატებას მოჰყვა მისი დამაჯერებელი გამარჯვება შონ ო’მალისთან შეხვედრაში, რომელიც ივნისში, UFC 316-ის ფარგლებში შედგა. ამ შედეგებით დვალიშვილი ESPN-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში მესამე ადგილზე გადავიდა.ამჟამად ქართველი ტიტულის მორიგი დაცვის თარიღს ელოდება — მისი მომდევნო მეტოქე კორი სენდჰეგენი იქნება. თოფურიას კი, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლა არ მოუწევს. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ დეკემბერში კვლავ ამავე დებატს დავუბრუნდებით — ვინ იქნება წლის საუკეთესო მებრძოლი“, – წერს გამოცემა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია უნიკალური აკადემიური პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდების სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენას, კვლევითი კომპეტენციების განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით და სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. სამეცნიერო ღონისძიება 57 დარგობრივ სექციად წარიმართა და მასში 580-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავა 3-მა სექციამ და ნაშრომი წარადგინა 18-მა სტუდენტმა; ენერგეტიკის ფაკულტეტი 6 სექციითა და 46 სტუდენტით წარსდგა; სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი - 5 სექციითა და 39 სტუდენტით; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - 6 სექციითა და 51 სტუდენტით; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი - 2 სექციითა და 39 სტუდენტით; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი - 2 სექციითა და 55 სტუდენტით; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე 133 სტუდენტმა 9 სექციად იმუშავა; დიზაინის საერთაშორისო სკოლის 23 სტუდენტმა - 1 სექციად; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე - 54 სტუდენტმა 6 სექციად, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე - 20 სტუდენტმა 4 სექციად, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 52 სტუდენტმა 66 სექციად; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე - 13 სტუდენტმა 1 სექციად, ხოლო სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე 6-მა სექციამ 37 სტუდენტის მონაწილეობით იმუშავა.სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელმაც მიმდინარე წლის 5 ივნისიდან 21 ივნისამდე გასტანა, პირველი ადგილი მოიპოვა 143-მა სტუდენტმა, მეორე - 105-მა, ხოლო მესამე 63-მა. კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე ახალგაზრდებსა და ორგანიზატორს - სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტს, მის ხელმძღვანელს ლევან ფიფიას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი კვლევითი პოტენციალი, გაიღრმავონ აკადემიური უნარები და საერთაშორისო მასშტაბით ჩაერთონ სამეცნიერო დიალოგში.რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტს, პროგრამულ ჯგუფებს, ტექნიკურ პერსონალს და იმ მენტორებს, რომელთა დახმარებითაც სტუდენტებმა ღირსეული და მაღალაკადემიური ნაშრომების წარდგენა შეძლეს. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევართა მხარდამჭერი და მომავალშიც არაერთ ინიციატივას განხორციელებს სტუდენტური კვლევების წასახალისებლად.„გვახარებს ის გარემოება, რომ კონფერენცია ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იძენს და საერთაშორისო სტუდენტების მონაწილეობაც იზრდება. ეს ადასტურებს ჩვენი უნივერსიტეტის მზარდ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში. სტუდენტების მონდომება და კვლევითი ინტერესები ნამდვილად იმსახურებს აღიარებას. ეს კონფერენცია არა მხოლოდ შედეგების გაზიარებაა, არამედ ახალი სამეცნიერო იდეების, თანამოაზრეების მოძიებისა და სამომავლო თანამშრომლობის დასაწყისიცაა.პირველ რიგში, მსურს გულითადად მივულოცო თითოეულ მონაწილეს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუდენტებს კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობა. მათ წარმოაჩინეს შთამბეჭდავი კვლევითი ნაშრომები, ახალი ხედვები და ინოვაციური იდეები, რაც ნათლად მეტყველებს მომავალი თაობის ინტელექტუალურ პოტენციალზე.კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მრავალმხრივი თემატიკა სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების, ინფორმატიკის, ხელოვნური ინტელექტის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ქიმიური ტექნოლოგიისა და გარემოს დაცვის ინჟინერიის, სამთო-გეოლოგიის, ენერგეტიკისა თუ ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სტუდენტებმა გამოავლინეს ღრმა და მრავალმხრივი ცოდნა თავიანთ სფეროებში.სტუდენტების ენთუზიაზმი, მეცნიერებისადმი ერთგულება და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვა ჩვენთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. დარწმუნებული ვარ, ეს კონფერენცია ახალგაზრდა თაობის პროფესიული განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდებს“, - აცხადებს რექტორი.
ლევან რატიანი – თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით, კონტაქტური, ადეკვატურია და ასრულებს მარტივ დავალებებს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება.მისივე თქმით, ტრავმულ-გემორაგიული შოკის კლინიკა ალაგებულია, ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები გამარტივებულია და პროტოკოლის შესაბამისად მკურნალობა გრძელდება.„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით, კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ ტრავმულ-გემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ანუ ალაგებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები, რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება. კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ახალგაზრდა კაცი თვითმფრინავის ძრავამ ჩაითრია და დაიღუპა – ტრაგედია იტალიაში
იტალიაში, მილან-ბერგამოს საერთაშორისო აეროპორტში, 35 წლის მამაკაცი თვითმფრინავის ძრავამ ჩაითრია და დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.მედიის ცნობით, მამაკაცი არც აეროპორტის თანამშრომელი ყოფილა და არც მგზავრი. ვარაუდობენ, რომ მან ბარგის მიღების ზონაში ერთ-ერთი კარი ძალის გამოყენებით გააღო, შემდეგ ასაფრენ ბილიკზე გავიდა და ასაფრენად გამზადებულ თვითმფრინავს შეუვარდა, რის შემდეგაც ის ძრავამ შეითრია.Flightradar24-ის მონაცემები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი, რომელიც მილანიდან ესპანეთში მიემართებოდა, ავარიამდე მხოლოდ 1 წუთი და 55 წამი იმყოფებოდა მოძრაობაში.შემთხვევის შედეგად, იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ აეროპორტში 19 რეისი გაუქმდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.